წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 256 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2014

მიღების თარიღი მაისი 15, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის  №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 15 მაისის №32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014წლის 15 მაისის №32 სხდომის დღისწესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თანერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი.ხარებავა).

კომისიისთავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

აკაკი სიხარულიძე

კომისიისწევრი

ვახტანგ აბაშიძე

კომისიისწევრი

კახი ბექაური

კომისიისწევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№32 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 15 მაისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.         ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის  საქართველოში  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

3.         შპს “შავი ზღვის ტერმინალისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4.         შპს “ნაიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5.         შპს ”ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

6.         ინდ. მეწარმე ”გოჩა  დვალისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

7.         შპს  ”დაცვის სამსახური თბილისის” განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

8.         შპს „რადიოკომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები