წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 264 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 19, 2014

მიღების თარიღი მაისი 19, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 19 მაისს 18:00 საათზე კომისიაში (მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული), „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“  მე-5 მუხლისა და კომისიის 2014 წლის 7 მაისის N238/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩატარდა კომისიის თავმჯდომარის არჩევნები.  არჩევნების შედეგების მიხედვით, 5 (ხუთი) ხმით კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კომისიის წევრი - ვახტანგ აბაშიძე. არჩევნების დასრულებისთანავე, კომისიის 2014 წლის 7 მაისის N238/22 გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილ იქნა კენჭისყრის ოქმი, რომელიც ამავე გადაწყვეტილების მე-12 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების შედეგების დამტკიცების მიზნით, წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის,  კომისიის 2007 წლის 16 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“   მე-5 მუხლის,  კომისიის 2014 წლის 7 მაისის N238/22 გადაწყვეტილების მე-12 პუნქტისა და 2014 წლის 19 მაისის კენჭისყრის ოქმის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ ვახტანგ აბაშიძის არჩევა, კომისიის 2014 წლის 7 მაისის N238/22 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კენჭისყრის ოქმის საფუძველზე;

2. კომისიის 2014 წლის 7 მაისის N238/22 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ 2014 წლის 19 მაისის კენჭისყრის ოქმი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3. ვახტანგ აბაშიძის, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 19 მაისიდან 3 წლის ვადით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                         კახი ბექაური

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები