წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 347 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2014 17:38

მიღების თარიღი ივლისი 03, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის  №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  03 ივლისის №47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 03 ივლისის №47 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2. კომისიის 2014 წლის 03 ივლისის №47 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№47 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 03 ივლისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.       შპს “ჯეოსთილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

3.       შპს “ომეგა მ.ბ.რ.”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

4.       შპს ”ტაქსიკომისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

5.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ბორის კოშევაროვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

6.       სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მურთაზ ლილუაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი);

7.       შპს “INTERMEDIARY“-ის  100% წილის  ფიზიკურ პირ ბესიკ მოსაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

8.       ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ”ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

9.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №299/10 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები