საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 25, 2014 18:36
მიღების თარიღი ივნისი 19, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №43 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ. კანკავა – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
2. კომისიის 2014 წლის 19 ივნისის №43 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ვახტანგ აბაშიძე |
|
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№43 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 19 ივნისი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს ”გრიფინი +”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
3. ინდ. მეწარმე ”არჩილ მაკრახიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);
4. შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ. კანკავა – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
