საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2014 18:23
მიღების თარიღი ივნისი 27, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები და აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა რიგი ცვლილებები და დამატებები. კერძოდ განისაზღვრა კომისიის უფლებამოსილება გასცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, 2014 წლის 31 მარტის №176/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხუთი ლიცენზიის - MUX-A, MUX-B, MUX-C, MUX-D და MUX-E მოსაპოვებლად. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი F და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით 1,2,3 და ა.შ. აუცილებელია შესაბამისი დამატებების განხორციელება კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” იმგვარად, რომ განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისთვის შესაბამისი კოდის მინიჭების პირობები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ცვლილებები განხორციელდა ასევე ”მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონში და განისაზღვრა, რომ სამართალსუბიექტები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატარონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა დამატებების განხორციელება კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანების შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები);”
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი F ან MUX და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით - 1; 2; 3; ან A; B; C; და ა.შ.”
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის” რედაქტირებული ვარიანტის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
- files/7070_115542_290178_მკაცრი აღრიცხვის წესი, კოდიფიცირებული, N342-19, 27.06.14.doc
- files/7070_115542_764304_Scan1.JPG
- files/7070_115542_540197_Scan10001.JPG
- files/7070_115542_581202_Scan10002.JPG
- files/7070_115542_891331_Scan10003.JPG
- files/7070_115542_943684_Scan10004.JPG
- files/7070_115542_701220_Scan10005.JPG
- files/7070_115542_755496_Scan10006.JPG
