წვდომის მენიუ

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 266 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2014 16:10

მიღების თარიღი მაისი 22, 2014

 

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს,  რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს შუამდგომლობით, კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/63-14, 02.05.14) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

     კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტის თანახმად (საქართველო შეერთებულია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 13 მაისის დადგენილებით) ”მააკრედიტებელი სახელმწიფო და წარმომადგენლობის მეთაური თავისუფლდებიან ყოველგვარი სახელმწიფო, რაიონული და მუნიციპალური გადასახადებისაგან, წარმომადგენლობის საკუთარი თუ დაქირავებული ნაგებობებისათვის მოსაკრებლებისა თუ ბაჟისაგან, რომლებიც კონკრეტული სახეობის მომსახურების გადასახდელია”.

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ”საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობისას    თავისუფლდებიან  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის    სანებართვო

მოსაკრებლის გადახდისაგან”.

შესაბამისად, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და  ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული სახაზინო შეუვალობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო განთავისუფლებული უნდა იქნას  ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ”   საქართველოს კანონის  მე-7   მუხლის  29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან.

             კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული პირის  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის, მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის,  ”დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” 1961 წლის ვენის კონვენციის 23-ე მუხლის პირველი  პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 766  ნებართვა  და მიენიჭოს  418.650  მჰც  სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.    აღირიცხოს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.    დაევალოს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში  საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  №6)  ერთი თვის ვადაში;   

8.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთვის ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                   ვ. აბაშიძე                   

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                 კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები