წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 284 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2014 12:40

მიღების თარიღი მაისი 29, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა   და “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა  საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული კომისიის 2013 წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვა შედგა 2014 წლის 29 მაისს კომისიის სხდომაზე, რის თაობაზეც დაინტერესებული პირებისათვის გამოქვეყნებული იყო ცნობა კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კომისიის 2013 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვაში.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2013  წლის საქმიანობის წლიური ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები თანდართული სახით;

2. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ. ყურაშვილი) კომისიის 2013 წლის საქმიანობის ანგარიშის, ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგების  ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge)   გამოქვეყნება;

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს კომისიის 2013 წლის საქმიანობის ანგარიში და ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშგების ფინანსური აუდიტის შედეგები;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ინფრომაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              ვ. აბაშიძე

კომისიის წევრები:                                                                                                          ა. სიხარულიძე

                                                                                                                                                კ. ბექაური

                                                                                                                                                ი. მოსეშვილი

                                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები