წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 370 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2014 12:06

მიღების თარიღი ივლისი 17, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის  №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  17 ივლისის №50 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 17 ივლისის №50 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტიანი რეგულაციის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. ე.ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

ბ) სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 26 ივნისის N340/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.)

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებისა შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2014 წლის 17 ივლისის №50 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №50 სხდომის

ქ. თბილისი                                                                                                 2014 წლის 17 ივლისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №50 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

2.        საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3.        სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ალექსანდრე ივანიოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

4.        სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტასთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

5.        შპს ”ინტერსექიურითი - ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

6.        შპს ”გამასთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

7.        შპს  “Batumi car tour”-ისთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

8.        ინდ. მეწარმე ”მიხეილ დოლიძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის  შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

9.        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 11 აპრილის №201/22 გადაწყვეტილებაში დამატების შეტანის შესახებ (მომხს. რ. სვანიძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

10.     სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);

11.     შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);

12.     შპს „ახალი ქსელების“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);

13.     შპს „ახტელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. რ.სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);

14.     შპს „ინტერსექიურითი ჯორჯიასთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);

15.     შპს „ელიზ კომპანიასთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);

16.     შპს „ტრანსკომისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);

17.     ინდ.მეწარმე „თინათინ მოდებაძისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);

18.     შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედისათვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი);

19.     საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

20.     სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

21.     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 26 ივნისის N340/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.)

22.     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში  ცვლილებისა შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები