წვდომის მენიუ

შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 282 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2014 18:22

მიღების თარიღი მაისი 29, 2014

 

შპს „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის“ განცხადების განუხილველად დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№ 04/02-11, 20.02.2014) მიმართა შპს „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1995 წლის 21 დეკემბრის №5ა/4-278 დადგენილებით, სარეგისტრაციო ნომერი: №211359448) კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 11 აპრილს კომისიამ წერილობით მიმართა განმცხადებელს 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია. კერძოდ, რადიომოყვარულთა კოლექტივის სადამფუძნებლო და სარეგისტრაციო, ასევე კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირის მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია განმცხადებელს არ წარმოუდგენია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     განუხილველად დარჩეს შპს „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“  განცხადება  (№ 04/02-11, 20.02.2014)  კოლექტიური სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                                  ვ. აბაშიძე           

კომისიის წევრი                                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები