წვდომის მენიუ

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 253 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2014

მიღების თარიღი მაისი 08, 2014

 

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 აპრილის №10/576-14 სამსახურებრივი ბარათი (თანდართული მასალა: კომისიაში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2014 წლის 13 მარტს შპს „TV ERA“-ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №17; ვიდეო ჩანაწერი - 1CD. 2 ეგზ; შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი; შპს „TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 127 ფურც.; აბონენტის გადახდის ქვითარი; კომისიის 2014 წლის 20 მარტის N04/586-14 წერილი, ჩაბარების დამადასტურებელი შეტყობინების ბარათით) რომლის თანახმად, ირკვევა, რომ შპს „TV ERA“  საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ”Cartoon network“, “Перец”, “Discovery”, “футбол,” “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ”НТВ”, “СТС”, “Fashion World,” “Детский мир”, “Карусель”, „C1”, ”RU TV”, “Кухня ТВ”, “РЕН ТВ”, “Eurosport“, “TV 1000 RK”, “24 Техно”, “Шансон ТВ”, “Сарафан“, “Animal planet”, “TV 1000 action”, ”National Geographic”, “Домашний”, “Setanta sport”, „ენკი-ბენკი“, “Боец ТВ”,  “Охота и рыбалка”, “Култура”, “Баскетбол”, “აჭარა”, “ახალი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ОРТ“, „ერთსულოვნება“, „GDS TV“, “ERA”, ”TV 3”, “TV Sale”, “МИР”, “Комеди ТВ”, “Россия 1”, “Дом Кино “, “Кино плюс”, „ტელეარხი 25“, ”Теннис”, “TV1000”, “TLC”,  “Eurosport 2“, “Еврокино”, „მაესტრო“, „Индия ТВ“,  “Наш футбол,” “Euronews”, “Stv”, “RTVi”, “ПРемиера”,  „ТНТ“,  Интер +”, “GMG -სპორტი“, “GMG-ჰოლივუდი”, “GMG-გურმანი”, „აჭარა“, „Кинохит“, “Show”, “Nature”, “Моя планета”.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 აპრილის №10/576-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „TV ERA“-ს  კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: “Перец“, “СТС”, “Fashion World”, ”National Geographic”, “Setanta sport”,  „ენკი-ბენკი“, „იმედი“,  „Баскетбол”,   “TV Sale”,  ”Теннис”,  „Россия 1”,  “Stv”,  „ТНТ“,   “Show”,  “Домашний”. შპს „TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „TV ERA“-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის დავით მიქაბერიძის 2014 წლის 7 აპრილის N6/1880-14 წერილიდან ირკვევა, რომ შპს „TV ERA”-ს მიერ გადმოგზავნილია იმ არხების სია და ხელშეკრულებები, რომლებიც გადის მათ ქსელში. ასევე კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სხვა დამატებითი ხელშეკრულებები კომპანიას არ გააჩნია და შესაბამისად არ უშვებს თავის ქსელში, ხოლო  რაც შეეხება „ენკი-ბეკის“ არხს, როგორც შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის მიერ წერილშია აღნიშნული, კომპანია  ელოდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (10.04.2014; 10/576-14) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 23 აპრილს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 08 მაისს 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „TV ERA“-ს ეცნობა შეტყობინებით (23.04.2014; №03/828-14), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად (გზავნილის კოდის: 040010415036). მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მარიამ აროშიძის  2014 წლის 7 მაისის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიაში 2014 წლის 2 მაისს (კომისიაში რეგისტრაციის N6/2634-14, 02.05.14) შპს  „TV ERA“-ს მიერ დამატებით წარმოდგენილია რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს „TV ERA“-ს მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილება შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „Премьера“, „Киноклуб“, „Кинохит“, „Наше новое кино“, „Киносоюз“,  „НТВ-ПЛЮС 3D“, „НТВ-МИР“, „Первый Канал“, „Всемирная сеть“, „Карусель“, „Дом Кино“, „Телекафе“, „Музыка Первого“, „Время: далекое и близкое“, „TV21“ .

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 08 მაისის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „TV ERA“-ს წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ შეტყობინება შპს „TV ERA“-ს  გაეგზავნა 2014 წლის 23 აპრილს (N03/828-14), რომელიც ჩაბარდა შპს „TV ERA“-ს   წარმომადგენელს - ნანა ინწკირველს 2014 წლის 24 აპრილს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 040010415036). გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „TV ERA“-ს დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 10 აპრილის №10/576-14 სამსახურებრივი ბარათი;

2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 13 მარტის შემოწმების აქტი №17;

3.  შემოწმების დამსწრე მოწმის სვეტლანა გათენაძის პირადობის მოწმობის ასლი;

4.  შპს „TV ERA“-ს აბონენტის გადახდის ქვითარი;

5.  შპს „TV ERA“-ს შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);

6. შპს „TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - 127 ფურც.;

7. კომისიის 2014 წლის 20 მარტის  N 04/586-14 წერილი და ამ წერილის შპს „TV ERA“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040009186039); 

8.          კომისიის მიერ შპს „TV ERA“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (23.04.2014; №03/828-14) და ამ შეტყობინების შპს „TV ERA“-ს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:040010415036);

9.  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „TV ERA“-ს შესახებ მონაცემები;

10. შპს „TV ERA“-ს  2014 წლის 07 აპრილის წერილი N6/1880-14;

11. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 7 მაისის N10/697-14 სამსახურებრივი ბარათი;

12.  შპს „TV ERA“-ს მიერ 2014 წლის 2 მაისს  წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დაკუმენტაცია - 19 ფურც. (კომისიაში რეგისტრაციის  N6/2634-14);

13.  კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს ,, TV ERA“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი(გაზავნილის კოდი: 806);

14. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს ,, TV ERA“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:010003897281).

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „TV ERA“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; მაუწყებლობის ტრანზიტი);

2. 2014 წლის 13 მარტს, 16.00 საათზე განხორციელდა შპს „TV ERA“-ს  შემოწმება ქ.ბათუმში, მისამართზე: სტალინის ქ. N2, შპს „TV ERA“-ს  აბონენტ სვეტლანა გათენაძესთან კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა მოწმე:  სვეტლანა გათენაძე (პირადი №61001024830). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №17. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე – სვეტლანა გათენაძე;

3.  შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2014 წლის 13 მარტს შპს „TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: ”Cartoon network“, “Перец”, “Discovery”, “футбол,” “საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ”НТВ”, “СТС”, “Fashion World,” “Детский мир”, “Карусель”, „C1”, ”RU TV”, “Кухня ТВ”, “РЕН ТВ”,“Eurosport“, “TV 1000 RK”,“24 Техно”,“Шансон ТВ”, “Сарафан“, “Animal planet”,“TV 1000 action”, ”National Geographic”, “Домашний”, “Setanta sport”, „ენკი-ბენკი“, “Боец ТВ”,  “Охота и рыбалка”, “Култура”, “Баскетбол”, “აჭარა”,“ახალი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ОРТ“, „ერთსულოვნება“, „GDS TV“, “ERA”, ”TV 3”, “TV Sale”, “МИР”, “Комеди ТВ”, “ Россия 1”, “ Дом Кино “, “Кино плюс”, „ტელეარხი 25“, ”Теннис”, “TV1000”, “TLC”,  “Eurosport 2“, “Еврокино”, „მაესტრო“, „Индия ТВ“,  “Наш футбол,” “Euronews”, “Stv”,“RTVi”, “ПРемиера”,  „ТНТ“, „Интер +”, “GMG -სპორტი“, “GMG-ჰოლივუდი”, “GMG-გურმანი”, „აჭარა“, „Кинохит“, “Show”, “Nature”,“Моя планета”.

4. შემოწმების სისწორე დადასტურდა 2014 წლის 13 მარტის №17 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით (CD);

5. 2014 წლის 10 აპრილის მდგომარეობით ისევე, როგორც კომისიაში საკითხის განხილვის  მომენტისთვის, შპს „TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები: “Перец“, “СТС”, “Fashion World”, ”National Geographic”, “Setanta sport”,  „ენკი-ბენკი“, „იმედი“,  „Баскетбол”,   “TV Sale”,  ”Теннис”,  „Россия 1”,  “Stv”,  „ТНТ“,   “Show”,  “Домашний”;

6.  2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 12.03.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „TV ERA“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;

7.  ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „TV ERA“-ს  ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 17.01.2013.). ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

8. შპს „TV ERA“-ს  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3. ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  ,,საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის  51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

5. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; 

8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: “Перец“, “СТС”, “Fashion World”, ”National Geographic”, “Setanta sport”,  „ენკი-ბენკი“, „იმედი“,  „Баскетбол”,   “TV Sale”,  ”Теннис”,  „Россия 1”,  “Stv”,  „ТНТ“,   “Show”,  “Домашний”  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „TV ERA“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, შპს „TV ERA“-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TV ERA“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: “Перец“, “СТС”, “Fashion World”, ”National Geographic”, “Setanta sport”,  „ენკი-ბენკი“, „იმედი“,  „Баскетбол”,   “TV Sale”,  ”Теннис”,  „Россия 1”,  “Stv”,  „ТНТ“,   “Show”,  “Домашний”  არამართლზომიერი ტრანზიტი.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „TV ERA“-ს მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.   შპს „TV ERA“-მ უზრუნველყოს სამაუწებლო არხების: “Перец“, “СТС”, “Fashion World”, ”National Geographic”, “Setanta sport”,  „ენკი-ბენკი“, „იმედი“,  „Баскетбол”,  “TV Sale”,  ”Теннис”,  „Россия 1”, “Stv”, „ТНТ“, „Show”, „Домашний” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „TV ERA“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) შპს „TV ERA“-ს სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს „TV ERA“-სთვის  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV ERA“-სთვის  ჩაბარების დღიდან;

7.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

9.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-7 და მე-8 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

           კომისიის თავმჯდომარის

           მოვალეობის შემსრულებელი                                                  აკაკი სიხარულიძე  

            კომისიის წევრი                                                                         კახი ბექაური

            კომისიის წევრი                                                                        ირაკლი მოსეშვილი

            კომისიის წევრი                                                                       ვახტანგ აბაშიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები