საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2014 12:05
მიღების თარიღი ივლისი 10, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №48 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „ნიუკომისთვის“ ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
2. კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №48 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ვახტანგ აბაშიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№48 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 10 ივლისი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
4. ინდ. მეწარმე ”ხვიჩა ზანგურაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
5. შპს ”დეტექტორისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ა. დაბრუნდაშვილი – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 მაისის №310/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);
7. შპს “ინტერკომის“ წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);
8. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. თ.ტყეშელაშვილი - სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;);
9. შპს “INTERMEDIARY“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. პ.ბერია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
10. შპს „GEOBET“–ისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე – სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
11. შპს „ნიუკომისთვის“ ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
