შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2014 18:13
მიღების თარიღი ივნისი 05, 2014
შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 6 მაისს წერილით მიმართა შპს “ვიტელ ჯორჯიამ“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/2718-14. 06.05.2014), შპს “ვიტელ ჰოლდინგის“ მფლობელობაში არსებული შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ვიტელ ჯორჯია“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
A.F.3. |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||
|
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
||
|
A.F.5. A.F.7. |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
||
|
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; |
|||
|
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||
|
B.F.1. |
ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება |
||
|
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|||
|
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; |
|||
|
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. |
|||
|
B.F.2. |
ინტერნეტ მომსახურება |
||
|
WiMax; |
|||
|
WiFi. |
შპს “ვიტელ ჯორჯიას“ კომისიის 2012 წლის 15 ივნისის №419/15 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი 1-1-0-0-0-4 (ერთი-ერთი-ნული-ნული-ნული-ოთხი), საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით.
შპს “ვიტელ ჯორჯია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის შემდეგ ლიცენზიებს:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F48 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2299 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს 2299 მჰც ÷ 2350 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F53 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით;
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან - 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა:
- შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 2014 წლის 6 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/2718-14. 06.05.2014), შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით;
- შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 2014 წლის 19 მაისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/3149-14. 19.05.2014), შპს “ვიტელ ჯორჯიას“ 100% წილის შეძენის მსურველი კომპანიის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის ერთადერთი დამფუძნებლის “International Trust Limited“-ის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის თაობაზე;
- ინფორმაცია შპს “ვიტელ ჯორჯიას“ საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ვიტელ ჯორჯიას“ შემოსავლების შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ვიტელ ჯორჯიას“ აბონენტთა ოდენობის შესახებ;
- ინფორმაცია შპს “ვიტელ ჯორჯიას“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ;
- შპს “ვიტელ ჯორჯიას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
შპს “ვიტელ ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და წილის 100%-ის მფლობელია შპს “ვიტელ ჰოლდინგი“. შპს “ვიტელ ჯორჯიას“ დირექტორია ხალილ ქამალ ალი ალ ამაირე (იორდანიის მოქალაქე).
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 23 მაისის №10/774-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, კომპანია “International Resort Holding (Malta) Limited“-ის, “International Resort Holding (Malta) Limited“-ის დამფუძნებლის და წილის 100%-ის მფლობელის “International Trust limited“-ის, “International Trust limited“-ის აქციონერების: საიმონ თორთელის (მალტის მოქალაქე), როდნი ლი ბერგერის (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და ჯორჯ მარიო ჰიზლერის (მალტის მოქალაქე), ასევე შპს “ვიტელ ჯორჯიას“ დირექტორის ხალიდ ქამალ ალი ალ ამაირეს (იორდანიის მოქალაქე) აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
წარმოდგენილი ინფორმაციის, სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მონაცემების, ასევე კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 23 მაისის №10/773-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ საქმიანობის ძირითადი სახეა WiFi და WiMax ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნეტ მომსახურება.
2013 წლის იანვრიდან 2014 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში, საცალო ინტერნეტ სააბონენტო შემოსავლების მიხედვით, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ ხვედრითი წილი იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მომსახურებას ახორციელებს კომპანია, შემდეგია:
ქალაქი ბათუმი - 8,10%;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 21,41%;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 41,58%;
თბილისი - 0,41%;
თელავის მინიციპალიტეტი - 1,27%;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - 40,51%;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 3,09%;
მცხეთის მუნიციპალიტეტი - 11,42%;
ქალაქი რუსთავი - 0,45%;
ქალაქი ფოთი - 12,33%;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 23,78%;
ყვარლის მუნიციპალიტეტი - 18,44%;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 18,59%.
2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის მიხედვით, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ ხვედრითი წილი იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მომსახურებას ახორციელებს კომპანია, შემდეგია:
ქალაქი ბათუმი - 6,06%;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 16,93%;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 29,96%;
თბილისი - 0,33%;
თელავის მინიციპალიტეტი - 1,04%;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - 40,68%;
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - 5,90%;
მცხეთის მუნიციპალიტეტი - 11,16%;
ქალაქი რუსთავი - 0,09%;
ქალაქი ფოთი - 6,65%;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 13,14%;
ყვარლის მუნიციპალიტეტი - 13,90%;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 13,49%.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის 100%-ის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენის შემთხვევაში, ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის შეძენამ არ უნდა მოახდინოს სხვა კომპანიებისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე შესვლისას.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის 100%-ის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს “ვიტელ ჯორჯიას“, შპს “ვიტელ ჯორჯიას“ წილის 100%-ის “International Resort Holding (Malta) Limited“-ის მიერ შეძენაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ვიტელ ჯორჯიასათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ვიტელ ჯორჯიასათვის“ ჩაბარების დღიდან;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
