შპს ”ივერია სატისთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2014
მიღების თარიღი იანვარი 23, 2014
შპს ”ივერია სატისთვის” არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ივერია სატმა” კომისიას მიმართა განცხადებით №12-04, 25.12.13 (კომისიაში რეგისტრირებული №7/548-13, 27.12.13) ქ.თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18 - დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და ანძიდან გურამიშვილის ქ. 78-მდე ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის აგებისთვის 10გჰც ÷ 15გჰც სიხშირულ დიაპაზონში, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ივერია სატი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაცია: თარიღი - 2013 წლის 18 სექტემბერი), და ავტორიზებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და მომსახურების მიწოდების სახეებზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ივერია სატისთვის”, 10გჰც ÷ 15გჰც სიხშირულ დიაპაზონში, შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები: 14014მჰც± 14მჰც ზოლის სიგანით 28მჰც, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18 - დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და 14072მჰც± 14მჰც ზოლის სიგანით 28მჰც, მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან გურამიშვილის ქ. 78-მდე
მონაკვეთებზე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის. თანხმობა აღნიშნული სიხშირეების გამოყენებაზე შპს ”ივერია სატმა”, კომისიას აცნობა წერილით № 1-1, 10.01.14(რეგისტრირებული №6/103-14, 14.01.14).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”ივერია სატს”, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 3836,16 (სამი ათას რვაასოცდათექვსმეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, ქ.თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18-დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან გურამიშვილის ქ. 78-მდე მონაკვეთებზე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ივერია სატს”, რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ.თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18-დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე და მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან გურამიშვილის ქ. 78-მდე მონაკვეთებზე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2024 წლის 23 იანვრამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”ივერია სატს”, სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 3836,16 (სამი ათას რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. უზრუნველყოს შპს ”ივერია სატმა”, ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 3836,16 (სამი ათას რვაას ოცდათექვსმეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში;
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი -TRESGE 22;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ივერია სატის” მიერ აუქციონის საწყისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. შპს ”ივერია სატის” მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 3836,16 (სამი ათას რვაასოცდათექვსმეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
6. აღირიცხოს შპს ”ივერია სატისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ივერია სატისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.,№6) 1 თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი