წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: 317 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2014 17:27

მიღების თარიღი ივნისი 12, 2014

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 76-14, 09.06.14),  წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების  გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის  (“SHARK”, ”VICTORIA” და “KATERINA”)  რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების  შესახებ.

      “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: “SHARK”, ”VICTORIA” და “KATERINA”   ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის  ნიშნები:

ხომალდის  დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული სახმობი

მინიჭებული MMSI

1

SHARK

ჯელალ  ქიქავა

4LOA2

-

2

VICTORIA

შპს  ”BLASCO”

4LOB2

213 116 000

3

KATERINA

სსიპ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი”

4LOD2

-

2.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  №6 ) ერთი თვის ვადაში;

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                  ვ. აბაშიძე                                           

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები