წვდომის მენიუ

ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილისთვის“ სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე

ნომერი: 322 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 23, 2014 18:24

მიღების თარიღი ივნისი 18, 2014

ინდმეწარმე  ,,დავით თედლიაშვილისთვის“ სიტყვიერი შენიშვნის მიცემის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას; ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და  საქართველოს რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 11 ივნისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (№10/892-14.; 11.06.14.) და 2014 წლის 11 ივნისს, ქ.ბათუმში, რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000186, საიდანაც ირკვევა, რომ     ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“ არამართლზომიერად სარგებლობდა  169.575 მჰც და 163.175 მჰც სიხშირეებით, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილისთვის“  ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ვინაიდან, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა 2014 წლის 11 ივნისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2014 წლის 11 ივნისს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 17 ივნისი, რის  შესახებ  შეტყობინებით ეცნობა ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილს“ და განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობისა და ადვოკატის იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილს“ ასევე ეცნობა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.  კომისიის 2014 წლის 17 ივნისს დანიშნული სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2014 წლის 18 ივნისს, რის შესახებ ეცნობა ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილს“.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 12 ივნისს,  კომისიას განცხადებით (№6/3770-14.; 12.06.14) მიმართა ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილმა“, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 29 ნოემბერის №692/7 გადაწყვეტილებით, არაავტორიზებადი საქმიანობისათვის, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, ერთი წლის ვადით მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით - 151.675 მჰც სარგებლობის ნებართვა, რისთვისაც გადაიხადა 500 ლარი. რადიოკავშირისთვის  4 რადიოგადამცემი (რაცია) უყიდა და გადასცა ყოფილმა პარტნიორმა, რომელმაც უთხრა, რომ მუშაობისას არანაირი პრობლემები არ ექნებოდა. დ.თედლიაშვილის განმარტებით, მას ეგონა რომ სარგებლობდა კომისიის მიერ მისთვის გადაცემული სიხშირით და არ იცოდა, რომ რადიოგადამცემები მუშაობდნენ სხვა სიხშირეზე, რაც თვითონაც ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაიგო.  ინდმეწარმე დ.თედლიაშვილის განმარტებით, მისი ბრალეულობით არ მომხდარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კომისიისაგან ითხოვა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი №000186  შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები: ნ.კონდოლელი და კ.მამისეიშვილი, ასევე ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილის“ თანამშრომელი ე. დევაძე, რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი. ამასთან  ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილს“ ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი.

2014 წლის 18 ივნისის, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“, რომელმაც მოინანია მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და განმარტა, რომ სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე შეწყვიტა სიხშირეებით არამართლზომიერად სარგებლობა და რადიოგადამცემებში (რაციებში) დაამონტაჟებინა კომისიის 2013 წლის 29 ნოემბრის №692/7 გადაწყვეტილებით მისთვის სარგებლობის უფლებით მინიჭებული სიხშირე. ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილის“ განმარტებით, რადიოკავშირისთვის  4 რადიოგადამცემი (რაცია) უყიდა და გადასცა ყოფილმა პარტნიორმა, რომელმაც უთხრა, რომ მუშაობისას არანაირი პრობლემები არ ექნებოდა. მას ეგონა რომ სარგებლობდა კომისიის მიერ მისთვის გადაცემული სიხშირით და არ იცოდა, რომ რადიოგადამცემები მუშაობდნენ სხვა სიხშირეზე, რაც თვითონაც ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაიგო.

2014 წლის 18 ივნისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 11 ივნისის №10/892-14  მოხსენებითი ბარათი;

2. 2014 წლის 11 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000186;

3. კომისიის 2013 წლის 29 ნოემბრის №692/7 გადაწყვეტილება ,,ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“;

4. ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილის“ 2014 წლის 12 ივნისის  №6/3770-14. განცხადება;

5. ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილის“ მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;

6 კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის ს.შავგულიძის განმარტება, რომელმაც დაადასტურა, რომ ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“ ამჟამად სარგებლობს კომისიის 2013 წლის 29 ნოემბრის №692/7 გადაწყვეტილებით მისთვის სარგებლობის უფლებით მინიჭებული სიხშირით.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2014 წლის 11 ივნისს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ, გეგმიური რადიოსიხშირული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“ შესაბამისი  უფლების მოპოვების გარეშე სარგებლობდა  169.575 მჰც და 163.175 მჰც სიხშირეებით, რის შესახებ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000186;

2. კომისიის 2013 წლის 29 ნოემბრის №692/7 გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F632 ნებართვა და მიენიჭა 151.675 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ერთი წლის ვადით, ქ. ბათუმში, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

3. ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“ ინანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;

4. ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილმა“ სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე შეწყვიტა სიხშირეებით არამართლზომიერად სარგებლობა და სარგებლობს კომისიის 2013 წლის 29 ნოემბრის №692/7 გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული სიხშირით;

5. ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე  მუხლით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნას აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც, ორგანოს (თანამდებობის პირის) რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქედან, რომ ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“ არამართლზომიერად (ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე) სარგებლობდა 169.575 მჰც და 163.175 მჰც სიხშირეებით, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ 2014  წლის 11 ივნისს  შედგენილი №000186 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმითა და 2014 წლის 11 ივნისს  კომისიის სხდომაზე ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილის“ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებით, ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილის“ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება); არ დგინდება ქონებრივი ზარალი; ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე  მუხლით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს. კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ კომისიის 2013 წლის 29 ნოემბრის №692/7 გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,დავით თედლიაშვილს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F632 ნებართვა და მიენიჭა 151.675 მჰც სიხშირე, რისთვისაც მის მიერ გადახდილია 500 ლარი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ინდივიდუალურ მეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“ უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე მუხლების და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე, 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ინდივიდუალური მეწარმე ,,დავით თედლიაშვილი“ ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;

2.   კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს ინდივიდუალური მეწარმე ,,დავით თედლიაშვილისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  ინდივიდუალური მეწარმე ,,დავით თედლიაშვილისთვის“ ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) 10 დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                      ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები