წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 379 / 20

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2014 16:55

მიღების თარიღი ივლისი 17, 2014

 

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 19 თებერვალს სს „სილქნეტმა“ განცხადებით №606/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის №6/940-14) მიმართა კომისიას, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რიგი სტატისტიკური ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში სს „სილქნეტი“ განმარტავს, რომ სს  „სილქნეტი“ კომისიას,  კომისიის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად სისტემატიურად უგზავნის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაციის კონკრეტულ სატარიფო გეგმებში ჩართული აბონენტების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული განცხადებით კომპანია ითხოვს, რომ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში), 4.6 (კომბინირებული შეთავაზებები) და 4.7 (კომბინირებული შეთავაზებები - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისათვის შეთავაზებული პაკეტის ჭრილში მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად; ასევე ითხოვს, რომ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2.4 (სატარიფო გეგმები), 2.5 (აქციები), 2.6 (პაკეტები), 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება), 3.4 (სატარიფო გეგმები) და 3.5 (სატარიფო გეგმების მოხმარება) მიჩნეულ იქნას კომერციულ საიდუმლოებად.

სს „სილქნეტი“ განცხადებაში განმარტავს, რომ მომსახურებების პაკეტების შესაქმნელად კომპანიაში ჩატარებულია კვლევები, დახარჯულია მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, რომელიც გამიზნულია  ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო სს „სილქნეტს“ მიაჩნია, რომ ეს ინფორმაცია არის კომერციული ღირებულების მქონე და მიუღებელია მისი განსაჯაროება და კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომობა.

     კომისიამ განიხილა სს „სილქნეტის“ 2014 წლის 19 თებერვლის განცხადება №606/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის №6/940-14) კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს:

1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ფორმა 2.4-ში (სატარიფო გეგმები - ივსება ყოველთვიურად):

1.    ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577)  და ა.შ.);

2.    გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);

3.    სატარიფო გეგმა (სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა);

4.    აბონენტები (სატარიფო გეგმაში ჩართული აბონენტების რაოდენობა);

5.    შემოსავალი აქტივაციიდან (სატარიფო გეგმის გააქტიურებისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხით მიღებული შემოსავალი);

6.    სააბონენტო შემოსავალი (სატარიფო გეგმით სარგებლობისთვის პერიოდულად გადახდილი თანხებიდან მიღებული შემოსავალი);

7.    შემოსავალი (სატარიფო გეგმით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტო შემოსავლის ჩათვლით, დღგ-ს და აქციზის გარეშე));

8.    დღგ;

9.    აქციზი;

ბ) ფორმა 2.5 -ში (აქციები - ივსება ყოველთვიურად):

1.    ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577)  და ა.შ.);

2.    გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);

3.    აქცია (აქციის დასახელების აბრევიატურა);

4.    აბონენტები (სატარიფო გეგმაში ჩართული აბონენტების რაოდენობა);

5.    შემოსავალი აქტივაციიდან (სატარიფო გეგმის გააქტიურებისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხით მიღებული შემოსავალი);

6.    სააბონენტო შემოსავალი (სატარიფო გეგმით სარგებლობისთვის პერიოდულად გადახდილი თანხებიდან მიღებული შემოსავალი);

7.    შემოსავალი (სატარიფო გეგმით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტო შემოსავლის ჩათვლით, დღგ-ს და აქციზის გარეშე));

8.    დღგ;

9.    აქციზი;

გ) ფორმა 2.6 -ში (პაკეტები - ივსება ყოველთვიურად):

1.    ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577)  და ა.შ.);

2.    გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);

3.    სერვისი (SMS, MMS, GPRS, Voice);

4.    ნომინალი (პაკეტის ნომინალი ლარებში);

5.    პაკეტში ერთეულების რაოდენობა (პაკეტში ერთეულების რაოდენობა);

6.    აქტივაციების რაოდენობა (საანგარიშო პერიოდში პაკეტის აქტივაციების რაოდენობა);

7.    აბონენტების რაოდენობა (განსხვავებული აბონენტების რაოდენობა, ვინც საანგარიშო პერიოდში გაააქტიურა პაკეტი);

8.    მოხმარება (სერვისის მოხმარება);

9.    შემოსავალი (სატარიფო გეგმით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტო შემოსავლის ჩათვლით, დღგ-ს და აქციზის გარეშე));

10. დღგ;

11. აქციზი;

დ) ფორმა 2.7-ში (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება - ივსება ყოველთვიურად):

1.    ბრენდი (მაგთი, ბალი, ბანი, ჯეოსელი (577)  და ა.შ.);

2.    გადახდის ტიპი (შემდგომი ან წინასწარი);

3.    სატარიფო გეგმა (სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა);

4.    აქცია (აქციის დასახელების აბრევიატურა);

5.    სერვისი (SMS, MMS, GPRS, სხვა);

6.    სატარიფო გეგმაში/აქციაში შემავალი/არა შემავალი (აქციის ფარგლებში - მის ფარგლებს გარეთ მოხმარებული ერთეულების რაოდენობა);

7.    აბონენტები (სერვისის მომხმარებელ აბონენტთა რაოდენობა);

8.    მოხმარება (სერვისის მოხმარება);

9.    შემოსავალი;

10. დღგ;

11. აქციზი;

ე) ფორმა 3.4-ში (სატარიფო გეგმები - ივსება ყოველთვიურად):

1.    დასახლებული პუნქტი;

2.    მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);

3.    მომსახურება (CDMA, VoIP, WiMax, კომუტირებადი სადენიანი ტელეფონი, ტაქსოფონი);

4.    სატარიფო გეგმა (სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა);

5.    აბონენტები (სატარიფო გეგმაში ჩართული აბონენტების რაოდენობა);

6.    შემოსავალი აქტივაციიდან (სატარიფო გეგმის გააქტიურებისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხით მიღებული შემოსავალი);

7.    სააბონენტო შემოსავალი (სატარიფო გეგმით სარგებლობისთვის პერიოდულად გადახდილი თანხებიდან მიღებული შემოსავალი);

8.    შემოსავალი (სატარიფო გეგმით მიღებული სრული შემოსავალი (აქტივაციის და სააბონენტო შემოსავლის ჩათვლით, დღგ-ს));

9.    დღგ;

ვ) ფორმა 3.5-ში  (სატარიფო გეგმების მოხმარება - ივსება ყოველთვიურად):

1.    დასახლებული პუნქტი;

2.    მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);

3.    მომსახურება (CDMA, VoIP, WiMax, კომუტირებადი სადენიანი ტელეფონი, ტაქსოფონი);

4.    სატარიფო გეგმა (სატარიფო გეგმის დასახელების აბრევიატურა);

5.    სერვისი (SMS, MMS, GPRS);

6.    სატარიფო გეგმაში/აქციაში შემავალი/არა შემავალი (აქციის ფარგლებში - მის ფარგლებს გარეთ მოხმარებული ერთეულების რაოდენობა);

7.    აბონენტები (სერვისის მომხმარებელ აბონენტთა რაოდენობა);

8.    მოხმარება (სერვისის მოხმარება);

9.    შემოსავალი;

10. დღგ;

ზ) ფორმა 4.1-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - ივსება ყოველთვიურად):

1.    დასახლებული პუნქტი;

2.    მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);

3.    ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);

4.    პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);

5.    პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);

6.    პაკეტის დასახელება;

7.    პაკეტის ღირებულება;

8.    აბონენტები;

9.    სააბონენტო შემოსავალი;

10. დღგ;

თ) ფორმა 4.2-ში (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში - ივსება ყოველკვარტლურად):

1.    დასახლებული პუნქტი;

2.    მფლობელობის ტიპი (იურიდიული ან ფიზიკური);

3.    ტექნოლოგია (CDMA, Fiber,Wi-Fi და ა.შ.);

4.    პაკეტის მინიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მინიმალური გლობალური სიჩქარე);

5.    პაკეტის მაქსიმალური სიჩქარე (მბ\წმ) (მაქსიმალური გლობალური სიჩქარე);

6.    პაკეტის დასახელება;

7.    პაკეტის ღირებულება;

8.    აბონენტები;

ი) ფორმა 4.6-ში (კომბინირებული შეთავაზებები - ივსება ყოველთვიურად):

1.    დასახლებული პუნქტი;

2.    პაკეტის დასახელება;

3.    აბონენტების რაოდენობა;

4.    ახალი აბონენტების რაოდენობა;

5.    შემოსავალი;

6.    დღგ;

7.    აქციზი;

შენიშვნა: კომბინირებული შეთავაზებები მოიცავს: მოძრავი საკომუნიკაციო ქსელით გაწეულ მომსახურებას, ფიქსირებული სადენიანი/უსადენო ქსელით გაწეულ ხმოვან მომსახურებას, ფიქსირებული სადენიანი/უსადენო ქსელით ინტერნეტ მომსახრებას, მაუწყებლობის ტრანზიტულ მომსახურებას.

კ) ფორმა 4.7-ში (კომბინირებული შეთავაზებები - აბონენტები კვარტალში - ივსება ყოველკვარტლურად):

1.    დასახლებული პუნქტი;

2.    პაკეტის დასახელება;

3.    აბონენტების რაოდენობა;

4.    ახალი აბონენტების რაოდენობა;

შენიშვნა: კომბინირებული შეთავაზებები მოიცავს: მოძრავი საკომუნიკაციო ქსელით გაწეულ მომსახურებას, ფიქსირებული სადენიანი/უსადენო ქსელით გაწეულ ხმოვან მომსახურებას, ფიქსირებული სადენიანი/უსადენო ქსელით ინტერნეტ მომსახრებას, მაუწყებლობის ტრანზიტულ მომსახურებას.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური.

4. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე. ამავე რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი პირი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში  განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული მომსახურების, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების (მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის შემთხვევაში პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხების თაობაზე) და მომსახურების ტარიფების თაობაზე ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ავტორიზებულ პირებს დაკისრებული აქვთ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე  კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა, კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების: 2.4 (სატარიფო გეგმები), 2.5 (აქციები), 2.6 (პაკეტები), 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება), 3.4 (სატარიფო გეგმები) და 3.5 (სატარიფო გეგმების მოხმარება) მთლიანად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. ამავე დროს, კომისია განმარტავს, რომ ვინაიდან სს „სილქნეტის“ მიერ შევსებული და კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები: 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი), 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში), 4.6 (კომბინირებული შეთავაზებები), 4.7 (კომბინირებული შეთავაზებები - აბონენტები კვარტალში), 2.4 (სატარიფო გეგმები), 2.5 (აქციები), 2.6 (პაკეტები), 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება), 3.4 (სატარიფო გეგმები) და 3.5 (სატარიფო გეგმების მოხმარება) შეიცავს ასევე ინფორმაციას სს „სილქნეტის“  აბონენტების ოდენობების შესახებ კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული კონკრეტული სატარიფო გეგმების, პაკეტების, აქციებისა თუ ნომინალის ჭრილში, ასევე ინფორმაციას აღნიშნული სატარიფო გეგმების, აქციების, პაკეტებისა და ნომინალის ჭრილში მოხმარებული ტრაფიკის, შემოსავლებისა და გადასახადების თაობაზე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა, ვინაიდან კომისიის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია კონკურენტი კომპანიების მიერ განისაზღვროს, თუ ავტორიზებული პირის - სს „სილქნეტის“ მიერ შექმნილი რომელი კომერციული პროდუქტი (პაკეტი, სატარიფო გეგმა, აქცია) აღმოჩნდა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი, აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ კი კომისიის აზრით შესაძლოა ზიანი მიაყენოს სს „სილქნეტის“ კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ მოთხოვნა და კომერციულ საიდუმლოებად უნდა იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების:

1.    ფორმა 2.4 (სატარიფო გეგმები) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

2.    ფორმა 2.5 (აქციები) აბონენტებისთვის შეთავაზებული აქციების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

3.    ფორმა 2.6 (პაკეტები) აბონენტებისთვის შეთავაზებული ნომინალის მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება), შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

4.    ფორმა 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმებისა და აქციების მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება) შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

5.    ფორმა 3.4 (სატარიფო გეგმები) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან, სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.

6.    ფორმა 3.5 (სატარიფო გეგმების მოხმარება) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება), შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.

7.    ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.

8.    ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების შესახებ.

9.    ფორმა 4.6 (კომბინირებული შეთავაზებები) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების (მათ შორის ახალი აბონენტების), შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ-სა და აქციზის) ოდენობების შესახებ.

10. ფორმა 4.7 (კომბინირებული შეთავაზებები - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების (მათ შორის ახალი აბონენტების) ოდენობის შესახებ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „სილქნეტის“ 2014 წლის 19 თებერვლის №606/05-8 (კომისიაში რეგისტრაციის №6/940-14) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების:

ა) ფორმა 2.4 (სატარიფო გეგმები) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

ბ) ფორმა 2.5 (აქციები) აბონენტებისთვის შეთავაზებული აქციების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან და სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

გ) ფორმა 2.6 (პაკეტები) აბონენტებისთვის შეთავაზებული ნომინალის მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება), შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

დ) ფორმა 2.7 (სატარიფო გეგმების და აქციების მოხმარება) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმებისა და აქციების მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება) შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ და აქციზი) ოდენობების შესახებ.

ე) ფორმა 3.4 (სატარიფო გეგმები) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა (მათ შორის: შემოსავალი აქტივაციიდან, სააბონენტო შემოსავალი) და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.

ვ) ფორმა 3.5 (სატარიფო გეგმების მოხმარება) აბონენტებისთვის შეთავაზებული სატარიფო გეგმების მიხედვით აბონენტების, ტრაფიკის (მოხმარება), შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.

ზ) ფორმა 4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების, შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ) ოდენობების შესახებ.

თ) ფორმა 4.2 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების ოდენობების შესახებ.

ი) ფორმა 4.6 (კომბინირებული შეთავაზებები) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების (მათ შორის ახალი აბონენტების), შემოსავლებისა და გადასახადების (დღგ-სა და აქციზის) ოდენობების შესახებ.

კ)ფორმა 4.7 (კომბინირებული შეთავაზებები - აბონენტები კვარტალში) აბონენტებისთვის შეთავაზებული პაკეტების მიხედვით აბონენტების (მათ შორის ახალი აბონენტების) ოდენობის შესახებ.

2. კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში 2.4, 2.5, 2.7, 3.4, 3.5 4.1, 4.2, 4.6-სა და 4.7-ში, წარმოდგენილი ინფორმაცია ნებისმიერ სხვა ჭრილში ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან 15 დღის შემდეგ, თუ სს „სილქნეტმა“ აღნიშნულ ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლოში ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას;

3. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის ინფორმაციულ–ანალიტიკურ დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).

                კომისიის თავმჯდომარე                                                         ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი                                                                         აკაკი სიხარულიძე

                კომისიის წევრი                                                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

                კომისიის წევრი                                                                                           ირაკლი მოსეშვილი

                კომისიის წევრი                                                                                           კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები