წვდომის მენიუ

“ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზ

ნომერი: 288 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2014

მიღების თარიღი ივნისი 02, 2014

 “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსზე მოსამზადებელი სხდომის ჩატარებისა და ლიცენზიის მაძიებლისთვის დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 31 მარტის  №176/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად. განაცხადებები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეს შპს “მუქსმა” და შპს “სტერეო +”-მა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014  წლის 31 მარტის  №176/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2014 წლის 2 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით განხორციელდა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით ლიცენზიების მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაციის გასაჯაროება - გახსნა და გამოქვეყნება; დოკუმენტაცია დასკანერდა და აიტვირთა კომისიის იფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge).

კომისიის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ შპს ”მუქსის” უფლებამოსილი წარმომადგენელი - დირექტორი იზაბელა გუტიძე და  შპს “სტერეო +”-ს უფლებამოსილი წარმომადგენლები მალხაზ კვარაცხელია, დავით ზილფიმიანი, გიორგი ხითარიშვილი და მარიამ გოგოსაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ:

1. შპს “მუქსის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (საგადასახადო დავალება) ასლი და არა ორიგინალი, როგორც ეს მოთხოვნილია კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების” პირველი მუხლის მე-8 პუნქტით.

2. შპს “სტერეო +”-ს მიერ წარმოდგენილია კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების” პირველი მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

             კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-7 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის ჩატარების წესი და პირობების” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყოს შპს ”მუქსმა” 2014 წლის 9 ივნისის 19:00 საათამდე სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის კომისიაში წარმოდგენა;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მუქსისთვის” გაგზავნა (მ. ნინუა);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (თ.ტყეშელაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                აკაკი სიხარულიძე 

კომისიის წევრი                                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები