წვდომის მენიუ

შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 326 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 01, 2014 18:07

მიღების თარიღი ივნისი 19, 2014

 

შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 10 ივნისს №02/73 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3771-14 12.06.14) მიმართა შპს “IVERIA SAT“-მა, შპს “IVERIA SAT“-ის  წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “IVERIA SAT“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3.

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4.

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5.

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7.

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.S.1.

თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

თანამგზავრული სააბონენტო დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2.

ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi.

B.F.4.

მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.S.2.

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3.

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4.

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “IVERIA SAT“-ის 2014 წლის 10 ივნისის №02/73 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3771-14 12.06.14) და 2014 წლის 16 ივნისის №02/77 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/3906-14 16.06.14) წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდებისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ;

- შპს “IVERIA SAT“-ის დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ;

- ინფორმაცია შპს “IVERIA SAT“-ის  ურთიერთდამოკიდებული/აფილირებუ-ლი პირების შესახებ.

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “IVERIA SAT“-ის დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირები: ეკატერინე ოჩიგავა (წილის 25%-ის მფლობელი), ეკატერინე ებანოიძე (წილის 25%-ის მფლობელი), თეიმურაზ თათეშვილი (წილის 25%-ის მფლობელი) და გიორგი აბუაშვილი (წილის 25%-ის მფლობელი). შპს “IVERIA SAT“-ის ერთ-ერთ პარტნიორს - თეიმურაზ თათეშვილს განზრახული აქვს შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის შეძენა შპს “IVERIA SAT“-ის ერთ-ერთ პარტნიორ ეკატერინე ებანოიძისაგან.

შპს “IVERIA SAT“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 17 ივნისის №10/931-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “IVERIA SAT“-ის , შპს “IVERIA SAT“ -ის დირექტორის ალექსანდრე ოჩიგავას, შპს “IVERIA SAT“-ის პარტნიორების: ეკატერინე ოჩიგავას, ეკატერინე ებანოიძის, გიორგი აბუაშვილის,  ასევე შპს “IVERIA SAT“-ის პარტნიორისა და წილის შეძენის მსურველის - თეიმურაზ თათეშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 17 ივნისის №10/928-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “IVERIA SAT“ არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კომისიის საერთო-სტატისტიკურ ბაზაში არ ფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ  შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “IVERIA SAT“-ს, შპს “IVERIA SAT“-ის წილის 25%-ის ფიზიკურ პირ თეიმურაზ თათეშვილის მიერ  შეძენაზე.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “IVERIA SAT“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “IVERIA SAT“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                     ვახტანგ აბაშიძე

          კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

 

        კომისიის წევრი                                                                    კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები