წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 მაისის № 310/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 361 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2014 11:56

მიღების თარიღი ივლისი 10, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 მაისის № 310/22 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად  კომისია 2 წელიწადში ერთხელ, „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად,  განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილების მე-13 პუნქტის შესაბამისად კომისია 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილებას ახორციელებს 2 წელიწადში ერთხელ, ყოველი მეორე წლის პირველ მაისამდე, ხოლო ამავე დადგენილების მე-14 პუნქტის თანახმად, კომისია ამ დადგენილების მე-13 პუნქტის შესაბამისად  განაწილებულ 87.5–108 მჰც სიხშირულ დიაპაზონში თავისუფალ სიხშირულ რესურსს ყოველწლიურად, საჯარო გაცნობისათვის აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე. კომისიის მიერ 2013 წლის 7 მაისს მიღებული  № 310/22 გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრულ იქნა 87.5–108მჰც სიხშირულ (FM) დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსი. კომისიის მიერ 2014 წლის 13 თებერვლის №76/2 გადაწყვეტილებით ააიპ არასამეწარმეო მედია-კავშირი „ობიექტივის“ კერძო მაუწყებლობის B62 ლიცენზიის მოდიფიცირების შედეგად, გამონთავისუფლებულ იქნა დამატებითი სიხშირული რესურსი და შესაძლებელი გახდა შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 07 მაისის № 310/22 გადაწყვეტილების დანართში გამოთავისუფალი სიხშირული რესურსის აღნიშვნის მიზნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შევიდეს ცვლილება კომისიის 2013  წლის 07 მაისის  N 310/22  გადაწყვეტილების დანართში და დანართს დაემატოს შემდეგი რედაქციის 144-ე პუნქტი:

144

104,7

თბილისი

თბილისი

 

2.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილებისა    და    ამავე    გადაწყვეტილების    პირველი     პუნქტის     შესაბამისად

რედაქტირებული დანართი №1-ის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ნ. ასპანიძე); 

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; №6) ერთი თვის ვადაში;   

5.           გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                ვ. აბაშიძე            

კომისიის წევრი                                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                 ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები