შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლი
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2014
მიღების თარიღი ივნისი 13, 2014
შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 მარტს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №127/23, რომლის შესაბამისადაც, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კვლევისა და ანალიზის თაობაზე. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 14 აპრილის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად - ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა (№08/609-14, 24.03.2014) დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე. კერძოდ, კომისიამ შპს ”მედიპრო ჯორჯიასგან” მოითხოვა 2011, 2012 და 2013 წლების მონაცემების საფუძველზე მომზადებული პორტირების დანახარჯების გაანგარიშების ელექტრონული (MS Excel) ცხრილები (”კალკულაცია”), რომელშიც მოცემული უნდა ყოფილიყო, როგორც სს ”მედიაფონის” ტექნიკური პერსონალის შრომის საათობრივი დანახარჯების გაანგარიშება, ასევე მონაცემთა ბაზის და სალიცენზიო მომსახურებების გაანგარიშებები. კალკულაციას თან უნდა დართვოდა შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია:
ა) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
ბ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ ხარისხის უზრუნველყოფის მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
გ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“ საშტატო განრიგი სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობრივი სარგოს მითითებით (წერილში მითითებულია, რომ თანამშრომლთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ არის აუცილებელი);
დ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“ სახელფასო უწყისები თვეების მიხედვით;
ე) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ ქსელის მხარდაჭერის და უსაფრთხოების მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
ვ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ ჰოსტინგის მომსახურების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
ზ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურებების (მათ შორის იურიდიული და აუდიტორული) ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
თ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების უზრუნველყოფის მიზნით იჯარის, კომუნალური, ელექტროენერგიის, ინტერნეტის და სხვა მომსახურებების ფარგლებში მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
ი) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების უზრუნველყოფის მიზნით ლიცენზიის მომსახურებისთვის მიღებული ინვოისები და კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
კ) კალკულაციის აღწერა, რომელიც უნდა იყოს მომზადებული ფინანსური და არაფინანსური მონაცემების მითითებით, ასევე კალკულაციის აღწერაში უნდა აისახოს წერილობითი დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ განხორციელდა კონკრეტული ხარჯის გადანაწილებისას კალკულაციაში გამოყენებული დანახარჯების გადანაწილების კრიტერიუმის არჩევა და შესაბამისად, რატომ ასახავს ეს კრიტერიუმი ამ კონკრეტული ხარჯის გადანაწილების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს უფრო ობიექტურად, ვიდრე ამ ხარჯის გადანაწილება განხორცილდებოდა ხარჯების გადანაწილების სხვა კრიტერიუმის საშუალებით).
შპს ”მედიაპრო ჯორჯიამ” 2014 წლის 27 მარტის №6-3 წერილით კომისიაში წარმოადგინა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და 51%-იანი წილის მფლობელის, სს ”მედიაფონის” პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილია ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია და დოკუმენტაცია და მათ შორის, მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი კონფიდენციალურია; სს ”მედიაფონის” სტრატეგიულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი არის სს ”მედიაფონის” მმართველი საბჭო და იგი სარგებლობს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ექსკლუზიური უფლებით; როგორც წერილშია აღნიშნული, მმართველი საბჭოს ზოგიერთი წევრი იმყოფება საზღვარგარეთ საქმიან შეხვედრებზე; ზოგიერთი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ინგლისურად და შესაბამისად ”მედიაფონი” ითხოვს, მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გადაწევას არანაკლებ 4 კვირით.
კომისიამ 2014 წლის 11 აპრილს იმსჯელა წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, დაწყებული კვლევა და ანალიზი მოითხოვს უფრო მეტ ვადას, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული კომისიის 2014 წლის 14 მარტის N127/23 გადაწყვეტილებით და მიღებული იქნა 2014 წლის 11 აპრილის №199/19 გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 14 მარტის №127/23 გადაწყვეტილებაში კერძოდ: საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვრა 3 თვე; ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად 2014 წლის 5 ივნისის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროდ განისაზღვრა 2014 წლის 14 ივნისი.
კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის და პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურებაზე შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ტარიფების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კომისიაში დასაქმებულთაგან შემდეგი შემადგენლობით: 1. კახი ბექაური, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი; 2. თეა ტყეშელაშვილი, სამუშაო ჯგუფის წევრი, კომისიის აპარატის სტარატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 3. რატი სხირტლაძე, სამუშაო ჯგუფის წევრი, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; 4. ელისო ასანიძე, სამუშაო ჯგუფის წევრი, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი; 5. ირინე ვერძეული, სამუშაო ჯგუფის წევრი, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 6. დავით გოგიჩაიშვილი, სამუშაო ჯგუფის წევრი, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის აუდიტორი; 7. ლევან ლაშაური, სამუშაო ჯგუფის წევრი, კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 აპრილის N5-04 წერილით შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ კომისიას მოაწოდა სს „მედიაფონის“ 2014 წლის 23 აპრილის N14/35 წერილი, რომელშიც სს „მედიაფონი“ აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სს „მედიაფონისთვის“ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სს „მედიაფონი“ ამ დოკუმენტაციას კომისიას ვერ წარმოუდგენს. ამავე წერილში სს „მედიაფონი“ აღნიშნავს, რომ სს „მედიაფონი“ პორტირების დანახარჯების გაანგარიშების კალკულაციის ელექტრონულ ცხრილებს დაუყონებლივ მიაწოდებს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“. ამასთან, სს „მედიაფონი“ აღნიშნული წერილით სთავაზობს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაციის ალტერნატიული გზით, კერძოდ, სს „მედიაფონის“ 2011, 2012 და 2013 წლების აუდირებული ფინანსური აგნარიშგების სახით მოწოდებას. წერილს თან ერთვის სს „მედიაფონის“ 2011 და 2012 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და სს „მედიაფონის“ მიერ მონაცემთა ბაზით მომსახურების უზრუნველყოფის დანახარჯების „პრაისვოთერჰაუსკუპერსის“ (PWC) მიერ შემოწმების ანგარიში.
აღნიშნული წერილის პასუხად შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა კომისიის №03/1054-14, 19.05.2014წ. წერილი, რომელშიც განმარტებულია, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აგრეთვე ამ უკანასკნელსა და ამ დებულებით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები ამ დებულებასთან ერთად არის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი.
წერილში აღნიშნულია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს ადმინისტრატორს სააღრიცხვო, ფინანსური და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ადმინისტრატორის მიერ დადგენილი ტარიფების კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობისა და აღნიშნული ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის და არადისკრიმინაციულობის დადგენის მიზნით, განახორციელოს ტარიფების მინიტორინგი, რისთვისაც უფლებამოსილია მოსთხოვოს ადმინისტრატორს ამ უკანასკნელის მიერ დადგენილი და წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ზ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფების გაანგარიშება.
სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარის მიმართ, მეორე მხარის მიერ დარღვევის ნებაყოფლობით აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, გამოიყენება პირგასამტეხლო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყების შემდგომ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1% ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიამ ამავე წერილით შეატყობინა შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“, რომ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ნებაყოფლობით აღმოსაფხვრელად და კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომისიაში წარსადგენად, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ განესაზღვრა გონივრული ვადა 2014 წლის 23 მაისამდე.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის 2014 წლის 23 მაისამდე წარმოუდგენლობის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 % ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2014 წლის 23 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” №7-05 წერილი, რომლითაც წარმოდგენილ იქნა სს ”მედიაფონის” 2014 წლის 22 მაისის წერილი. შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” წერილში აღნიშნულია, რომ სს ”მედიაფონი” გამოთქვამს მზადყოფნას ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, ამავე დროს სს ”მედიაფონი” ითხოვს დასაბუთებულ პასუხს ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით. შპს ”მედიაპრო ჯორჯია” ამავე წერილში გამოთქვამს მზადყოფნას კომისიის პასუხის მიღებისთანავე ყველა დოკუმენტის მოწოდებაზე.
აღნიშნული წერილის პასუხად შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” კომისიამ აცნობა (წერილი 03/1134-14,28.05.2014წ.), რომ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 და 2014 წლის 19 მაისის №03/1054-14 წერილებით მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომისიაში წარმოუდგენლობით, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიამ“ დაარღვია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.
კომისიის ამავე წერილში აღნიშნულია, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და კომისიის 2014 წლის 19 მაისის №03/1054-14 წერილის შესაბამისად, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ ერიცხება პირგასამტეხლო 2014 წლის 23 მაისიდან. აქედან გამომდინარე, კომისიამ მოითხოვა ინფორმაცია შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის ოდენობის შესახებ, აღნიშნულ კომპანიაზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის (საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 %) განსაზღვრის მიზნით. ამასთან კომპანიას განემარტა, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გამოყენება არ ათავისუფლებს მას ვალდებულების შესრულებისგან.
კომისიამ მოუწოდა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას”, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი აღექვა ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, კომისიის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ადმინისტრატორის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეშად და სისტემატიურად დარღვევის გამო, თუ ამ უკანასკნელის მიმართ უკვე გამოყენებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალსწინებული პირგასამტეხლო.
კომისიამ აღნიშნულ წერილში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კომისიაში სს ,,მედიაფონის“ გენერალურ დირექტორ ბატონ არუნას ბაბრაუსკასთან გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს, მას განემარტა, რომ კომისია განიხილავდა მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ინფორმაციის წარმოდგენა არ მოხდა, რითაც კომისიას ხელი შეეშალა მასზე კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებაში.
ამავე წერილით შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” კომისიამ შეატყობინა, რომ თუ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი კომისიაში 2014 წლის 2 ივნისის 19:00 საათამდე, კომისია დაიწყებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
2014 წლის 27 მაისის №14/41 წერილით სს ”მედიაფონმა” მიმართა კომისიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სს ”მედიაფონმა” ხელახლა განიხილა შპს “მედიაპრო ჯორჯიას“ 2014 წლის 26 მარტით დათარიღებული მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა კონფიდენციალური კომერციული ინფორმაციის გამჟღავნებას, მოთხოვნაში მოცემული ინფორმაციის ნუსხის მიხედვით, საქართველოს პროექტის განხორციელების, მონაწილე მესამე პირების, სახელშეკრულებო ურთიერთობების, ანგარიშფაქტურების (ინვოისების) და სხვა საკითხების თაობაზე. მოთხოვნა აგრეთვე მოიცავდა აღნიშნული ინფორმაციის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის (შემდგომში „კომისია“) წარდგენას. წერილში აღნიშნულია, რომ ზემოთ მითითებული ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნილი მოცულობით შეუძლებელია იქამდე, ვიდრე სს ”მედიაფონსა” და კომისიას შორის არ იქნება გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების აუცილებლობაზე კომპანია მიუთითებს საქართველოს პროექტის განხორციელებაში მონაწილე მისი პარტნიორების - მესამე მხარეების მოთხოვნის საფუძველზე, რომ სს ”მედიაფონმა” უარი განაცხადოს მესამე მხარეებისათვის, პარტნიორებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ხელშეკრულების გარეშე. ხსენებული მოთხოვნის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს პარტნიორების მიერ დიდი ოდენობის ჯარიმების დაკისრება სს ”მედიაფონზე”, რამაც შესაძლოა კომპანიაზე უდიდესი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს და რისკქვეშ დააყენოს მისი ბიზნესი, საქართველოში განსახორციელებელი პროექტის ჩათვლით.
წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ წარმოდგენილია 2011-2013 წლების მოთხოვნილი ინფორმაცია წერილში მოცემული ნუსხის შესაბამისად.
2014 წლის 28 მაისის №14/44 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის № 8/112-14, 29.05.2014წ.) სს ”მედიაფონმა” მიმართა კომისიას ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხის თაობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უარი განაცხადა კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების წარმოებაზე, სს ”მედიაფონის” მიერ, კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტების დაცვის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში ასახულ სრულ ინფორმაციას გააჩნია მაღალი ფინანსური და ბიზნეს ღირებულება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სს ”მედიაფონი” მკაცრად შეზღუდულია საკუთარ პარტნიორებთან გაფორმებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულებებით და არ ამჟღავნებს საკუთარ ბიზნეს მოდელს, ინფორმაციას პარტნიორების შესახებ, ფინანსურ დოკუმენტებს და ყველა სხვა ინფორმაციას, რომელიც მხარეების მიერ აღიარებული იქნა კონფიდენციალურ ინფორმაციად. გარდა ამისა, სს ”მედიაფონი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარუდგენს დიდი რაოდენობის სს ”მედიაფონის” შიდა ფინანსურ დოკუმენტებს, რომლებიც მკაცრად კონფიდენციალურია სს ”მედიაფონის” წევრთა საბჭოს გადაწყვეტილებით (ინფორმაცია ხელფასების შესახებ, აქტივების გაუფასურება და ამორტიზაცია, ოფისის ქირის საფასურის ოდენობა, პარკინგის, დასუფთავების მომსახურებების, სამართლებრივი მომსახურებებისა და სხვა სახის ხარჯები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ”მედიაფონი” მოითხოვს ადმინისტრაციული აქტის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების) გაფორმებას და სს ”მედიაფონის” მიერ, კომისიისათვის წარდგენილი მთლიანი ინფორმაციის ოფიციალურად, კონფიდენციალურ ინფორმაციად აღიარებას (სრულად დანომრილი და აკინძული 340 გვერდი). სს ”მედიაფონი” აგრეთვე მოითხოვს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აიღოს ვალდებულება იმის თაობაზე, რომ ხსენებული ინფორმაცია არავითარი ფორმით და არავითარი საშუალებით არ გამჟღავნდება და არ გადაეცემა მესამე მხარეებს, სს ”მედიაფონის” მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე, ნომრის პორტაბელურობის ბიზნესის წარმოების სრული პერიოდის განმავლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ სს ”მედიაფონს” 2014 წლის 29 მაისს გაეგზავნა წერილი, რომლის თანახმად კომისიამ აცნობა კომპანიას, რომ 3 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფილი იქნებოდა მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
კომპანიას აგრეთვე ეცნობა, რომ კომისიის მიერ აღნიშნული განცხადების განხილვამდე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანია სს ”მედიაფონის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იქნება ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ, დოკუმენტაცია გახდება ღია გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში არ იქნება გასაჩივრებული კომისიის გადაწყვეტილება ინფორმაციის ღიაობის თაობაზე.
აღნიშნული წერილის შესაბამისად, სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის საკითხის განხილვა შედგა კომისიის 2014 წლის 3 ივნისის სხდომაზე, რომელზეც მიღებული იქნა კომისიის გადაწყვეტილება N291/22 ”სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის გადადების შესახებ”. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად განისაზღვრა, რომ, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუნტაცია საკმაოდ დიდი მოცულობის ოყო (340 ფურცელი), წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, კომისიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ემსჯელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე; გადაწყვეტილებით ასევე განისაზღვრა, რომ სს ”მედიაფონის” მიერ ინფორმაცია წარმოდგენილი იქნა შპს ”მედიაპრო ჯორჯიასთვის” გაგზავნილი მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 14 ივნისამდე და ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს საკითხის ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენისათვის საკითხის მომზადებისას კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №199/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას განიხილოს სს ”მედიაფონის” მოთხოვნა. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება უნდა მომხდარიყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის ეტაპზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2014 წლის 13 ივნისს და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N319/12 ”სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენა კომისიაში დაიწყო 2014 წლის 5 ივნისს და გაგრძელდა 2014 წლის 13 ივნისს.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 ივნისს შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” გაეგზავნა წერილი №03/1229-14, რომლითაც ეცნობა კომისიის შენიშვნები სს „მედიაფონის“ მიერ 2014 წლის 27 მაისის N14/41 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №8/113-14; 29.05.2014) წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესახებ. კერძოდ, შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” ეცნობა, რომ წარმოდგენილი არ არის:
ა) 2011, 2012 და 2013 წლების მონაცემების საფუძველზე მომზადებული პორტირების დანახარჯების გაანგარიშების ელექტრონული (MS Excel) ცხრილები;
ბ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების მომსახურების ფარგლებში კონტრაჰენტებთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება (მაგ. „Belcastel OU”-სთან და „Linktelis UAB”-თან გაფორმებული ხელშეკრულებები);
გ) 2011, 2012 და 2013 წლების სს „მედიაფონის“ საშტატო განრიგი სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობრივი სარგოს მითითებით (თანამშრომლთა პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ არის აუცილებელი). კომისიის წერილში მითითებულია, რომ ასეთი ინფორმაციის გარეშე კომისიისთვის შეუძლებელია ხელფასის ხარჯის პორტირების მომსახურებაზე გადანაწილების სიზუსტის დადგენა;
დ) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ საკონსულტაციო მომსახურებების (მათ შორის იურიდიული და აუდიტორული) ფარგლებში კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
ე) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების უზრუნველყოფის მიზნით ოფისის იჯარის და ოფისის მომსახურების ფარგლებში კონტრაჰენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები;
ვ) სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილში მოცემული ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება დოკუმენტებით (მაგ. საკონსულტაციო ხარჯები, დარიცხული ხარჯები და სხვა);
კომისიის წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების სია არ შეიცავს კომისიის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მომსახურების ვადის და ამ აქტივების საბალანსო ღირებულებების შესახებ; ასეთი ინფორმაციის გარეშე კომისიისთვის შეუძლებელია ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯის პორტირების მომსახურებაზე გადანაწილების სიზუსტის დადგენა.
შესაბამისად, ამავე წერილით, კომისიამ შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” აცნობა, რომ დადგინდა ის გარემოება, რომ შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ სრულყოფილად არ წარმოუდგენია კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყების შემდგომ, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ადმინისტრატორს დაეკისრება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 % ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აქედან გამომდინარე, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების 2014 წლის 23 მაისიდან 29 მაისამდე პერიოდში შეუსრულებლობისთვის კომპანიას ერიცხება პირგასამტეხლო 2014 წლის 23 მაისიდან 29 მაისამდე, ხოლო შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის (2014 წლის 29 მაისს, მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არასრულად წარმოდგენა) კომპანიას დაერიცხება პირგასამტეხლო 2014 წლის 29 მაისიდან. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიმართა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას”, დაუყოვნებლივ წარმოედგინა ინფორმაცია შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ საანგარიშო თვის (ივნისი) მთლიანი შემოსავლის ოდენობის, მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის (საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1 %) განსაზღვრის მიზნით.
ამავე წერილით, დამატებით კომისიამ მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში სს „მედიაფონის“ მიერ პორტირების უზრუნველყოფის მიზნით: 1. „Belcastel OU” -სა და „Systor InterEurope System AS”-ს და 2. „Nordic Technology LLC”-სა და „Systor InterEurope System AS”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღებული ინვოისები. კომპანიას აგრეთვე ეცნობა, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომისია გეგმავს ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით წერილობით მიმართოს „Systor InterEurope System AS”-ს;
ბ) შპს „მედიაპროსა“ და სს „მედიაფონს“ შორის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო გადარიცხვები, სალაროს გასავლის დოკუმენტები და სხვა), ასევე შპს „მედიაპროს“ 2011, 2012 და 2013 წლების საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი და შპს „მედიაპროსა“ და სს „მედიაფონს“ შორის პორტირების მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ინვოისები;
გ) ინფორმაცია სს „მედიაპრო ჯორჯიას“ და სს „მედიაფონის“ შემდეგ კომპანიებთან: 1.„Belcastel OU”, 2. „Linktelis UAB” და 3. „Nordic Technology LLC” აფილირების შესახებ. ასევე, ინფორმაცია ამ კომპანიების დირექტორების, აქციების და წილის მფლობელთა შესახებ.
კომისიის წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი ინვოისები უმეტესწილად წარმოდგენილია ლიტვურ ენაზე, ამასთან, ინვოისში აღნიშნული თანხა მოცემულია ადგილობრივ ვალუტაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულად არ მიეკუთვნება პორტირების მომსახურებას. ამის გათვალისწინებით, კომისიამ მიმართა შპს ”მედიაპრო ჯორჯიას”, უზრუნველყო აღნიშნული ინვოისების ქართულ ენაზე თარგმნა და ინვოისის თანხის ევროში კონვერტაცია; ასევე, ინვოისებში მითითებული თანხებიდან პორტირების მომსახურებაზე მისაკუთვნებელი დანახარჯების იდენტიფიცირება;
ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” დაზუსტებული და ჯეროვანი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის განესაზღვრა ვადა 2014 წლის 11 ივნისი, 19:00 საათი.
კომისიამ ამავე წერილით შეატყობინა კომპანიას, რომ თუ კომისიის 2014 წლის 24 მარტის №08/609-14 წერილით და ასევე, წინამდებარე წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი კომისიაში სრულყოფილად 2014 წლის 11 ივნისის 19.00 საათამდე, კომისია დაიწყებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან, შპს ,,მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევას დენადი და სისტემატიური ხასიათი ეძლევა.
შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ 2014 წლის 11 ივნისის წერილით N 04-06 (კომისიაში რეგისტრაციის №6/3766, 11.06.2014) წარმოადგინა შპს „მედიაპროსა“ და სს „მედიაფონს“ შორის 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში პორტირების მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ინვოისები, ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები და საბანკო ანგარიშის ამონაწერი.
ამავე დროს, წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს სს ”მედიაფონის” საკუთრებას და არის კონფიდენციალური, რის გამოც შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” მათზე წვდომა არ გააჩნია და შესაბამისად, კომისიის მოთხოვნა ამ ნაწილში შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” მიერ ვერ შესრულდება. წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შპს ”მედიაპრო ჯორჯიასთვის” გაუგებარია, ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე” ხელშეკრულების რომელ მუხლს არღვევს შპს ”მედიაპრო ჯორჯია” იმით, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს მესამე პირის კონფიდენციალური ინფორმაცია. შპს ”მედიაპრო ჯორჯია” არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ და მიაჩნია უკანონოდ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით კომისიაში 2014 წლის 5 და 13 ივნისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე, კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №199/19 გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:
1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტმა ლევან ლაშაურმა კომისიას წარუდგინა ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული შემოწმებების შესახებ. კერძოდ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა:
ა) 2014 წლის 30 აპრილს შპს ”მაგთიკომის” ადმინისტრაციული ოფისში. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „მაგთიკომი“, სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზას, რომელიც შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ არის ადმინისტრირებული, უკავშირდება ორი ტიპის ინტერფეისით: ვებ სერვისი და გრაფიკული ვებ ინტერფეისი. ვებ სერვისი ცენტრალურ მონაცემთა ბაზას უკავშირდება მხოლოდ VPN კავშირის პირობებში მისამართით https://m2m.nport.ge/services/NpcdbService. გრაფიკული ინტერფეისზე წვდომა შესაძლებელია გლობალური ინტერნეტის პირობებში, ვებ ბრაუზერის საშუალებით, დაშიფრული პროტოკოლითა და ოპერატორისთვის მომხმარებლის სახელითა და პაროლით შემდეგ მისამართზე https://www.nport.ge.
როგორც შემოწმების შედეგად შპს „მაგთიკომის“ თანამშრომლების ზეპირი გამოკითხვით დადგინდა, გრაფიკული ვებ ინტერფეისის გამოყენება ხდება იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხოლოდ ხარვეზების აღმოჩენის, ან მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში არსებული ინფორმაციის შიდა მონაცემებთან სინქრონიზებულობის დადგენის მიზნით. ძირითადი ყოველდღიური საქმიანობა ხორციელდება მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან ვებ სერვისული კავშირის საშუალებით. ვებ სერვისისთვის VPN კავშირის უზრუნველყოფასა და მომსახურებას შპს „მაგთიკომის“ მხარეს ახდენს თავად კომპანია, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ჩარევის გარეშე.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის განხორციელებისა და დანერგვის შემდეგ ვებ სერვისის გარე ინტერფეისის განახლება/შეცვლა შპს „მედიაპროს“ მხრიდან მოხდა საწყის ეტაპზე მხოლოდ ერთხელ. მას შემდეგ ამ სერვისის განახლება/შეცვლა, ან ამის მოთხოვნა შპს „მაგთიკომის“ მხრიდან არ მომხდარა.
ბ) 2014 წლის 5 მაისს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციული ოფისში (მისამართი: თბილისი, ს. ჩიქოვანის ქ. # 16, თბილისი) და შპს ”რკინიგზის ტელეკომში” (მისამართი: მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა №160 , 0112 თბილისი).
შემოწმდა ტექნიკური მხარდაჭერაზე მოთხოვნების გაგზავნისთვის გამოყენებული პერსონალური კომპიუტერები; ასევე აპლიკაციის და მონაცემთა ბაზის სერვერები და სს “მედიაფონის“ მიერ დოკუმენტის სახით მოწოდებული ტექნიკური მონიტორინგისა და მხარდაჭერისთვის გამოყენებული საშუალებების შესახებ ანგარიში. შემოწმებისთვის გამოყენებული იქნა, კომპიუტერებზე და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაკვირვების და ასევე თანამშრომლების გამოკითხვის მეთოდები. ტექნიკური მხარდაჭერის და სხვადასხვა მონიტორინგის საშუალებების გამოყენების ისტორიის გამოსაკვლევად, მოხდა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ და ასევე „სკაიპის საშუალებით“ სს „მედიაფონის“თანამშრომლების ზეპირი გამოკითხვა, რის შედეგად დადგინდა შემდეგი:
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯია“ სხვადასხვა სახის გაუმართავობების რეგისტრაციის და სს „მედიაფონისთვის“ ტექნიკურ მხარდაჭერაზე მოთხოვნების გაგზავნისთვის იყენებს ელექტრონულ ფოსტას, „სკაიპს“, ტელეფონს და ვებ აპლიკაციას. როგორც ზეპირი გამოკითხვით დადგინდა, ყველაზე ხშირად ამ მიზნით გამოიყენება ტელეფონი, ფოსტა და „სკაიპი“, უფრო იშვიათ შემთხვევებში დამხმარე ვებ აპლიკაცია. ვებ აპლიკაციის ამ მიზნით გამოყენების ისტორიული და სტატისტური მონაცემების ნახვა, აიპი მისამართების და ზოგიერთი სხვა ტექნიკური მაჩვენებლების კონფიდენციალობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ზეპირი გამოკითხვის თანახმად, სს „მედიაფონისთვის“ მოთხოვნის გაგზავნის საჭიროება და შესაბამისად ვებ აპლიკაციის ამ მიზნით გამოყენების სიხშირე ძალიან დაბალია, საშუალოდ 3-4 მოთხოვნა თვეში.
შემოწმებისას, უშუალო დაკვირვების შედეგად დადგინდა ორი ფიზიკური სერვერის, ორი „როუტერის“, ორი „სვიჩის“ და ე.წ. “Tape robot”-ის არსებობა, შესაბამისად, რეალური და სარეზერვო გამოყენებისთვის. ამ სერვერებზე არსებული ოპერაციული სისტემებსა და პროგრამულ პროდუქტებზე უშუალო დაკვირვება ვერ მოხერხდა აიპი მისამართების და ზოგიერთი სხვა ტექნიკური მაჩვენებლების კონფიდენციალობიდან გამომდინარე. სს „მედიაფონის“ მიერ მოწოდებული ზეპირი ინფორმაციის თანახმად თითო სერვერზე აყენია აპლიკაციისა და მონაცემთა ბაზის სერვერების ვირტუალური მანქანები.
შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯია“ უშუალოდ არ ფლობს გაუმართავობის, უსაფრთხოების, სწრაფქმედების და დატვრითვის შესახებ პერიოდული მონიტორინგის შედეგებს. „მედიაფონის“ მიერ მოწოდებული ანგარიშიდან და მათი წარმომადგენლების ზეპირი ახსნა-განმარტებებიდან გაირკვა, რომ გაუმართავობის, უსაფრთხოების და დატვირთვის მონიტორინგისთვის, ისინი იყენებენ ავტომატიზებულ სისტემებს „Zabbix“ და „Nagios“, რომლებიც ავტომატურად იძლევიან შეტყობინებას რამე გაუმართავობის შესახებ და აგენერირებენ შესაბამის ანგარიშებს, ამიტომ ტექნიკური თანამშრომლის მიერ სერვერების უშუალო რეგულარული შემოწმების საჭიროება არის საშუალოდ 2-ჯერ კვირაში, ხოლო ოპერაციული სისტემების განახლება საშუალოდ თვეში ერთხელ.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სატესტო სერვერი ამჟამად არ არის გამოყენებაში, ხოლო კოდის ცვლილება/განახლება ბოლოს მოხდა 6 თვის წინ.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე ლ.ლაშაურმა აგრეთვე წარმოადგინა პრეზენტაცია საბონენტო ნომრების პორტაბელუორბის საერთაშორისო გამოცდილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნომრის პორტირების ადმინისტრირების სქემა არის ორგვარი: ცენტრალიზებული და დისტრიბუციული. ცენტრალიზებული სქემა გულისხმობს ერთი მონაცემთა ცენტრალური ბაზის არსებობას და საერთო ინტერფეის(ებ)ს, რომლითაც თითოეული ოპერატორი უკავშირდება მონაცემთა ცენტრალურ ბაზას ინფორმაციის მიმოცვლისთვის. როგორც ლ.ლაშაურმა აღნიშნა, აღნიშნულ სისტემას იყენებს ევროპის უმეტესი ქვეყანები, ვინაიდან არის უფრო ეფექტური მეთოდი. კერძოდ: შვეიცარია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, თურქეთი, ლიტვა, პორტუგალია, ალბანეთი, ბელგია და სომხეთი. ლ.ლაშაურის განმარტებით, ეს არის უპირატესი სქემა დისტრიბუციულთან შედარებით, უფრო ეფექტური, რომელშიც ყველა ოპერატორი ერთმანეთს უკავშირდება და ახორციელებენ ინფორმაციის მიმოცვლას.
ლ.ლაშაურმა აღნიშნა, რომ ნომრის პორტირების ადმინისტრირების დისტრიბუციული მოდელი გულისხმობს ყველა ოპერატორის ერთმანეთთან პირდაპირ კავშირს და ამ კავშირების საშუალებით ინფორმაციის მიმოცვლას. ლ.ლაშაურის განმარტებით ამ მეთოდს იყენებს ნაკლები რაოდენობის ქვეყნები და ვისაც ეს მეთოდი აქვს დანერგილი, ცდილობს გადავიდეს ცენტრალიზებულ მეთოდზე მომავალში. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბულგარეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი.
ლ.ლაშაურის განმარტებით, სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი და მისი შერჩევის მექანიზმი 2 ჯგუფად გაიყო: კერძო კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა მარეგულირებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (ლიტვა, პორტუგალია, ალბანეთი, თურქეთი) და ოპერატორების მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამ პროცესს (შვეიცარია, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, ლუქსემბურგი, სომხეთი).
ლ. ლაშაურმა, ზეპირი მოსმენის სხდომებზე ასევე წარმოადგინა ინფორმაცია ნომრის პორტირებისთვის გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის თაობაზე და აღნიშნა, რომ ნომრის პორტაბელობის სფეროში ძირითადად არის ორი საერთაშორისო კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა ესენია: „Systor“ – (პორტუგალია, ნორვეგია, ლუქსემბურგი) და „Telcordia“ (თურქეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა), ასევე ფიგურირებენ საერთაშორისო კომპანიები: „Cap Gemini“ (ფინეთი) და „Syniverse“ (დიდი ბრიტანეთი); პროგრამული უზრუნველყოფა ადგილობრივი კომპანიის მიერ შექმნილია შვეიცარიაში (Ventigroup). ლ.ლაშაურმა აღნიშნა, რომ როგორც წესი, ნორმის პორტაბელურობის უზრუნველყოფაში მონაწილეობს ორი რგოლი, ესენია პორტაბელურობის ადმინისტრატორი და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი. ისინი ინაწილებენ სხვადასხვა მხარდაჭერის დონეებს. ლ.ლაშაურმა წარმოადგინა ნომრის პორტაბელურობის პროცესში ჩართული რგოლების განაწილების განმარტება და აღნიშნა, რომ პირველი დონის მხარდაჭერა არის ზოგადი ტრენინგი და კონსულტაციის გაწევა სისტემის მოხმარების შესახებ, ასევე პრობლემის გადამისამართება მეორე და მესამე დონის მხარდაჭერაზე. მეორე დონის მხარდაჭერა გულისხმობს სისტემის და სერვერების რეგულარულ მხარდაჭერას და მონიტორინგს ასევე მონაცემების დაზუსტებას და შესწორებას მომხმარებლის შეცდომების შემთხვევაში. მესამე დონის მხარდაჭერა არის პროგრამული პრობლემების შესწორება და ცვლილებების შეტანა სისტემაში. მის მიერ მოკვლეული ქვეყნებიდან ფიქსირდება აღნიშნული 2 ტიპის განაწილება. კერძოდ: პირველი და მეორე დონის მხარდაჭერას ახორციელებს პორტაბელობის ადმინისტრატორი, ხოლო მესამე დონის მხარდაჭერას - პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი. ასევე, როდესაც მხოლოდ პირველი დონის მხარდაჭერა ხდება პორტაბელობის ადმინისტრატორის მიერ, მეორე და მესამე დონის მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელის მიერ.
ლ.ლაშაურმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ განხორციელდა ვიზიტები რამდენიმე ქვეყანაში და გამოირკვა, რომ თურქეთსა და პორტუგალიაში არის ზემოაღნიშნული პირველი ვარიანტი, ხოლო შვეიცარიაში პორტაბელობის ადმინისტრატორი კომპანია წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ადამიანით, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი დონის მხარდაჭერას, დანარჩენ შემთხვევაში გადამისამართებას ახდენს Ventigroup–ზე, რომელიც არის უშუალოდ პროგრამის მწარმოებელი.
მან, ასევე აღნიშნა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მიერ ნომრის პორტირების საფასური, უმეტეს ქვეყანაში, არის ფიქსირებული ან კომბინირებული (ფიქსირებული + პორტირებული ნომრების მიხედვით). კერძოდ თურქეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთში, პორტუგალიაში და სომხეთში. არსებული ნუმერაციის რესურსის საერთო ოდენობის მიხედვით გადახდა ხდება მხოლოდ ლიტვაში.
ლ.ლაშაურმა წარმოადგინა სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით, ნომრის პორტირების საფასურის ფიქსირებული ან კომბინირებული მოდელების შესაბამისად:
1. თურქეთი: წლიური ფიქსირებული საფასური, რომელიც არსებული მდგომარეობით შეადგენს - 700 000 აშშ დოლარს ჯამში ყველა ოპერატორზე. თითო ოპერატორზე წლიური გადასახადის წილი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ამ ფორმულაში მონაწილეობს 3 კომპონენტი სხვადასხვა პროცენტული დატვირთვით: 5% წილი მოდის საერთოდ ოპერატორების რაოდენობაზე, 75% მოდის პორტირებების წილზე და 20% ოპერატორის შემოსავლების მიხედვით არის განაწილებული. არის თეორიული შანსი იმის, რომ პორტირება საერთოდ არ განხორციელდეს კვარტალურად, მაშინ ეს პროცენტები ნაწილდება მომდევნო ფორმულით, ოპერატორების რაოდენობაზე და შემოსავლების წილზე.
თურქეთში არის სულ 450 ოპერატორი, მათ შორის უმეტესობა ფიქსირებული. სულ 90 მილიონამდე ნომერია: 70 მილიონი მობილური და 19 მილიონი ფიქსირებული. განხორციელებულია სულ 70 მილიონამდე პორტირება, საშუალოდ 34 200 დღეში, საშუალოდ 11 მილიონი წელიწადში.
2. სომხეთი: წლიური ფიქსირებული საფასური, დაახლოებით €200,000.00 ჯამში ყველა ოპერატორზე წელიწადში. სულ არის 3 მობილური ოპერატორი. სისტემა სომხეთში დაინერგა 2014 წლის აპრილიდან 2 თვის მანძილზე და უკვე განხორციელდა 10,000–მდე პორტირება, საშუალად 4–5 ათასი პორტირება თვეში.
3. შვეიცარია: კომბინირებული საფასური, საწყისი რეგისტრაციის გადასახადი - 800 ფრანკი; ფიქსირებული წლიური გადასახადი -1500 ფრანკი; პორტირებული ნომრების მიხედვით (ერთჯერადად თითო პორტირებაზე): 1000-მდე რაოდენობაზე - 1.95 ფრანკი; 1000-ის ზემოთ - 0.65 ფრანკი; ოპერატორების მიერ წელიწადში ჯამურად გადახდილი საშუალო თანხა - 900,000.00 -დან 1, 120,000.00 -მდე აშშ დოლარი; სულ ოპერირებს 70 ოპერატორი; პორტირებების რაოდენობა საშუალოდ 350 000-450 000 წელიწადში.
4. შვედეთი: გააჩნია გამოთვლის რთული სქემა გასაშუალოებული რიცხვებია: საწყისი რეგისტრაციის ერთჯერადი - €9 000 - €64 000; ყოველ პორტირებულ ნომერზე თითო ოპერატორისგან - ~€1; ფიქსირებული წლიური თითო ოპერატორისგან - €15 000 - €144 000 (შეერთების ტიპის მიხედვით).
5. დიდი ბრიტანეთი: საწყისი რეგისტრაციის ერთჯერადი -£4000; ყოველ პორტირებულ ნომერზე თითო ოპერატორისგან - £0.25.
6. პორტუგალია: ფიქსირებული რეგისტრაციის და პორტირებული ნომრების მიხედვით. ვინაიდან ციფრები არის კომპიდენციალური, არ არის სეტანილი რაოდენობები. სულ 20 ოპერატორი; ნომრის პორტირებების საშუალო რიცხვი - 140000 თვეში; ჯამში სულ 5 მილიონზე მეტი პორტირება განხორციელდა.
2. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის აუდიტორმა დავით გოგიჩაიშვილმა წარმოადგინა ინფორმაცია შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისიის 2014 წლის 24 მარტის N 08/609-14 და 2014 წლის 9 ივნისის N 03/1229-14 წერილებით შპს „მედიაპრო ჯორჯიასაგან“ გამოთხოვილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის შესახებ.
დ.გოგიჩაიშვილმა ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას” მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელდა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი. წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სს „მედიაფონის“ მიერ შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ მიწოდებული მომსახურების დანახარჯები წლების მიხედვით შეადგენდა 2011 წელი - 2,187,937 ევროს, 2012 წელი - 2,439,909 ევროს, 2013 წელი - 2,185,290 ევროს. სს „მედიაფონის“ შემოსავლები შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ მიწოდებული მომსახურებიდან შეადგენდა 2011 წელი - 2,456,189 ევროს, 2012 წელი - 2,781,784 ევროს, 2013 წელი - 2,284,204 ევროს. სს „მედიაფონის“ მოგებამ აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინა 2011 წელი - 268,252 ევროს (11%), 2012 წელი - 341,875 ევროს (12%), 2013 წელი - 98 914 ევროს (4%).
სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურების ხარჯების ანალიზიდან ირკვევა, რომ მთლიანი ხარჯები იყოფა შემდეგი შინაარსისა და კატეგორიის დანახარჯებად:
1. ხელფასის ხარჯი;
2. ტექნიკური დანახარჯები ( ქვეკონტრაქტორებისგან მიღებული მომსახურებები);
3. ტექნიკური დანახარჯები (უშუალოდ სისტორისგან მიღებული მომსახურება);
4. ადმინისტრაციული და სხვა დანახარჯები.
1. ხელფასის ხარჯი
ცხრილი N 1-ში მოცემულია სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურების ფარგლებში გაწეული ხელფასის ხარჯის მონაცემები წლების მიხედვით:
2. ცხრილი N1
თანხა მოცემულია ევროში
შენიშვნა: იმის გათვალისწინებით, რომ სს „მედიაფონს“ არ წარმოუდგენია 2011, 2012 და 2013 წლების საშტატო განრიგი სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობრივი სარგოს მითითებით, სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურებაზე გაანგარიშებით მიკუთვნებული ხელფასის ხარჯის ოდენობა დოკუმენტურად არ საბუთდება.
სს „მედიაფონი“ 2014 წლის 27 მაისის წერილში აღნიშნავს, რომ სს „მედიაფონი“ საქართველოში ნომრების პორტირების ფარგლებში „Belcastel”-ისგან იღებს ხარისხის უზრუნველყოფის მომსახურებას, ხოლო „Nordic Technology LLC”-ისაგან ქსელის მხარდაჭერის და უსაფრთხოების მომსახურებას ამ მომსახურების მისაღებად ზემოაღნიშნულ კომპანიებს ესაჭიროებათ „Systor InterEurope System AS” ის მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების სერვერის ლიცენზიის ქონა, რომელიც ექსკლუზიურად გადაეცა „Nordic Technology LLC”-ის „Systor InterEurope System AS”-ისგან.
ეს უკანასკნელი ექსკლუზიურად გადაეცა „Nordic Technology LLC”-ს Systor InterEurope System AS”-სგან, ხოლო ამ სამუშაოს აღსრულება ხორციელდება „Belcastel” -ის მიერ სს „მედიაფონის“ მიერ „Belcastel” - თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. სს „მედიაფონის“ მიერ ხარისხის უზრუნველყოფის მომსახურების ფარგლებში
დავით გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ სს „მედიაფონის“ მიერ ზემოაღნიშნულ წერილში მოცემული ინფორმაცია სამუშაო ჯგუფისთვის არ წარმოადგენს სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯების საკმარის მტკიცებულებას, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ ინფორმაცია გამოთხოვა უშუალოდ „Systor”-ისაგან (წერილი N 08/1266-14 , 10/06/2014წ.), თუმცა 2014 წლის 13 ივნისის მდგომარეობით კომპანიისგან პასუხი კომისიას არ მიუღია.
დავით გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელდა სს „მედიაფონის“ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოპოვება, კერძოდ მოპოვებული ინფორმაციით (წყარო: https://ariregister.rik.ee/ e-Business register, ესტონეთის ბიზნეს რეგისტრატორი) ირკვევა, რომ „Nordic Technology LLC” -ის 2012 წლის დაბეგვრის შემდეგ მოგება შეადგენდა მიღებული შემოსავლების 28%-ს. რაც შეეხება „Belcastel”-ს კომპანიის შემოსავლები 2012 წლის განმავლობაში გაიზარდა 68,94%-ით, ხოლო მოგების შეფარდება დატვირთულ კაპიტალთან 2012 წლის მონაცემებით შეადგენდა 18,74%-ს.
სამუშაო ჯგუფის მიერ ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით (წყარო: https://ariregister.rik.ee/ e-Business register, ესტონეთის ბიზნეს რეგისტრატორი) დადგინდა, რომ კომპანია „Belcastel”-ის 100 % აქციების მფლობელი კომპანია „DOMSTE INVEST S.A” რეგისტრირებულია პანამაში.
3.ტექნიკური დანახარჯები (უშუალოდ Systor-გან მიღებული მომსახურება)
ცხრილი N 3-ში მოცემულია სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურების ფარგლებში უშუალოდ „Systor”-ისაგან მიღებული მომსახურების ტექნიკური ხარჯები წლების მიხედვით:
ცხრილი N 3
თანხა მოცემულია ევროში
სს „მედიაფონისა“ და „Systor”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (Maintenance Agreement, An agreement governing Number Portability Services in Georgia) და წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე ირკვევა, რომ სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურების ფარგლებში მიღებული მომსახურების ღირებულება იანგარიშება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პორტირებული ნომრების ფაქტიური მონაცემების საფუძველზე. ერთი სააბონენტო ნომრის პორტირების ღირებულება განისაზღვრება საანგარიშო პერიოდში საერთო პორტირებული ნომრების მოცულობის მიხედვით. კომისიაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს განხორცილდა 92 000 პორტირება, 2012 წელს - 70 000 პორტირება, 2013 წელს - 178 000 პორტირება. შესაბამისად, ერთ პორტირებულ სააბონენტო ნომერზე სს ”მედიაფონის” დანახარჯი „Systor”- თან შეადგენდა 2011 წელს - 2,55 ევროს, 2012 წელს - 2,98 ევროს, ხოლო 2013 წელს - 3,19 ევროს.
4. ადმინისტრაციული და სხვა დანახარჯები
ცხრილი N 4-ში მოცემულია სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურების ფარგლებში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯები:
ცხრილი N 4
თანხა მოცემულია ევროში
შენიშვნა: იმის გათვალისწინებით, რომ სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი ინვოისები უმეტესწილად წარმოდგენილია ლიტვურ ენაზე, ამასთან ინვოისში აღნიშნული თანხა მოცემულია ადგილობრივ ვალუტაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულად არ მიეკუთვნება პორტირების მომსახურებას, ამიტომ სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურებაზე გაანგარიშებით მიკუთვნებული ზემოაღნიშნული ხარჯების ოდენობა დოკუმენტურად არ საბუთდება.
შენიშვნა: იმის გათვალისწინებით, რომ სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების შესახებ ინფორმაცია არ შეიცავს ინფორმაციას ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მომსახურების ვადის და ამ აქტივების საბალანსო ღირებულებების შესახებ, ამიტომ სს „მედიაფონის“ მიერ სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურებაზე გაანგარიშებით მიკუთვნებული ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯის ოდენობა დოკუმენტურად არ საბუთდება.
სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილში მოცემული ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება დოკუმენტებით (მაგ. საკონსულტაციო ხარჯები, დარიცხული ხარჯები და სხვა);
შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ 2014 წლის 11 ივნისის წერილი N04-06-ით წარმოდგენილი პორტირების მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ინვოისებიდან, ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან და საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან ირკვევა შემდეგი:
ა) შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ სს „მედიაფონისთვის“ გადარიცხული თანხების ჯამი (2011 წლის 15 თებერვლი - 2014 წლის 6 ივნისის პერიოდისთვის) შეადგენს 8,544,113 ევროს. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც სს „მედიაფონის“ მიერ შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ გაწეული სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურების საფასურს, ასევე სს „მედიაფონისთვის“ გადახდილ დივიდენდის და სს „მედიაფონის“ სესხზე გადახდილ ძირითად თანხას და დარიცხულ პროცენტს;
ბ) სს „მედიაფონს“ მიერ 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ სააბონენტო ნომრების პორტაბელურიბის ფარგლებში გამოწერილი ინვოისების ჯამი წლების მიხედვით შეადგენს: 2011 წელი - 2,456,189 ევრო; 2012 წელი - 2,781,784 ევრო; 2013 წელი - 2,284,204 ევრო (2013 წლის ინვოისებში წარმოდგენილი არ არის ერთი ინვოისი თანხით 85 000 ევრო). აღნიშნული ინვოისები გამოწერილია მხარეებს შორის გაფორმებული 2010 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებების (ორი ხელშეკრულება) საფუძველზე. ამ ხელშეკრულებების ფარგლებში სს „მედიაფონი“ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ უწევს როგორც სალიცენზიო, ასევე მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების მომსახურებას.
დავით გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ სააბონონტო ნომრების პორტაბლურობის მომსახურების ავტორიზებული პირებისთვის მიწოდება დაიწყო 2011 წლის 15 თებერვლიდან. ამ პერიოდისთვის შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის და პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურებებაზე ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ფიქსირებული და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ 25 ავტორიზებულ პირს. აღნიშნული მომსახურების ღირებულება 2012 წლის პირველ ნოემბრამდე შეადგენდა 0,38 ევროს (დღგ–ს გარეშე), ხოლო 2012 წლის პირველი ნოემბრიდან შემცირდა 0,30 ევრომდე (დღგ–ს გარეშე). ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციისათვის ტარიფი შეადგენს 12 ევროს წელიწადში დღგ–ს გარეშე.
შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ აუდირებული (შპს „ბიურო აუდიტის“ მიერ აუდირებული) ანგარიშგების მიხედვით, ზემოაღნიშნული ტარიფებით შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ავტორიზებული პირებისგან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 2011 წელს შეადგინა 6,336,877 ლარი, ხოლო 2012 წელს - 6,689,811 ლარი. 2013 წლის ინფორმაცია წარმოდგენილია კომპანიის მოგების გადასახადის გაანგარიშების დეკლარაციის სახით. აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით 2013 წლის ერთობლივმა შემოსავალმა შეადგენა 5,908,434 ლარი.
დავით გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დანახარჯები იყოფა ორ ნაწილად: ა) სააბონენტო ნომრების პორტირების ფარგლებში სს „მედიაფონისგან“ მიღებული მომსახურების ხარჯები და ბ) სხვა ხარჯები.
კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ სს „მედიაფონისგან“ მიღებული პორტირების მომსახურების დანახარჯები. წლების მიხედვით შეადგენს: 2011 წელი - 2,456,189 ევრო, 2012 წელი - 2,781,783 ევრო, 2013 წელი - 2,284,204 აღნიშნული ხარჯები დასტურდება სს „მედიაფონის“ მიერ შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში გამოწერილი ინვოისებით.
საგადსახადო ორგანოში წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავალი შეადგენს 19,326,981 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის ჯამური მოგება შეადგენს 1, 559, 549 ლარს; შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ 2011, 2012 და 2013 წლების განმავლობაში პორტირების მომსახურებიდან მიღებული საერთო შემოსავალი შეადგენს 18,935,122 ლარს. ამავე პერიოდის ჯამური ხარჯები სს „მედიაფონის“ წინაშე შეადგენს 16,749,310 ლარს შესაბამისად შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ პორტირების მომსახურების ფარგლებში ოპერატორებისაგან მიღებულ შემოსავლებსა და სს „მედიაფონის“ წინაშე გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა შეადგენს 2,185,811 ლარს, რაც კომპანიის მიერ პორტირების მომსახურების ფარგლებში მიღებული შემოსავლების 12%-ია. თავის მხრივ სს „მედიაფონის“ მოგება აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინს 2011 წელი - 268,252 ევროს (11%), 2012 წელი - 341,875 ევროს (12%), 2013 წელი - 98 914 ევროს (4%). აღსანიშნავია, რომ მოგების გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორების მიერ სს „მედიაფონისთვის“ მიწოდებული მომსახურებიდან, ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული მოგების წილი; ქვეკონტრაქტორების მიერ სს „მედიაფონისთვის“ გაწეული მომსახურების დანახარჯები შეადგენს სს „მედიაფონის“ მთლიანი ხარჯების 70%. აღნიშნული მომსახურება სს „მედიაფონმა“ მიიღო ორი კომპანიისგან „Nordic Technology LLC”-სა და „Belcastel”-სგან.
სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებული საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით (წყარო: https://ariregister.rik.ee/ e-Business register) ირკვევა, რომ „Nordic Technology LLC”-ის 2012 წლის დაბეგვრის შემდეგ მოგება შეადგენდა მიღებული შემოსავლების 28%-ს. რაც შეეხება „Belcastel”-ს, კომპანიის შემოსავლები 2012 წლის განმავლობაში გაიზარდა 68,94%-ით, ხოლო მოგების შეფარდება დატვირთულ კაპიტალთან 2012 წლის მონაცემებით შეადგენდა 18,74%-ს.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომებს ესწრებოდნენ როგორც შპს „მედიაპრო ჯორჯიას“, ასევე ავტორიზებული პირების (შპს „მაგთიკომი, შპს „ჯეოსელი“, შპს „მობიტელი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, სს „სილქნეტი“) წარმომადგენლები. ზეპირი მომსენის სხდომაზე კომპანიების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ,
ირაკლი ჟღენტმა, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა ორი საკითხი:
1. შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ წარმოადგინა თუ არა სრულად დოკუმენტაცია;
2. რამდენად არის შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი ტარიფი ხარჯზე ორიენტირებული.
ირაკლი ჟღენტმა აღნიშნა, რომ კომისიამ შპს ”მედიაპრო ჯორჯიასგან” მოითხოვა ორი სახის ინფორმაცია, ერთი – დაკავშირებული შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“, მეორე კი დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ სს „მედიაფონთან“. მისი აზრით, შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ ყველაფერი წარმოადგინა, რისი წარმოდგენაც შეეძლო. რაც კომპანიამ არ წარმოადგინა, ეს არის სს „მედიაფონის“ დოკუმენტაცია, რაზეც შპს „მედიაპრო ჯორჯიას“, მისი აზრით, პასუხი არ უნდა მოეთხოვოს. ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იყო სს „მედიაფონთან“ და მის მესამე პირებთან ურთიერთობასთან, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ გააჩნია. ამასთანავე, ირაკლი ჟღენტის განცხადებით, სს „მედიაფონი“ ამ ინფორმაციას თვლის კონფიდენციალურად, რის თაობაზეც მიმართა კომისიას. სს „მედიაფონის“ წარმომადგენელმა პირადად, ჩამოიტანა დოკუმენტაცია კომისითვის ისე, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ არანაირი წვდომა ამ დოკუმენტებთან არ ჰქონია.
ირაკლი ჟღენტმა ტარიფის ხარჯზე ორიენტირებულობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომისიის გადასაწყვეტია, არის თუ არა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ტარიფი ხარჯზე ორიენტირებული. მან თხოვნით მიმართა კომისიას, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნოს. ირაკლი ჟღენტის განცხადებით, თუ კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დაწესებული ტარიფი ხარჯზე ორიენტირებული არ არის, კომისიამ კომპანიას უნდა მისცეს გარკვეული ვადა გამოსასწორებლად. მისი აზრით, თუ კომპანია ამ ვადაში არ გამოასწორებს ტარიფს, მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის საკითხი;
ირაკლი ესართიამ, შპს „მობიტელის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ოპერატორებსა და პორტირების ადმინისტრატორს შორის მოლაპარაკება ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით უშედეგო იქნება. ირაკლი ესართიას განცხადებით, შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ შპს ”მობიტელს” უკვე ჰქონდა მოლაპარაკება ხელშეკრულება ფასის შემცირებაზე, მაგრამ ყველა ოპერატორი უნდა იყოს თანახმა ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე. შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” შეთავაზება ფასის შემცირებასთან ერთად ითვალისწინებს „Systor“–ის პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებას, რასთან დაკავშირებითაც არიან ოპერატორები, რომლებიც „Systor“–ის პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლის პირობას ხელს არ აწერენ. როგორც ირაკლი ესართიამ აღნიშნა, შპს „მობიტელმა“ თავის მხრივ 2013 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი შეთანხმებას და დაეთანხმა პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებას, მაგრამ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტი შპს ”მობიტელს” არ მიუღია; ირაკლი ესართიას მიაჩნია, რომ კომისიამ უნდა დაავალდებულოს შპს ”მედიაპრო ჯორჯია”, შეამციროს მომსახურების ტარიფები.
გია კოშორიძემ, შპს „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ პორტირების პროცესი არ შეჩერდეს, კომისიის მიერ პორტირებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შეუძლია, რომ კომპანიებს შესთავაზოს გონივრული ფასი.
ავთანდილ იაშვილმა, შპს „ახალი ქსელების“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეოო საბჭოს წევრმა, აღნიშნა, რომ ვინაიდან ადმინისტრატორმა არ წარმოადგინა ინფორმაცია გარკვეული ხარჯების შესახებ, ეს ხარჯები გაანგარიშებაში არ უნდა ჩაეთვალოს და თუნდაც დროებითი ტარიფის დაწესებით, უნდა შემცირდეს იმ თანხების გადახდა, რასაც ოპერატორები იხდიან პორტირების მომსახურებისთვის. ოპერატორების ინტერესია, რომ შეჩერდეს არსებული სახით პორტირების მომსახურების საფასურის გადახდა. ავთანდილ იაშვილმა აღნიშნა, რომ თუ საფასურის გადახდა გაგრძელდება იგივე სახით, თითოეულ ოპერატორს მიადგება უდიდესი ზარალი.
ხათუნა ინჯიამ, შპს „ახალი ქსელების“ და შპს ”ახტელის” დირექტორის მოადგილემ, აღნიშნა, რომ კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ დღეს საქართველოში მოქმედი ოპერატორების ხარჯები პორტირების სერვისისთვის, არ არის ხარჯზე ორიენტირებული. ხატუნა ინჯიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრის კვლევის საფუძველზე იკვეთება ასევე ის, რომ დღეს არსებული ტარიფი არ არის ხარჯზე ორიენტირებული, რაც წარმოადგენს როგორც კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“, ისე კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას. ეს ფაქტი, წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე, უკვე დადასტურებულია. მიუხედავად იმისა, გაასაჯაროვებს თუ არა შპს „მედიაპრო ჯორჯია“ თავის ინფორმაციას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებითი ინფორმაცია არ წარმოადგინა, და ეს ვალდებულება კომისიის წინაშე მის მიერ უკვე დარღვეულია, ქმნის საფუძვლიან ეჭვს და კომისიას აძლევს საფუძველს იმისა, რომ იმსჯელოს ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის თაობაზე. ხათუნა ინჯიას განმარტებით, ის მონაცემები, რაც შედარებითი კვლევის დროს შეგროვდა, იძლევა საფუძველს იმისა, რომ პორტირების მომსახურების საფასური არ არის რეალურ ხარჯზე ორიენტორებული. ხათუნა ინჯიას აზრით, სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია იგივე მომსახურება სხვა ქვეყანაში ამდენად იაფი ღირდეს, ვიდრე საქართველოში, განსაკუთრებით ქვეყნის ტერიტორიული სიმცირიდან გამომდინარე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათალისწინებით, შპს „ახალი ქსელების“ წინადადება იქნება, რომ ვინაიდან შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ირღვევა როგორც „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულება, ასევე კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პორტირება საქართველოში, ხათუნა ინჯიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ოპერატორები აცხადებენ თანხმობას, რეალური ხარჯის გათვლის შემთხვევაში, პორტირების მომსახურება გაუწიონ აბონენტებს და მომსახურების მიწოდების შეჩერება არ უნდა მოხდეს, მაგრამ, ამავე დროს, მომსახურების ტარიფი უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული;
კომისიის წევრმა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული და შესაბამისად კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად არის ხარჯებზე ორიენტირებული შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ პორტირების მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი ტარიფები. მიმდინარე კვლევის ფარგლებში განხორციელდა როგორც იმ დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი, რაც კომისიაში წარმოადგინა შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“, ასევე პორტირების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების სისტემებისა და მომსახურების გაწევისთვის საჭირო ფინანსური დანახარჯების ოდენობების შესწავლა საერთაშორისი პრაქტიკის გათვალისწინებით.
კახი ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე კვლევის ფარგლებში განხორციელდა შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ასევე სამუშაო ჯგუფის მიერ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მიღებული მონაცემების შედარება პორტირების პორცესის განხორციელებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა კომისიის წარმომადგენლების ვიზიტი 4 ქვეყანაში: პორტუგალიაში, თურქეთში, შვეიცარიასა და სომხეთში, სადაც კომისიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ პრაქტიკას. ასევე მოძიებულ და შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნებში პორტირების განხორციელების მაგალითები.
