წვდომის მენიუ

შპს „ნიუკომისთვის“ ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 366 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2014 18:54

მიღების თარიღი ივლისი 10, 2014

 

შპს „ნიუკომისთვის“ ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 19 მაისის №263/10-5 გადაწყვეტილებით ქ. ბოლნისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ნიუკომი”. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, შპს ”ნიუკომს” განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის  - 6,075.00 (ექვსი ათას სამოცდათხუთმეტი და 00) ლარის 20%–ს - 1215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 19 მაისის №263/10-5 გადაწყვეტილება შპს ”ნიუკომს” ჩაბარდა 2014 წლის 6 ივნისს. შპს ”ნიუკომის” მიერ 2014 წლის 25 ივნისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 1215.00 (ერთი ათას ორასთხუთმეტი და 00) ლარი და კომისიაში წარმოდგენილ იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი 2014 წლის 30 ივნისს (კომისიაში რეგისტრაციის №6/4297-14).

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლებისა და კომისიის 2014 წლის 19 მაისის №263/10-5 გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ნიუკომს” კერძო  მაუწყებლობის №B168 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 10 ივლისამდე;

დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. ბოლნისი;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

1.

ქ. ბოლნისი

101,5

FM

V

წრიული

500

41°28 0.76" N 44°32 17.39” E

30

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს - 12 საათი;

3. შპს ”ნიუკომი” ვალდებულია:

ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ი) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

კ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ლ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

მ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ნ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

ო) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

პ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჟ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

4. უზრუნველყოს შპს ”ნიუკომმა” სალიცენზიო გადასახდელის  დარჩენილი 70%-ის ანუ 4,252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

355.00 ლარი – 2014 წლის 10 აგვისტომდე;

355.00 ლარი – 2014 წლის 10 სექტემბრამდე;

355.00 ლარი – 2014 წლის 10 ოქტომბრამდე;

355.00 ლარი – 2014 წლის 10 ნოემბრამდე;

355.00 ლარი - 2014 წლის 10 დეკემბრამდე;

355.00 ლარი – 2015 წლის 10 იანვრამდე;

355.00 ლარი – 2015 წლის 10 თებერვლამდე;

355.00 ლარი – 2015 წლის 10 მარტამდე;

355.00 ლარი – 2015 წლის 10 აპრილამდე;

355.00 ლარი – 2015 წლის 10 მაისამდე;

355.00 ლარი – 2015 წლის 10 ივნისამდე;

347.50 ლარი – 2015 წლის 10 ივლისამდე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა  (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნიუკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში              (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

8. გადაწყვეტილება (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის                                      შპს „ნიუკომისთვის” ჩაბარებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე), მე–2, მე-3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                          აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                          სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                          ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                          კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები