წვდომის მენიუ

შპს ,,სი ჯი ელისათვის“( საიდენტიფიკაციო კოდი: 404473191) ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 387 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2014 17:51

მიღების თარიღი ივლისი 17, 2014

შპს ,,სი ჯი ელისათვის“( საიდენტიფიკაციო კოდი: 404473191) ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია  აღნიშნავს, რომ 2014 წლის 1 ივლისს შპს „GEOBET“-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000227 მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით მარტივი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში,  საქმის სრულყოფილი გამოკველვისათვის  2014 წლის 3 ივლისს კომისიამ N01/1437-14 წერილით მიმართა შპს „რკინიგზის ტელეკომს“ იმ საკითხის დასაზუსტებლად, თუ ვის ეკუთვნოდა IP მისამართები: 5.133.162.150, 5.133.162.151, 5.133.162.152, 5.133.162.153, 5.133.162.154,  5.133.162.155, 5.133.162.156, 5.133.162.158, 5.133.162.159, საიდანაც ხორციელდებოდა სამაუწყებლო არხების ტრანსლირება ვებ-გვერდ www.adjaranet.com. მეორე დღეს, კომისიაში შემოვიდა შპს „რკინიგზის ტელეკომის“ საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: 04/07/2014; N6/4360-14), რომლის  თანახმად ირკვევა, რომ კომისიის 2014 წლის 3 ივლისის N01/1437-14 წერილში მითითებული IP მისამართები ეკუთნოდა შპს „რკინიგზის ტელეკომს“ და გაწერილი იყო შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედზე“ (ს/კ 404473191).                                                                                                                                 იმის გამო, რომ ვებ-გვერდის და პლეიერის IP მისამართები გაწერილი იყო შპს „GEOBET“-ზე, ხოლო სამაუწყებლო არხები პლეირეში მოდიოდა IP მისამართებით, რომლებიც გაწერილი იყო შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედზე“,  2014 წლის 8 ივლისს კომისიამ N03/1463-14 წერილით  გამოითხოვა შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედსა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების თაობაზე გაფორმებული დოკუმენტაციის ასლები (ხელშეკრულებები ან სხვ.). 2014 წლის 9 ივლისს კომისიაში შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ წარმოადგინა N090714-1 წერილი თანდართული ხელშეკრულების ასლით, საიდანაც ჩანს, რომ 2014 წლის 1 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომსა“ და შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“ შორის გაფორმებულია კოლოკაციის მომსახურეობაზე ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი“ (შემსრულებელი) უწევს შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“(დამკვეთს) კოლოკაციის მომსახურებას, რაც გულისხმობს შემსრულებლის მიერ შემდეგი მოქმედებების შესრულებას: 1. დამკვეთის სერვერზე განთავსებული ინფორმაციის მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინტერნეტ-რესურსების მეშვეობით; 2. ქსელის ოპერირების ცენტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ტელეფონის მეშვეობით, დამკვეთის წარმომადგენლებისათვის 24/7 პერიოდის განმავლობაში; 3. კოლოკაციის ფართში მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, დამკვეთის მიერ განთავსებული აპარატურის პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ოპერაციულ სისტემასთან დისტანციური წვდომის უზრუნველყოფა ინტერნეტის მეშვეობით, ვებ ინტერფეისის საშუალებით. 4. დამკვეთის კუთვნილი 5 სერვერის (რომელიც მოიცავს 9 იუნითს ) და 4 თაუერ ტიპის სერვერის განთავსება კოლოკაციის ფართში არსებულ აპარატურულ კარადაში და მათი ჩართვა ქსელში კოლოკაციის მომსახურების გაწევის მიზნით; 5. IP პროტოკოლის მეშვეობით დამკვეთის აპარატურის 99%-იანი ჩართულობა/ხელმისაწვდომობა შემსრულებლის ქსელის ფარგლებში; 6. 4 ცალი 1გბ-იანი პორტის გამოყოფა; ამასთანავე, მხარეები თანხმდებიან, რომ კოლოკაციის მომსახურების დამკვეთისათვის მიწოდების მიზნით, შემსრულებელმა უნდა გამოუყოს დამკვეთს შემდეგი რესურსები: ინტერნეტ რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს, რომ შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს კოლოკაციის ფართში ხელშეკრულების საფუძველზე განთავსებული დამკვეთის სერვერების ინტერნეტ რესურსებთან წვდომა შემდეგი პარამეტრების შესაბამისად: გლობალური სიჩქარე 26 მბ. აღნიშნული ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-4 პუნქტში გაწერილია სერვერების IP მისამართების რაოდენობა, კერძოდ:

IP

GW

MASK

5.133.162.144/28

5.133.162.146-158

5.133.162.145

255.255.255.240

5.133.162.148/30

5.133.162.150

5.133.162.149

255.255.255.252

5.133.162.152/30

5.133.162.154

5.133.162.153

255.255.255.252

5.133.162.156/30

5.133.162.158

5.133.162.157

255.255.255.252

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „რკინიგზის ტელეკომის“  მიერ 2014 წლის 1 ივლისს, ერთი წლის ვადით („საწყისი პერიოდი“) შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედისათვის“ გამოყოფილ იქნა IP მისამართები  ინტერვალით -  5.133.162.146–დან 5.133.162.158–ჩათვლით, რომლებსაც შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ იყენებდა  სამაუწყებლო არხების ტრანსლირებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის.  ის ფაქტი, რომ მოცემული IP მისამართების ინტრევალი გამოიყენებოდა არხების ტრანსლირებისათვის, დასტურდება კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სასმახურებრივი ბარათით (9.07.2014; N10/1091-14), სადაც აღნიშნულია, რომ რომ ვებ-გვერდზე www.adjaranet.com სამაუწყებლო არხების НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол 2“ და  „НТВ+ Спорт Плюс“ ტრანსლირება ხორციელდება IP მისამართებიდან 5.133.162.154 და 5.133.162.155 (მაგალითად:  5.133.162.155 IP-დან მოდის нтв-плюс Спорт Плюс“, ხოლო 5.133.162.154 IP-დან  ხდება НТВ+ Футбол“ და  „НТВ+ Футбол 2“ ტრანსლირება). აღნიშნული IP მისამართები შპს „რკინიგზის ტელეკომის“ მიერ, გაწერილია  შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედზე“ (ს/კ 404473191).

ამასთან, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 9 ივლისის სამსახურებრივი ბარათიდან (N10/1099-14) ირკვევა, რომ  www.adjaranet.com DNS lookup ბრძანებით პასუხობს შემდეგ IP  მისამართს: 5.133.162.148. ამავე სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად ირკვევა, რომ Static.adjaranet.com-ზე განთავსებულია პლეიერი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება სამაუწყებლო არხების ტრანზიტი (IP მისამართი: 5.133.162.157). შპს  „რკინიგზის ტელეკომს” ეს IP მისამართებიც გაწერილი შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედზე“, რაც ამ ორ კომპანიას შორის 2014 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებითაც დასტურდება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „GEOBET”-ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 8 ივლისს შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი N000228, რომელიც 2014 წლის 9 ივლისს,  მაუწყებლობის რეგულირების  N10/1101-14 სამსახურებრივ ბარათან ერთად გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით.                                    

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებული მონაცემების შემოწმების შედეგად, შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“  (საიდენტიფიკაციო კოდი - 404473191) კომისიაში გავლილი არ აქვს ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე. ამასთან, შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ ვებ-გვერდზე  www.adjaranet.com ახორციელებს სამაუწყებლო არხების ტრანზიტს. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს, მიაჩნია, რომ შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ ახორციელებს ავტორიზებად საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე და რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა.

კომისია აგრეთვე, აღნიშნავს, რომ 10 ივნისს კომისიაში შემოსულია შპს „ინტეგრალის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/3747-14), რომლის თანახმადაც კომპანია აცხადებს, რომ ვებ-გვერდის  www.adjaranet.com-ის  საშუალებით ხორციელდება სხვადასხვა სამაუწყებლო არხების „НТВ+ Футбол“, „НТВ+ Футбол 2“, „НТВ+ Спорт Плюс“  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი  რეტრანსლირება.

2014 წლის 11 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ქროსვეის ჯორჯია ლიმითედისათვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის  მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 8 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა მეორე დღეს, შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 17 ივლისი,    16:00 საათი, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ქროსვეის ჯორიჯია ლიმითედს“  2014 წლის 11 ივლისს (გზავნილის კოდი: 040012242482; 11.07.2014). მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება.   2014 წლის 14 ივლისს შეტყობინება აგრეთვე  გაეგზავნა შპს „ინტეგრალს“ და მოწვეული იქნა დაინტერესებული პირის სტატუსით (04.07.2014; N03/1453-14) კომისიის სხდომაზე.

კომისიის 2014 წლის 17 ივლისის სხდომაზე გამოცხადნენ შპს „ინტეგრალის“ დირექტორი მიხეილ ჭიღლაძე, დაინტერესებული პირის სტატუსით და შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ წარმომადგენელი გუგა ხელაია, რომელმაც წარმოადგინა სათანადო წესის დაუცველად შედგენილი მინდობილობა (ბლანკისა ან/და ბეჭდის გარეშე), რის გამოც გ. ხელაიას კომისიამ დართო ნება მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც დაინტერესებულ პირს. კომისიის სხდომაზე გ. ხელაიამ წარადგინა შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ დირექტორის ივანე თარხნიშვილის ახსნა-განმარტება, რომლიც აცხადებს, რომ 2014 წლის 8 ივლისს, კომისიის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000228  შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ მიმართ არასწორია, ვინაიდან კომპანია საერთოდ არ ახორციელებს მაუწყებლის ტელე ან რადიო არხის ტრანზიტს და რომ ვებ-გვერდ www.adjaranet.com-ის ოპერირებას ახორციელებს არარეზიდენტი კომპანია CONTICORP LIMITED, შესაბამისად ვებ-გვერდიც მის საკუთრებას წარმოადგენს. შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მას და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის, CONTICORP LIMITED-ის დავალებით, 2014 წლის 1 ივლისს გაფორმებულია კოლოკაციის მომსახურეობაზე ხელშეკრულება, რომელიც  არ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტორიზებად საქმიანობას და ამ მიზნებისათვის შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“  ავტორიზაცია არ ესაჭიროება.

კომისიის მიერ გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და შეფასებული იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.        კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 9 ივლისის    N10/1101-14 სამსახურებრივი ბარათი;

2.       კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 8 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N000228;

3.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 9 ივლისის N10/1099-14 სამსახურებრივი ბარათი ;

4.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 9 ივლისის N10/1091-14 სამსახურებრივი ბარათი, თანდართული მასალით;

5.       2014 წლის 3 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N01/1437-14 წერილი;

6.       2014 წლის 4 ივლისის შპს „რკინიგზის ტელეკომისგან“ შემოსული N040714-5 წერილი;

7.       2014 წლის 8 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ გაგზავნილი N03/1463-14 წერილი;

8.       2014 წლის 9 ივლისს შპს „რკინიგზის ტელეკომისგან“ შემოსული N090714-1 წერილი, თანდართული მასალით;

9.       შპს „ინტეგრალის“ 2014 წლის 10 ივნისის N6/3747-14 (კომისიაში რეგისტრაციის) წერილი;

10.    შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

11.    შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმლითდისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (11.07.2014; N040012242482);

12.    შპს „ინტეგრალისათვის“ გაგზავნილი შეტყობინება (14.07.2014; N040012242472);

13.    შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ საზოგადოების თანამშრომელ გუგა ხელაიას მიერ კომისიის 2014 წლის 17 ივლისს  სხდომაზე  მიცემული   ახსნა-განმარტება;

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.                შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, საიდენტიფიკაიო კოდით: 404473191; სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 09/06/2014;

2.                შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედსა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის 2014 წლის 1 ივლისს გაფრომებული იქნა კოლოკაციის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრუება, რაც ითვალისწინებს პორტების, სერვერების და იუნითების მიქირავებას აპარატურის განსათავსებლად და ინტერნეტ  მომსახურეობის გაწევას, რაც წარმოადგენს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას და წარმოადგენს ვებ-ჰოსტინგს და შესაბამისად ავტორიზებადი საქმიანობაა.

3.                ადმინიტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს, 2014 წლის 8 ივლისს, შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ ვებ-გვერდზე  www.adjaranet.com, შპს „რკინისგზის ტელეკომისგან“ მასზე გაწერილი IP მისამართბის მეშვეობით ახორციელებდა სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, ანუ ახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას, ისე რომ მას კომისიაში არ ჰქონდა გავლილი ავტორიზაცია.

4.                შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არ აქვს გავლილი ავტორიზაცია;

5.                კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000228 ოქმი, შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი კონსტანტინე ქორიძე და შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ დირექტორი ივანე თარხნიშვილი.

კომისიას აღნიშნავს, რომ საქართველოს არარეზიდენტ კომპანია CONTICORP LIMITED-ს და შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“ შორის დავალების ხელშეკრულების ფაქტი არ დასტურედება, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ მიერ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა, კომისია განმარტავს, რომ 2014 წლის 10 ივლისის სხდომაზე, შპს „GEOBET“-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხის განხილვისას, შპს „რკინიგზის ტელეკომმა“ აღიარა, რომ იგი ვებ-სივრცეს სთავაზობდა და უწევდა ინტერნეტ მომსახურებას შპს „GEOBET“-ს, რაც ვებ-ჰოსტინგის მომსახურებას ნიშნავს, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომსა“ და შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სრულად ემთხვევა  შპს „GEOBET“-სა და შპს „რკინიგზის ტელეკომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებსა  და გაწერილ  IP მისამართების რაოდენობას, ხოლო IP მისამართების გაწერა ხდება იმ შემთხვევაში თუ კომპანია იღებს რაიმე სახის  მომსახურებას და სწორედ ინტერნეტ მომსახურებას იღებდა შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“  საქრთველოს ტერიტორიაზე შპს „რკინიგზის ტელეკომისგან“.                                                                                    კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ მოქმედებდა დავალების ხელშეკრულების ფარგლებში, მას უნდა ემოქმედა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაევლო ავტორიზაცია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით, უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულებები ან მოეპოვებინა სანებართვო წერილები იმ სამაუწყებლო არხებისგან, რომელთა განთავსებაც სურდა CONTICORP LIMITED-ს ვებ-გვერდზე www.adjaaranet.com.

შპს „ქროსვეი  ჯორჯია ლიმითედის“ მიერ განხორციელებული ყველა ქმედება დაკავშირებულია მაუწყებლობის ტრანზიტთან, ვინაიდან, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიო არხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიო პროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლებია:

1.                   საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

2.                   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  38-ე  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე კომისიის მიერ უნდა დაიწყოს 7 დღის ვადაში;

3.                   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  38-ე  მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას,  მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი. აგრეთვე, გამოარკვიოს სხვა გარემოებანი რომელთაც მნიშნველობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტაში;

4.                   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; ბ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

საქმის მასალების, კომისიის აპარატის შესაბამისი დეპარტამენტების მიერ ჩატარებული მოკვლევის, დასკვნის საფუძველზე და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებული მონაცემების შემოწმების შედეგად დგინდება, რომ 2014 წლის 8 ივლისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის N000228 შედგენის დღეს,  შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ (ს/კ 404473191), რომლესაც კომისიაში გავლილი არ აქვს ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე, ვებ-გვერდზე www.adjaranet.com ახორციელებდა  სამაუწყებლო არხების ტრანზიტს, შპს „რკინიგზის ტელეკომისაგან“ მასზე გაწერილი IP მისამართების (IP 5.133.162.148; IP 5.133.162.157; IP 5.133.162.154; IP 5.133.162.155) გამოყენებით, რაც შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედსა“ და შპს „რკინიგზის ტელეკომს“ შორის 2014 წლის 1 ივლისს გაფორმებული ერთწლიანი ხელშეკრულებით დასტურდება. ამდენად, შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედი“ ახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას ავტორიზაციის გარეშე, რაც წარმოადგენს  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ საჯარო რეესტრში მოხდა  შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედის“ (ს/კ404473191) მონაცემების გადამოწმება და აღმოჩდა, რომ 2014 წლის 15 ივლისს შპს „ქროსვეის ლიმითედ ჯორჯიამ“ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და გახდა შპს „სი ჯი ელი“ (ს/კ404473191).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების”  38-ე  და 41-ე  მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.       შპს „სი ჯი ელს“ (ყოფილ შპს „ქროსვეის ჯორჯია ლიმითედს ს/კ404473191) დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის;

2.       შპს „სი ჯი ელმა“ უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251.

3.       შპს „სი ჯი ელს“ დაევალოს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა ჯარიმის გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „სი ჯი ელისათვის“;

5.       გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6)  შპს „სი ჯი ელისათვის“ ჩაბარების დღიდან 10 დღის ვადაში;

6.       გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს „სი ჯი ელისათვის“ ჩაბარებისთანავე;

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

8.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                     ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები