სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2014 17:44
მიღების თარიღი ივლისი 10, 2014
სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ (ს.კ. №245675880) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 6/2458-14, 29.04.14) სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 352 მუხლის შესაბამისად, მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადების საფუძველზე კომისია ანიჭებს მას 2013 წლის 1 ივლისისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს. სიხშირეების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო” იყენებს იმ სიხშირეებს, რაც მიენიჭა კომისიის 2002 წლის 4 ოქტომბრის № 376/13 გადაწყვეტილებით სსიპ ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას” და რომელიც ითვალისწინებდა სიხშირეებით სარგებლობას აჭარის ავტონომიურ რესპულიკაში და შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ლაგოდეხი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საეთერო მაუწყებლობას ახორციელებს ერთ სატელევიზიო არხზე და 2013 წლის 1 ივლისისათვის მის მიერ რადიომაუწყებლობისთვის გამოყენებული სიხშირეებით ერთ რადიოარხზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე ვრცელდება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 351-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 352 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სიხშირეები დანართით (თან ერთვის) განსაზღვრულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი სატელევიზიო და რადიო პროგრამებით საეთერო მაუწყებლობისთვის დანართში მითითებული პარამეტრების შესაბამისად;
2. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დანართით განსაზღვრული სიხშირეები არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
4. უზრუნველყოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
5. აღირიცხოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
6. დაევალოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
