წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 275 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2014 12:31

მიღების თარიღი მაისი 29, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილარა, კომისიის 2014 წლის  29 მაისის №36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    გადატანილ იქნეს კომისიის 2014 წლის 29 მაისის №36 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–5 საკითხის (უცხოური საწარმოს ფილიალი ”ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ) განხილვა დამატებითი შესწავლის მიზნით;

2. კომისიის 2014 წლის 29 მაისის №36 სხდომის დღისწესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თანერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.კონტროლია ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიისთავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიისწევრი

სოფიო  ბრიტანჩუკი

კომისიისწევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიისწევრი

კახი ბექაური

კომისიისწევრი

ირაკლიმოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№36 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 29 მაისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.          შპს ”მიკრონეტისთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ  (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.          სს „საქართველოს რკინიგზისთვის”  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.          შპს ”საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტისთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.          შპს ”მაკოსთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.          შპს ”ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.         ინდ. მეწარმე ”ლალი გოგინავასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

8.         შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის“ განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

9.         შპს ”ჯეონეთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვების გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

10.     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);

11.     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ (მომხს. ი. აბულაძე – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები