წვდომის მენიუ

შპს “ომეგას” კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 304 / 2

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2014 17:21

მიღების თარიღი ივნისი 12, 2014

შპს “ომეგას” კერძო მაუწყებლობის  №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ომეგამ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/141-14, 02.04.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული  კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში არ არის განსაზღვრული დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა, შესაბამისად კომპანიას სურს აღნიშნული განისაზღვროს - 8 საათით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ომეგა” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიას 2018 წლის 1 აგვისტომდე, კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) ტელემაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, დაბა მანგლისი.

ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 1 მაისის №235/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “ომეგას” კერძო მაუწყებლობის  №B61 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 5 ივნისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №10/584-14, 14.04.14წ.) თანახმად, კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზიის მოდიფიცირება და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად 8 საათის განსაზღვრა  არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო მაუწყებლობის №B61 ლიცენზია არ არის გაცემული კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ანუ მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა არ ყოფილა საკონკურსო პირობა და შესაბამისად ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2014 წლის 5 ივნისს 16:00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს “ომეგას” კერძო მაუწყებლობის  №B61 ლიცენზიის  მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. 2014 წლის 5 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა  ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2014 წლის 12 ივნისი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს “ომეგას” კერძო მაუწყებლობის  №B61 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 1 აგვისტოს №461/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 პუნქტი:

”31. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობად განისაზღვროს 8 საათი;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ომეგასთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “ომეგასთვის” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები