საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების, შპს ,,ტელეკომპანი
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2014
მიღების თარიღი ივნისი 05, 2014
საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის №499 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს: სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტით, რომელიც მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (საანგარიშო პერიოდი: 2013 წლის 1 მაისი - 2013 წლის 1 ნოემბერი) საფუძველზე, კომისიას ეთხოვა შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის ჩამორთმეული სიხშირის საკითხის დაუყონებლივ განხილვა და უმოკლეს ვადაში კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემის გადაჭრა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ უნდა მოხდეს შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის ან იმავე ლიცენზიის დაბრუნება ან ანალოგიური პირობების ალტერნატივის შეთავაზება (იხ. დასკვნა გვ. 79-84).
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველსაყოფად, კომისიის 2014 წლის 1 მაისის №237/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-თან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით, ხოლო ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2014 წლის 5 ივნისს, 16:00 სთ-ზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში, რითაც ყველას მიეცა საშუალება წარმოედგინა წერილობითი მოსაზრება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, კომისიის 2014 წლის 1 მაისის №237/23 გადაწყვეტილება დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაეგზავნა შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ს.
2014 წლის 5 ივნისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის დირექტორი გ.კვირიკაშვილი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.
2014 წლის 5 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა;
3. კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №464/6 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივის“ №499 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ;
4. კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №385/2 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ;
5. კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის გაუქმების შესახებ;
6. კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილება შპს ,,ალანიასთვის“ (2012 წლის 29 თებერვლიდან შპს ,,ტელეკომპანია პიკ“) კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ;
7. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (№10/699-14; 07.05.14; №10/704-14; 08.05.14) თავისუფალი 54-ე სატელევიზიო არხით მაუწყებლობისათვის საჭირო ტექნიკური პარამეტრებისა და სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის თაობაზე;
8. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№10/688-14; 06.05.14) შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების ოდენობის თაობაზე;
9. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №464/6 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივის“ №499 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა 2013 წლის 21 ივლისამდე, მოდიფიცირდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება; ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა; ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა 35-ე სატელევიზიო არხზე, 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.თბილისში. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს ტელეკომპანია ობიექტივს“ დაეკისრა ვალდებულებები, მათ შორის: მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”,,,საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“,,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ,,რეკლამის შესახებ“, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები; უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება; კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე; კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
2. 2004 წლის 10 სექტემბერს, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივის“ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“, რომელსაც გადაეცა №499 ლიცენზია;
3. კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №385/2 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზია მოდიფიცირდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზირებული (ტელეშოპინგი) ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი; ტექნიკური პარამეტრები: 35-ე სატელევიზიო არხი; გადამცემის სიმძლავრე - 2კვტ;
4. კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის მოთხოვნით, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე (4 წელი და 8 თვე), გაუქმდა №499 ლიცენზია;
5. კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ს დაევალა სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 16,430.40 (თექვსმეტი ათას ოთხას ოცდაათი და 40) ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში გადახდა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/688-14; 06.05.14) ირკვევა, რომ 2014 წლის 6 მაისის მდგომარეობით, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის მიერ №499 სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების - 16,430.40 (თექვსმეტი ათას ოთხას ოცდაათი და 40) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ განხორციელებულა; აღნიშნული დავალიანების გადახდა, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, 2014 წლის 5 ივნისის მდგომარეობითაც არ განხორციელებულა;
6. ,,კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2008 წლის 16 მაისის №269/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის 2008 წლის 16 მაისის №276/1 გადაწყვეტილებით შპს ,,ალანიას“, რომელიც 2012 წლის 29 თებერვლიდან გახდა შპს ,,ტელეკომპანია პიკ“, მიეცა კერძო მაუწყებლობის №B100 ლიცენზია. ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის გავრცელების ზონა: ერთი გადამცემის გამოყენებით ქ.თბილისი; ტექნიკური პარამეტრები: 35-ე სატელევიზიო არხი; გადამცემის სიმძლავრე - 2 კვტ.;
7. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (№10/699-14.; 07.05.14.) ირკვევა, რომ შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის ანალოგიური პირობების ალტერნატივის შეთავაზების მიზნით, რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ თბილისის შემოგარენში ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგებისა და არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის ანალოგიური პირობების ალტერნატივაა 54-ე სატელევიზიო არხი შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
|
№ |
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა |
სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
სატელევიზო არხი |
სიხშირული ზოლი (მჰც) |
ანტენის დაკიდების სიმაღლე (±20მ) |
პოლარი-ზაცია (H/V) |
გადამცემის სიმძლავრე (ვატი) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს (დბ) |
|
|
აღმოსავლეთ გრძედი |
ჩრდილოეთ განედი |
|||||||||
|
1 |
ქ. თბილისი |
მთაწმინდის სატელევიზიო ანძა |
44°47 06" |
41°41 45" |
54 |
734-742 |
100 |
H |
2000 |
6 |
ამასთან, 54-ე სატელევიზიო არხი არ არის შეტანილი ჟენევა-06 შეთანხმებით საქართველოსთვის განსაზღვრულ ანალოგური სატელევიზიო არხების ჩამონათვალში, მაგრამ თეორიული გათვლებით არ ქმნის ინტერფერენციას საქართველოსა და მეზობელი სახელმწიფოების ანალოგურ სატელევიზიო არხებთან;
8. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ (№10/704-14.; 08.05.14.), ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომლის ოდენობა 2014 წლის 5 ივნისიდან 2015 წლის 17 ივნისამდე პერიოდში 54-ე სატელევიზო არხით მაუწყებლობისათვის, შეადგენს 5450,35 (ხუთი ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და 35 თეთრი) ლარს;
9. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №384 ბრძანებულებით დამტკიცდა „ევროპის რადიოსამაუწყებლო ზონის შესახებ რეგიონალური შეთანხმების (სტოკჰოლმი, 1961) ზოგიერთი ნაწილის გადასინჯვის ოქმი“ და „174-230 მჰც და 470-862 მჰც სიხშირის ზოლებში 1-ელ რაიონში (1-ელი რაიონის ნაწილები მდებარეობენ აღმოსავლეთის გრძედის 1700 მერიდიანის დასავლეთით და სამხრეთის განედის 400 პარალელის ჩრდილოეთით, მონღოლეთის ტერიტორიის გამოკლებით) და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ციფრული მიწისზედა რადიოსამაუწყებლო სამსახურის დაგეგმვის შესახებ“ რეგიონალური შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმებების ფინალური აქტების (ჟენევა 2006) შესაბამისად, შეთანხმებებზე ხელმომწერ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად;
10. საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტით, რომელიც მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის (საანგარიშო პერიოდი: 2013 წლის 1 მაისი - 2013 წლის 1 ნოემბერი) საფუძველზე, კომისიას ეთხოვა შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის ჩამორთმეული სიხშირის საკითხის დაუყოვნებლივ განხილვა და უმოკლეს ვადაში კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემის გადაჭრა;
11. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ უნდა მოხდეს შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის ან იმავე ლიცენზიის დაბრუნება ან ანალოგიური პირობების ალტერნატივის შეთავაზება (იხ. დასკვნა, გვ. 79-84).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების მე-6 პუნქტის გ) ქვეპუნქტის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე და რომლის თანახმად, კომისიამ უნდა უზრუნველყოს შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის ჩამორთმეული სიხშირის საკითხის დაუყოვნებლივ განხილვა და უმოკლეს ვადაში კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემის გადაჭრა (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ. 10 და პ. 11), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის გაუქმების შესახებ (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.4) და გაგრძელებულ იქნას №499 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე, საქართველოში ანალოგურიდან ციფრულ სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.9). ამავე დროს, ვინაიდან: №499 ლიცენზიით გათვალისწინებული 35-ე სატელევიზიო არხი და ამ არხზე მაუწყებლობისათვის საჭირო ტექნიკური პარამეტრები კონკურსის წესით გადაცემული აქვს შპს ,,ტელეკომპანია პიკ“-ს (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.6), ხოლო №499 ლიცენზიის ანალოგიური პირობების ალტერნატივაა 54-ე სატელევიზიო არხი და ამ არხზე მაუწყებლობისათვის საჭირო ტექნიკური პარამეტრები (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.7) [1]; კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №385/2 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ, განსაზღვრული შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.3), არ შეესაბამება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს [2]; კომისიის 2005 წლის 17 ივნისის №385/2 გადაწყვეტილებით, შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ, არ არის განსაზღვრული სალიცენზიო ვალდებულებები (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.3), ხოლო კომისიის 2003 წლის 19 სექტემბრის №464/6 გადაწყვეტილებით, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული №499 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები წინააღმდეგობაში მოდის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.1) [3], კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის სახისა და სალიცენზიო პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უნდა მოხდეს №499 ლიცენზიის მოდიფიცირება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მოდიფიცირება არ გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას, შესაბამისად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას, რომლის თანახმად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ს უნდა დაეკისროს ვალდებულება დაფაროს №499 ლიცენზიით სარგებლობის პერიოდში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე სალიცენზიო გადასახდელის სახით არსებული დავალიანება 16,430.40 (თექვსმეტი ათას ოთხას ოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის ოდენობით 10 სამუშაო დღის ვადაში (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.5).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 7 მარტის №2090-IIს დადგენილების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 21 მარტის №158/4 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე;
2. შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის №499 ლიცენზიას გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე, მოდიფიცირდეს, მიენიჭოს №B162 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (ტელეშოპინგი) ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 17 ივნისამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
№ |
მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა |
სატელევიზიო გადამცემის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
სატელევიზო არხი |
სიხშირული ზოლი (მჰც) |
ანტენის დაკიდების სიმაღლე (±20მ) |
პოლარი-ზაცია (H/V) |
გადამცემის სიმძლავრე (ვატი) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი არაუმეტეს (დბ) |
|
|
აღმოსავლეთ გრძედი |
ჩრდილოეთ განედი |
|||||||||
|
1 |
ქ. თბილისი |
მთაწმინდის სატელევიზიო ანძა |
44°47 06" |
41°41 45" |
54 |
734-742 |
100 |
H |
2000 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 100მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±20მ);
3. დღე - ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი;
4. შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“ ვალდებულია:
ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
გ) კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები;
კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;
ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ო) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;
პ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
5. შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოქმედების სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 5,450.35 (ხუთი ათას ოთხას ორმოცდაათი ლარი და ოცდათხუთმეტი) ლარს, რომლის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
455.00 ლარი - 2014 წლის 5 ივლისამდე;
455.00 ლარი – 2014 წლის 5 აგვისტომდე;
455.00 ლარი - 2014 წლის 5 სექტემბრამდე;
455.00 ლარი - 2014 წლის 5 ოქტომბრამდე;
455.00 ლარი - 2014 წლის 5 ნოემბრამდე;
455.00 ლარი - 2014 წლის 5 დეკემბრამდე;
455.00 ლარი - 2015 წლის 5 იანვრამდე;
455.00 ლარი - 2015 წლის 5 თებერვლამდე;
455.00 ლარი - 2015 წლის 5 მარტამდე;
455.00 ლარი - 2015 წლის 5 აპრილამდე;
455.00 ლარი - 2015 წლის 5 მაისამდე;
445. 35 ლარი - 2015 წლის 5 ივნისამდე;
6. უზრუნველყოს შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2”-მა საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების - 16,430.40 (თექვსმეტი ათას ოთხას ოცდაათი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის დაუყონებლივ გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეკომპანია ობიექტივი 2“-სთვის ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
