სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2014 18:56
მიღების თარიღი ივლისი 17, 2014
სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ (ს.კ. №245675880) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/58-14,13.02.14) ქ.ბათუმში, მობილური სადგურიდან ფერიას მთაზე მდებარე ანძამდე და უკუარხით ანძიდან სატელევიზიო სტუდიამდე (ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზ.№41) სატელევიზიო სიგნალის მიწოდებისთვის 3გჰც÷4.5გჰც დიაპაზონის ფარგლებში რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №357/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს რადიოსიხშირეები საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სატელევიზიო და რადიო პროგრამებით საეთერო მაუწყებლობისთვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ქ.ბათუმიდან მობილური ჩართვების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილ მონაკვეთებზე 3გჰც÷ 4.5გჰც დიაპაზონის ფარგლებში ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კომისიის მიერ შერჩეულ იქნა რადიოსიხშირეები 3680 მჰც ±14 მჰც და 4000 მჰც ±14 მჰც. თანხმობა აღნიშნული რადიოსიხშირეების გამოყენებაზე სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ კომისიას აცნობა წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №7/120-14, 19.03.14).
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირეები გათვალისწინებულია, ქ.ბათუმში მობილური ჩართვებისთვის ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ სიხშირეები: 3680 მჰც ±14 მჰც, ქ.ბათუმში მობილური სადგურიდან, ფერიის მთაზე მდებარე ანძამდე (41036′47,03′′N, 41036′22,70′′E) და 4000 მჰც ±14 მჰც ფერიის მთაზე მდებარე ანძიდან (41036′47,03′′N, 41036′22,70′′E) სტუდიამდე (ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზ. № 41) მონაკვეთებზე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის;
2. აღირიცხოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. დაევალოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
