წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის № 106/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 306 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2014 17:22

მიღების თარიღი ივნისი 12, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის № 106/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს „საქართველოს რკინიგზამ” (რეგისტრირებული ჩუღურეთის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ. №03/4-965; ს. კ. № 202886010)  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/201-14, 16.05.14) ქ. ბათუმსა და ქ. გარდაბანში მინიჭებული 152.500 მჰც სიხშირის მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 თებერვლის  N 106/7 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს რკინიგზას”  მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 714  ნებართვა და მიენიჭა ოცდაექვსი  სიხშირე, ამავე გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული ჩამონათვალის მიხედვით,    საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია სს ”საქართველოს რკინიგზისთვის” ქ. ბათუმსა და ქ. გარდაბანში  მინიჭებული   152.500 მჰც სიხშირით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014  წლის 27 თებერვლის  N 106/7  გადაწყვეტილებაში, კერძოდ ამავე გადაწყვეტილების დანართით გათვალისწინებული 152.500 მჰც სიხშირით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული სს ”საქართველოს რკინიგზისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                  ვ. აბაშიძე           

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის

                                                                                2014 წლის 12 ივნისის   N          გადაწყვეტილების

                                                           

                                                                                                                                    დანართი  1

სამუშაო სიხშირეები და მოქმედების ზონა

სიხშირე

მოქმედების ზონა

1

156.750 მჰც

ქ. თბილისი

2

150.425  მჰც

ქ. მარნეული (სოფ. მარაბდა)

3

156.425  მჰც

ქ. მარნეული (სოფ. მარაბდა)

4

169.575  მჰც

ქ. ხაშური

5

152.500 მჰც

ქ. გარდაბანი, ქ. ბათუმი, დედოფლისწყარო

6

151.775 მჰც

საქართველოს ტერიტორია

7

151.825 მჰც

საქართველოს ტერიტორია

8

151.875 მჰც

საქართველოს ტერიტორია

9

152.150 მჰც

ქ. კასპი

10

152.200 მჰც

საქართველოს ტერიტორია

11

152.300 მჰც

დასავლეთ საქართველოს ტერიტორია

12

152.400 მჰც

საქართველოს ტერიტორია

13

152.625 მჰც

ქ. გარდაბანი

14

152,450 მჰც

ქ. გორი

15

152.900 მჰც

საქართველოს ტერიტორია

16

152.950 მჰც

საქართველოს ტერიტორია

17

153.000 მჰც

საქართველოს ტერიტორია

18

153.050 მჰც

ქ. გარდაბანი

19

153.100 მჰც

ქ. თბილისი

20

153.900 მჰც

საქართველოს ტერიტორია

21

153.950 მჰც

საქართველოს ტერიტორია

22

154.000 მჰც

საქართველოს ტერიტორია

23

155.200 მჰც

ქ. ხაშური  და  ქ. ზესტაფონი

24

155.300 მჰც

ქ. თბილისი

25

155.400 მჰც

ქ. თბილისი

26

2130 კჰც

საქართველოს ტერიტორია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები