წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 265 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2014 16:09

მიღების თარიღი მაისი 22, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2014 წლის  №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილარა, კომისიის 2014 წლის 22 მაისის №35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის 2014 წლის 22 მაისის №35 სხდომის დღის წესრიგი  წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. დაევალოს კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№35 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 22 მაისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       უცხოური საწარმოს ფილიალი ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       შპს ”კანარგო ჯორჯიისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       შპს ”ტაქსი-5”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       შპს ”ბედაურისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვლოდიმიერ გულინსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

9.       შპს „რადიოკომპანია პირველი რადიოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები