წვდომის მენიუ

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ არმენ ატომიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: 316 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2014 18:04

მიღების თარიღი ივნისი 12, 2014

 

სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ არმენ ატომიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 9/57-14, 03.06.2014) მიმართა საქართველოს მოქალაქე არმენ ატომიანმა (პირადი № 01017014710), უკრაინის რადიომოყვარულთა ლიგის წევრებთან ერთად ულტრამოკლეტალღოვან დიაპაზონში რადიოსამოყვარულო კავშირის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში (ა/წ 12-22 ივნისი), სამოყვარულო რადიოსადგურით რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ არმენ ატომიანი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 14 ივნისის № 389/7 გადაწყვეტილების შესაბამისად,  არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი 4L6DL.

         ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 515-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და  518-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად კომისიამ, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1.      მიენიჭოს რადიომოყვარულ არმენ ატომიანს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად ა/წ 12 ივნისიდან 22 ივნისამდე:

რეგისტრაციის N

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

კატეგორია

  T - 017

არმენ ატომიანი

ქ. თბილისი

4L6EME

„C“

2.        რადიომოყვარული არმენ ატომიანი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის  რეგულირების ზოგადი  პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;

4.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

5.     გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე არმენ ატომიანისთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                  კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                  ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                  ი. მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის  12 ივნისის  №              გადაწყვეტილების

 

 დანართი

"C" კატეგორია

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

სიხშირეთა ზოლი

სიმძლავრე (ვტ)

გამოსხივების კლასი

135,7 - 137,8 KHz

472 – 479 kHz

10 W

1 W

100HA1A

430 - 440 MHz

5 W

1840 – 1850 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

1240 - 1300 MHz

5 W

3500 - 3650 KHz

100 W

100HA1A

2300 - 2450 MHz

5  W

100HA1A;

3650 - 3700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

5650 - 5850 MHz

5  W

3K00R3E; 3K00J3E

21000 - 21450KHz

100 W

100HA1A

10 - 10.5 GHz

5  W

6K00A3E; 6K00F3E;

28000 - 29700 KHz

100 W

100HA1A

24 -24.05 GHz

5  W

24K00F3E;

24.05 -24.25 GHz

28200 - 29700 KHz

100 W

3K00R3E; 3K00J3E

47 - 47.2 GHz

5  W

29200 - 29700 KHz

100W

6K00R3E

76 - 81 GHz

5  W

77.5 - 78 GHz

144 - 146 MHz

5 W

100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00R3E; 3K00J3E

241 - 248 GHz

5  W

248 - 250 GHz

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები