საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2014 12:04
მიღების თარიღი ივლისი 21, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 21 ივლისის №51 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 21 ივლისის №51 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№51 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 21 ივლისი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს „ტაველა 777“–სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს „BATUM RET A CAR“–ისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. ი/მ „გურამ სამადაშვილისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
