საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2014 17:54
მიღების თარიღი ივნისი 05, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 05 ივნისის №39 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 05 ივნისის №39 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ვახტანგ აბაშიძე |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№39 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 05 ივნისი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”RMG Gold”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს ”კატონი ენდ კომპანი ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს ”მაგისტრისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
5. ინდ. მეწარმე „ქეთევან ზაქაიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
6. შპს ”გლობალ სელისთვის” ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
7. ქ. რუსთავში კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
8. “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ 50,2857% აქციების სრული პაკეტის “Van East LTD“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
9. შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
10. შპს „მობიტელისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი).