სამუშაო ჯგუფმა, იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც კომისიაში წარმოადგინა შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ და სს „მედიაფონმა“ შეისწავლა სს „მედიაფონისა“ და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ საქართველოში სააბონენტო ნომრების პორტირების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები და აღნიშნული დანახარჯები, შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით, შეადარა სხვა ქვეყნებში ნომრების პორტირების პროცესის დანახარჯებთან დაკავშირებულ გამოცდილებას. შედარების დროს გათვალიწინებულ იქნა მომსახურების სისტემების და შესაბამისი საოპერაციო პროცესების მსაგავსება, პორტირებული ნომრების მოცულობა, ქვეყანაში აბონენტების რაოდენობა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
საზღვარგერეთის ქვეყნების (შვეიცარია, თურქეთი, პორტუგალია, სომხეთი) გამოცდილების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პორტირების მომსახურების ანაზღაურების სისტემასთან დაკავშირებით ძირითადად არის შემდეგი მიდგომა: არსებობს ფიქსირებული გადასახადი წლის განმავლობაში, ან კომბინირებული, რაც გულისხმობს ფიქსირებულ გადასახადს დამატებული პორტირებული ნომრების გადასახადი. ეს უკანასკნელი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ანაზღაურების სისტემაა. ორი ქვეყანა აღმოჩნდა მხოლოდ ისეთი, სადაც ბაზარზე არსებულ მთელს ნუმერაციის რესურსზე არის დადგენილი ტარიფი პორტირების მომსახურებისთვის. ეს ქვეყნებია: ლიტვა და საქართველო. კვლევის ფარგლებში ასევე შესწავლილი იქნა ოპერატორებს შორის წლიური ხარჯების გადანაწილების თურქეთში არსებული მოდელი. კერძოდ, თურქეთში 700,000.00$ ჯდება წლის განმავლობაში პორტირების მომსახურება, სადაც, 34000 პორტრება ხორციელდება ყოველდღიურად და იქედან გამომდინარე, რომ ეს სერვისი პორტირებულ ნომრებზე არის გათვლილი, ადვილი დასადგენია, რამდენად დიდი სხვაობაა ამ მხრივ თურქეთსა და საქართველოს შორის როგორც პორტირებული ნომრების, ასევე დანახარჯების თვალსაზრისით. კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ ის მომსახურება, რაც თურქეთში 700,000 $ მთლიან უჯდება პორტირების პროცესში ჩართულ ოპერატორებს, საქართველოში დაახლოებით 7 მილიონი ლარი ჯდება, შესაბამისად, ცალსახაა, რომ 7 მილიონი ლარი მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე 700,000 $. ამასთან თუ გავითვალიწინებთ თურქეთში განხორცილებული ნომრების პორტირებების ოდენობას, მაშინ საქარველოში ნომრების პორტირების მომსახურებისთვის გასაწევი დანახარჯები 700,000 $ -ზე მნიშვნელოვნად ნაკლები უნდა იყოს;
კახი ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პორტირების მომსახურების დანახარჯების შედარების თვალსაზრისით დამატებით შერჩეული იქნა მოსახლეობის მიხედვით შედარებით უფრო პატარა ზომის ქვეყნები – შვეიცარია და სომხეთი. როგორც გამოიკვეთა შვეიცარიაში მომსახურების ხარჯი არის დაახლოებით 800,000 ფრანკი (დაახლობით 970 000 ევროს ექვივალენტი), ხოლო სომხეთში წლიური ხარჯი არის 200,000 ევრო. სამუშაო ჯგუფისთვის დამატებით ცნობილი გახდა რომ სს „მედიაფონი“ მონაწილეობდა სომხეთში ნომრების პორტირებასთან დაკავშირებულ ტენდერში, სადაც გაიმარჯვა სლოვაკურმა კომპანიამ, თუმცა სს „მედიაფონს“ სომხეთში არ გაუკეთებია 200,000.00 ევროსგან დიდად განსხვავებული შეთავაზება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კახი ბექაურმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილი იმ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც კომისიაში წარმოადგინა შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“ და სს „მედიაფონმა“, ასევე კვლევის პრეცესში შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა არ დასტურდება; კერძოდ, არ დასტურდება, რომ შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” მიერ დადგენილი ტარიფი არის ხარჯებზე ორიენტირებული და ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.
კახი ბექაურმა დამატებით აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სრულად, რაც თავის მხრივ კომისიას მისცემდა საშუალებას ემსჯელა და შესაბამისად განესაზღვრა რა უნდა ყოფილიყო შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი, ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფების ზუსტი ოდენობა, სამუშაო ჯგუფის მიერ ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფების ზუსტი ოდენობის დადგენა მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს ვერ განხორციელდა.
შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას საკითხის შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;
2. კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრულია ადმინისტრატორის ვალდებულებები, კერძოდ დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, ადმინისტრატორი ვალდებულია:
- ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირების მონაცემთა საოპერაციო ბაზების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის მომსახურება ამ უკანასკნელებს გაუწიოს ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.
- ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურება გაუწიოს ხარჯებზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული და მათ მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომრების პირდაპირპროპორციულად დადგენილი ტარიფებით, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.
3. კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე“ 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს ადმინისტრატორს სააღრიცხვო, ფინანსური და სხვა ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) ადმინისტრატორის მიერ დადგენილი ტარიფების კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებთან შესაბამისობისა და აღნიშნული ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის და არადისკრიმინაციულობის დადგენის მიზნით, განახორციელოს ტარიფების მონიტორინგი, რისთვისაც უფლებამოსილია მოსთხოვოს ადმინისტრატორს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დადგენილი ტარიფების გაანგარიშება, ადმინისტრატორის მიერ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის დანერგვა-ადმინისტრირების პროცესში განხორციელებულ ინვესტიციაზე გონივრული უკუგების შემდგომ.
შესაბამისად, კომისისთვის ერთი მხრივ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ვალდებულების, ხოლო მეორე მხრივ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის“ დებულებისა და კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის მიზნით, კომისიამ, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მსვლელობისას შპს „მედიაპრო ჯორჯისაგან“ გამოითხოვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია; კომისიის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არ იქნა სრულად წარმოდგენილი შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ იმ მოტივით, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი რიგი დოკუმენტაცია წარმოადგენს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ დამფუძნებლისა და 51%-იანი წილის მფლობელის სს „მედიაფონის“ ინფორმაციას და შპს „მედიაპრო ჯორჯია“ ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას. კომისია აღნიშნავს, რომ კომისია ვერ გაიზიარებს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ აღნიშნულ პოზიციას იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის 412/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, სააბონენტო ნომტების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მედიაპრო ჯორჯია“ და 2010 წლის 1 ოქტომბერს მასთან გაფორმდა სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების ხელშეკრულება 10 წლის ვადით. შესაბამისად, როგორც კომისიის 2010 წლის 3 სექტემბრის N410/10 გადაწყვეტილებით, ასევე „სააბონენეტო ნომრების პორტაბელურობის დებულებითა“ და კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების, მათ შორის, კომისიისთვის ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების, შესრულება სწორედ შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ ვალდებულებას წარმოადგენს; აღნიშნულიდან გამომდინარე სწორედ შპს „მედიაპრო ჯორჯიაა“ როგორც „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“, ასევე კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი.
კომისია, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, იზიარებს კომისიის წევრისა და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის - კახი ბექაურის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ინფორმაციის არასრულად მოწოდებისა, რის გამოც სამუშაო ჯგუფის მიერ ვერ იქნა დადგენილი თუ რა უნდა ყოფილიყო შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ დადგენილი, ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას, სამუშაო ჯგუფის მიერ შესწავლილ იმ დოკუმენტაციასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც კომისიაში წარმოადგინა შპს „მედიაპრო ჯორჯიამ“, ასევე კვლევის პრეცესში შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რის თაობაზედაც სამუშაო ჯგუფმა წარმოუდგინა შესაბამისი ინფორმაცია კომისიას, შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა არ დასტურდება; კერძოდ, არ დასტურდება, რომ შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” მიერ დადგენილი ტარიფი არის ხარჯებზე ორიენტირებული და ითვალისწინებს გაწეულ ინვესტიციაზე გონივრულ უკუგებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიას და შპს ”მედიაპრო ჯორჯიას” შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის ადმინისტრირების თაობაზე 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე–2 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ინიციატივით ხელშეკრულება შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ადმინისტრატორის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეშად და სისტემატურად დარღვევის გამო, თუ კომისიის მიერ უკვე გამოყენებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეადგენს შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლია 0.1% ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ინიციატივით ხელსეკრულების შეწყვეტის თაობაზე, კომისია 3 თვით ადრე უგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ადგილი ჰქონდა შპს „მედიაპრო ჯორჯიასა“ და კომისიას შორის 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დენად და სისტემურ დარღვევას, რის თაობაზედაც შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ არაერთხელ ეცნობა წერილობით (წერილები: 1. №03/1054-14, 19.05.2014წ. 2. 03/1134-14,28.05.2014წ. 3. №03/1229-14, 09.06.2014წ.) და კომპანიას ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება პირგასამტეხლო საანგარიშო თვის მთლიანი შემოსავლის 0,1% ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კომისია იტოვებს უფლებამოსილებას განიხილოს შპს „მედიაპრო ჯორჯიასთან“ 2010 წლის პირველ ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის დაწესებული ტარიფების „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–10 მუხლის თ) და ი) პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა არ დასტურდება;
2. კომისია უფლებამოსილია 2014 წლის 1 აგვისტომდე განიხილოს ”სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე” კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის წევრს კახი ბექაურს.
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
