საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2014 17:37
მიღების თარიღი ივნისი 13, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №41 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 13 ივნისის №41 სხდომის დღისწესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თანერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ვახტანგ აბაშიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხრულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№41 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 13 ივნისი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №41 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს ”რადიო უცნობის“ კერძო მაუწყებლობის №B70 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
