წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 26 ივნისის N340/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 390 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 23, 2014 12:07

მიღების თარიღი ივლისი 17, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 26 ივნისის N340/8 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“)  აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე–8 მუხლის მე–3 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის საფუძველზე, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 26 ივნისის N340/8 გადაწყვეტილების  მე–7  პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სატენდერო კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღად განისაზღვროს  2014 წლის 5 აგვისტო,  12:00 საათი;

2. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 26 ივნისის N340/8 გადაწყვეტილების  მე–8  პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.   ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 11 აგვისტო, 12:00 საათი;“

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ა.ყანჩაველი) აღნიშნული გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე დაუყონებლივ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ გვერდზე  გამოქვეყნებისთანავე;

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                          ვ. აბაშიძე

   კომისიის წევრი                                                                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                         ა. სიხარულიძე

   კომისიის წევრი                                                                                                         კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები