“Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ 50,2857% აქციების სრული პაკეტის “Van East LTD“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2014 18:23
მიღების თარიღი ივნისი 05, 2014
“Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ 50,2857% აქციების სრული პაკეტის “Van East LTD“-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 5 მაისის №78 წერილით მიმართა სს “გლობალ ერთმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/2686-14), “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ 50,2857% აქციების სრული პაკეტის, სს “გლობალ ერთის“ მეორე აქციონერ, 49,7143%-ის მფლობელ “Van East Ltd“-ს მიერ შეძენის განზრახვის თაობაზე, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “გლობალ ერთი“ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს შემდეგ ნუმერაციის რესურსებს:
2436XXX-2439XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებ-ლად, გეოგრაფიული ზონა: ქალაქი თბილისი;
2157XXX-2159XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებ-ლად, გეოგრაფიული ზონა: ქალაქი თბილისი;
1-0-1-8 (ერთი-ნული-ერთი-რვა), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად, გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
900 800 800; 900 900 800; 900 800 900 - დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად, გეოგრაფიული ზონა: საქართველო.
სს “გლობალ ერთი“ ასევე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N8 ნებართვას შემდეგ ნუმერაციის რესურსზე:
800 800 90X (სულ ათი სააბონენტო ნომერი), ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის, გეოგრაფიული ზონა: საქართველო.
სს ”გლობალ ერთს” კომისიის 25.11.2011. №664/15 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-7-3 (შვიდი-ოთხი-შვიდი-სამი), სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისათვის.
სს “გლობალ ერთი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
№F57, რადიოსიხშირული სპექტრი: 10260.0მჰც ÷ 10288.0მჰც და 10610.0მჰც ÷ 10638.0 მჰც წყვილი სიხშირული ზოლი, გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისი - ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად;
№F74, რადიოსიხშირული სპექტრი 5210 მჰც, გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისი - კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
№F76, რადიოსიხშირული სპექტრი 8363 მჰც ±14მჰც და 8482 მჰც ±14მჰც, გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისი - კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.
სს “გლობალ ერთს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
A.F.4 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
B.F.1 |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
||
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|||
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|||
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
|||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
||
|
კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); |
|||
|
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); |
|||
|
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; |
|||
|
WiFi. |
|||
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “გლობალ ერთის“ მიერ 2014 წლის 5 მაისის №78 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/2686-14) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
- ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;
- ინფორმაცია “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ 50,2857% აქციების სრული პაკეტის სს “გლობალ ერთის“ მეორე აქციონერ, 49,7143%-ის მფლობელ “Van East Ltd“-ს მიერ შეძენის განზრახვის შესახებ;
- ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ შემოსავლების შესახებ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან;
- ინფორმაცია სს “გლობალ ერთის“ქსელის აბონენტთა რაოდენობის შესახებ;
- სს “გლობალ ერთის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის “ეროვნული რეესტრის“ ამონაწერი სს “გლობალ ერთის“ აქციათა რეესტრის მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 5 მაისისათვის;
- სს “გლობალ ერთის“ პარტნიორთა და აქციების ყიდვის მსურველი კომპანიისა და მათი პარტნიორების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანები.
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის “ეროვნული რეესტრის“ მიერ 2014 წლის 5 მაისს გაცემული ამონაწერის თანახმად, სს “გლობალ ერთის“ აქციონერებს წარმოადგენენ:
“Oplykenon Technologies Limited“– 50,2857%;
“Van East Ltd“ – 49,7143%.
სს “გლობალ ერთის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან გიორგი მაჩიტიძე (გენერალური დირექტორი), მარგარიტა ხოლინა (დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე).
“Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ აქციების შეძენის მსურველი კომპანია “Van East Ltd“ წარმოადგენს ბრიტანეტის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. “Van East Ltd“ -ის აქციების 100%-ის მფლობელია კომპანია “Interstatus Limited“, ხოლო კომპანია “Interstatus Limited“-ის 100% წილის მფლობელია კომპანია “Interstatus Business Service Limited“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია კვიპროსის მოქალაქე მარინა ფსილოუ.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 14 მაისის №10/723-14 სახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, სს “გლობალ ერთის“ გენერალური დირექტორის გიორგი მაჩიტიძის, დირექტორის მარგარიტა ხოლინას, სს “გლობალ ერთის“ 50,2857%-ის აქციების შეძენის მსურველი კომპანიის “Van East Ltd“-ს, ასევე კომპანია “Van East Ltd“-ს დირექტორის ელენა ენდრიუს, კომპანია “Van East Ltd“-ს 100%-იანი წილის მფლობელის “Interstatus Limited“-ის, “Interstatus Limited“-ის 100%-იანი წილის მფლობელის კომპანია “Interstatus Business Service Limited“-ის, აგრეთვე კომპანია “Interstatus Business Service Limited“-ის 100%-იანი წილის მფლობელის მარინა ფსილოუს აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 27 მაისის №10/782-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად:
ა) 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სს “გლობალ ერთი“ თბილისში ფიქსირებული ქსელით საცალო მომსახურებას უწევდა 623 აბონენტს;
ბ) 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სს “გლობალ ერთი“ საქართველოს მასშტაბით VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით საცალო მომსახურებას უწევდა 921 აბონენტს;
გ) 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით თბილისში სს “გლობალ ერთის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 44771 ლარი;
დ) 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით სს “გლობალ ერთის“ აბონენტების საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 57616 ლარი;
ე) თბილისში ფიქსირებული ქსელის აბონენტთა საერთო რაოდენობაში, სს “გლობალ ერთის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების ხვედრითმა წილმა 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0,17%.
ვ) საქართველოში VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტთა საერთო რაოდენობაში სს „გლობალ ერთის“ VOIP აბონენტთა ხვედრითმა წილმა 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 2,57%.
ზ) თბილისში ფიქსირებული ქსელის აბონენტთა საცალო მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ფიქსირებული ქსელის აბონენტების საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,10%.
თ) საქართველოში VOIP ტექნოლოგიის გამოყენებით აბონენტთა საცალო მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ VOIP აბონენტების საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,88%.
ი) 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სს “გლობალ ერთი“ თბილისში ინერნეტით (Fiber-Optic, DSL, Dial-UP ტექნოლოგიის გამოყენებით) მომსახურებას უწევდა ფიქსირებული ქსელის 162 აბონენტს;
კ) 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით თბილისში ინტერნეტით (Fiber-Optic, DSL, Dial-UP ტექნოლოგიის გამოყენებით) ფიქსირებული ქსელის აბონენტების მომსახურებიდან სს “გლობალ ერთის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 288556 ლარი;
ლ) თბილისში ინტერნეტის (Fiber-Optic, DSL,Dial-UP, Wi-Fi, Leased Line, Ethernet ტექნოლოგიის გამოყენებით) მომხმარებელ ფიქსირებული ქსელის აბონენტთა მთლიან რაოდენობაში სს “გლობალ ერთის“ აბონენტების ხვედრითმა წილმა 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 0,06%.
მ) თბილისში აბონენტთა ინტერნეტით (Fiber-Optic, DSL,Dial-UP, Wi-Fi, Leased Line, Ethernet ტექნოლოგიის გამოყენებით) მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში სს “გლობალ ერთის“ საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,25%.
ნ) სს “გლობალ ერთის“ მიერ საკუთარი დაშვების კოდით (1-0-1-8) სხვა ავტორიზებული პირის ქსელიდან განხორციელებული ზარებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 1382486 ლარი;
ო) დაშვების კოდით სხვა ავტორიზებული პირის ქსელიდან განხორციელებული ზარებიდან დაშვების კოდის მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 47,6%.
პ) სს “გლობალ ერთის“ მიერ არარეზიდენტ ოპერატორებთან ურთიერთჩართვით მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 19352469 ლარი;
ჟ) არარეზიდენტ ოპერატორებთან ურთიერთჩართვის მომსახურებიდან ავტორიზებული პირების მიერ მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 30,58%;
რ) სს “გლობალ ერთის“ მიერ რეზიდენტ ოპერატორებთან ურთიერთჩართვით მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 78322 ლარი;
ს) რეზიდენტ ოპერატორებთან ურთიერთჩართვის მომსახურებიდან ავტორიზებული პირების მიერ მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 0,53%;
ტ) სს “გლობალ ერთის“ მიერ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით შეადგინა 112500 ლარი;
უ) გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებიდან ავტორიზებული პირების მიერ მიღებულ მთლიან შემოსავლებში, სს “გლობალ ერთის“ ანალოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითმა წილმა 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგინა 1,46%;
წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ “Oplykenon Technologies Limited“-ის კუთვნილი სს “გლობალ ერთის“ 50,2857% აქციების სრული პაკეტის “Van East LTD“-ს მიერ შეძენის შემდეგ, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. აქედან გამომდინარე სს “გლობალ ერთის“ აქციების 50,2857%-ის “Van East LTD“-ს მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სს “გლობალ ერთის“ აქციების 50,2857%-ის “Van East LTD“-ს მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა სს “გლობალ ერთს“, სს “გლობალ ერთის“ აქციების 50,2857%-ის “Van East LTD“-ს მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სს “გლობალ ერთისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს “გლობალ ერთისათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
