წვდომის მენიუ

შპს “ინტერკომის“ წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 362 / 11

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2014 12:01

მიღების თარიღი ივლისი 10, 2014

 

შპს “ინტერკომის“  წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2014 წლის 20 ივნისს და 2014 წლის 3 ივლისს წერილებით მიმართა შპს “ინტერკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/4090-14 20.06.2014 და №6/4346-14 03.07.2014), შპს “ინტერკომის“  წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ  შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

     “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ინტერკომი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება

WiFi

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ინტერკომის“  მიერ 2014 წლის 8 ივლისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4420-14 08.07.2014) კომისიაში წარმოდგენილ იქნა:

- ინფორმაცია  შპს “ინტერკომის“  საქმიანობის შესახებ;

- ინფორმაცია  შპს “ინტერკომის“  შემოსავლების შესახებ;

- ინფორმაცია შპს “ინტერკომის“  აბონენტთა ოდენობის შესახებ;

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის  თანახმად შპს “ინტერკომის“ (ს/კ 400077340) წილის 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ბეჟან ლაცაბიძე.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 24 ივნისის №10/981-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “ინტერკომის“, შპს “ინტერკომის“ წილის შეძენის მსურველების - ზვიად ბერიშვილის, ვლადიმერ სალიბეგაშვილის, ხრისტინა მარტინოვას, ასევე შპს “ინტერკომის“ დირექტორის ბეჟან ლაცაბიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ დგინდება.

კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 24 ივნისის №10/984-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “ინტერკომი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიის გამოყენებით თბილისში და გარდაბნის მუნიციპალიტეტში. შპს “ინტერკომის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა  შემოსავლებმა 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგინა: თბილისში - 63705 ლარი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში - 31360 ლარი.

აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა: თბილისში 266 აბონენტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 188 აბონენტი.

 წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე თბილისში კომპანიების მიერ ინტერნეტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “ინტერკომის“ აბონენტთა ხვედრითი წილი 2014  წლის მაისის მდგომარეობით შეადგენდა 0,09%-ს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპანიების მიერ ინტერნეტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “ინტერკომის“ აბონენტთა ხვედრითი წილი 2014  წლის მაისის მდგომარეობით შეადგენდა 2,65%-ს.

 თბილისში კომპანიების მიერ ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “ინტერკომის“  შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენდა - 0,05%-ს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპანიების მიერ ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “ინტერკომის“  შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენდა - 1,32%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ინტერკომის“  წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ინტერკომის“  წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “ინტერკომს“, შპს “ინტერკომის“  წილის 33,334%-ის ფიზიკურ პირ ზვიად ბერიშვილის, 33,333%-ის ფიზიკურ პირ ვლადიმერ სალიბეგაშვილის და 33,333%-ის ფიზიკურ პირ ხრისტინა მარტინოვას მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ინტერკომისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ინტერკომისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

         კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე 

          კომისიის წევრი                                                                ირაკლი მოსეშვილი

         კომისიის წევრი                                                                 სოფიო ბრიტანჩუკი                 

          კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური     

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები