წვდომის მენიუ

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 373 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2014 17:47

მიღების თარიღი ივლისი 17, 2014

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტასთვის”  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ   სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა  ”დელტამ” (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 202297335) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/211-14, 23.05.14) ქ. თბილისსა და კახეთის მხარეში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების  თაობაზე.  სიხშირე  გათვალისწინებულია რადიომოდემების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ  ”დელტას” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ  ”დელტას”  წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F799 ნებართვა  და  მიენიჭოს  426.050  მჰც  სიხშირე  (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ.თბილისსა და კახეთის მხარეში ერთი წლის ვადით, რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.    აღირიცხოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ”დელტასთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

4.    დაევალოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ  ”დელტას” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ  ”დელტასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ა. დაბრუნდაშვილი) სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  №6)  ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

9.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ  ”დელტასთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                    ვ. აბაშიძე                            

კომისიის წევრი                                                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                     კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები