ი/მ ,,გურამ სამადაშვილისთვის“ სიტყვიერი შენიშვნის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2014 18:03
მიღების თარიღი ივლისი 21, 2014
ი/მ ,,გურამ სამადაშვილისთვის“ სიტყვიერი შენიშვნის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას; ხოლო ამავე კოდექსის 231-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა ნორმატიული აქტებით.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 14 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტანენტის 2014 წლის 14 ივლისის №10/1123-14 მოხსენებითი ბარათი და 2014 წლის 11 ივლისს, ქ. გორში რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000193, სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკულ გამოსახულებასა (1 ფურც.) და დაფიქსირებულ სიხშირეზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველ ვიდეო მასალასთან (1 CD-R დისკი) ერთად, საიდანაც ირკვევა, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილი“ შესაბამისი გადაწყვეტილებისა და ნებართვის გარეშე სარგებლობდა 163.750 მჰც სიხშირით, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტანენტის 2014 წლის 14 ივლისის №10/1123-14 მოხსენებითი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის №000193 ოქმში აღნიშნული რადიოსიხშირე მინიჭებული ჰქონდა ,,ინდ. მეწარმე ,,გურამ სამადაშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №228/7 გადაწყვეტილებით, ერთი წლის ვადით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1441 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ი/მ ,,გურამ სამადაშვილისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 11 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა 2014 წლის 14 ივლისს, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 21 ივლისი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2014 წლის 17 ივლისს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ ასევე განემარტა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; 2014 წლის 11 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000193 შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპატამენტის თანამშრომელი ნ. კონდოლელი და ი/მ ,,გურამ სამადაშვილი“ რომელსაც წარედგინა აღნიშნული ოქმი. ამასთან, ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ ეცნობა საკითხის განხილვის დრო და ადგილი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2014 წლის 21 ივლისს. კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ი/მ ,,გურამ სამადაშვილი“, რომელმაც აღიარა მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მოინანია აღნიშნული სამართალდარღევის ჩადენა და ითხოვა პატიება. ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ განმარტებით, 2014 წლის 21 ივლისის კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის მომენტისთვის, მის თანამშრომლებს მიეცათ შესაბამისი მითითება და რაციები გათიშულია. ამასთან, ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ განმარტებით, ის რადიოსიხშირეს არ გამოიეყენებდა კომისიისგან შესაბამისი ნებართვის მოპოვებამდე.
2014 წლის 21 ივლისის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 14 ივლისის №10/1123-14 მოხსენებითი ბარათი;
2. 2014 წლის 11 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000193;
3. სიგნალის დონის მაჩვენებლის გრაფიკული გამოსახულება (1 ფურც.) და დაფიქსირებულ სიხშირეზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალა (1 CD-R დისკი);
4. ,,ინდ. მეწარმე ,,გურამ სამადაშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №228/7 გადაწყვეტილება;
5. კომისიის 2013 წლის 10 აპრილის №06/692-13 წერილი;
6. კომისიის 2013 წლის 10 აპრილის №06/692-13 წერილისა და თანდართული კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №228/7 გადაწყვეტილების ი/მ ,,გურამ სამადაშვილისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040002252168);
7. ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
8. ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ მიერ 2014 წლის 21 ივლისის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2014 წლის 11 ივლისს, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მობილური სისტემის ინჟინერ-ტექნიკოსთა ჯგუფის მიერ განხორციელებული რადიოსიხშირული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გარეშე სარგებლობდა 163.750 მჰც სიხშირით, რის შესახებ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000193;
2. ,,ინდ. მეწარმე ,,გურამ სამადაშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №228/7 გადაწყვეტილებით ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F483 ნებართვა და მიენიჭა 163.750 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. გორში, ერთი წლის ვადით, ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
3. ,,ინდ. მეწარმე ,,გურამ სამადაშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №228/7 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ამავე გადაწყვეტილების მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისიის 2013 წლის 10 აპრილის №06/692-13 წერილისა და თანდართული კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №228/7 გადაწყვეტილების ი/მ ,,გურამ სამადაშვილისთვის“ ჩაბარებისთანავე, 2013 წლის 12 აპრილს; შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა ამოიწურა 2014 წლის 12 აპრილს;
4. კომისიის 2013 წლის 5 აპრილის №228/7 გადაწყვეტილებით ერთი წლის ვადით მინიჭებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ კომისიისთვის არ მოუმართავს რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით;
5. ი/მ ,,გურამ სამადაშვილი“ ინანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღევის ჩადენის ფაქტს;
6. ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება ბრალეულის გულწრფელი მონანიება; ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება. ამავე მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც, ორგანოს (თანამდებობის პირის) რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილი“ არამართლზომიერად (ნებართვის გარეშე) სარგებლობდა 163.750 მჰც სიხშირით, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 11 ივლისს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000193 ოქმით, დაფიქსირებულ სიხშირეზე რადიოსერვისის ფუნქციონირების ამსახველი ვიდეო მასალითა და 2014 წლის 21 ივლისის კომისიის სხდომაზე ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით, ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ ქმედება უნდა დაკვალიფიცრდეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევად და შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობად, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ამასთან, სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება (ბრალეულის გულწრფელი მონანიება); ადგილი არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, რის გამოც კომისიას მიაჩნია, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ამავე დროს, ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით - 163.750 მჰც სიხშირით სარგებლობა.
კომისიას ასევე, მიაჩნია, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ უნდა განემარტოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი; სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ი/მ ,,გურამ სამადაშვილს“ ასევე უნდა განემარტოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა), ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 22-ე, 33-ე, 34-ე, 35,-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 252-ე, 260-ე, 262-ე, 264-ე, 272-ე, 273-ე მუხლებისა და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე და 99-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ი/მ ,,გურამ სამადაშვილი“ ცნობილ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა;
2. ი/მ ,,გურამ სამადაშვილმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გარეშე 163.750 მჰც სიხშირით სარგებლობა;
3. კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალოს შპს ი/მ გურამ სამადაშვილისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ,,გურამ სამადაშვილისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, № 6) 10 დღის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ა. სიხარულიძის განსაკუთრებული აზრი
აკაკი სიხარულიძემ განმარტა, რომ სამართალდამრღვევთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებასა და მათთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას მხარს უჭერს, მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ეს არ მიიღებს პრეცედენტის სახეს, ვინაიდან მიაჩნია რომ სახელმწიფოს ამოწურვადი რესურსების უნებართვო გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა სახელმწიფოს ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება და მისგან სამართალდამრღვევთა სისტემატურად გათავისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს, როგორც სამართალდარღვევის პრევენციის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.
ამასთან, ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
– ამ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში რადიომონიტორინგი ჩატარდა პირველად, ისე რომ კომისიის აპარატს კომპანიები წინასწარ არ გაუფრთხილებია მონიტორინგის დაწყების შესახებ, თუმცა ასევე ითვალისწინებს, იმასაც, რომ ამის ვალდებულება კომისიის აპარატს არც ჰქონდა;
– სამართალდამრღვევებმა გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი სამართალდარღვევა და გადადგეს ნაბიჯები სამართალდარღევის აღმოსაფხვრელად;
– სამართალდარღვევის გამოვლენის გამო მესამე პირებს მნიშნელოვანი ზიანი არ მიდგომიათ;
– საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის ოდენობა არათანაზომადია ნებართვის გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს;
– თავად ეს გადაწყვეტილება სხვა პირებისათვის საცნობარო–საინფორმაციო ხასიათისა იქნება, ვინაიდან ყველა პირს ეცოდინება, რომ 1 წლის ვადით გაცემული რადიოსიხშირეების ვადის გასვლის შემდგომ გამოყენებას კომისია გამოავლენს და მოახდენს რეაგირებას.
ა. სიხარულიძე განმარტავს, რომ იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მას შემდეგ რაც კომისიის ეს გადაწყვეტილება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება კომისიის ვებ–გვერდზე ინტერნეტში, იგივე გარემოებების არსებობისას, აღარ დასჯერდეს სამართალდამრღვევთათვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებას.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
