წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 396 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2014 17:52

მიღების თარიღი ივლისი 28, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის  №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის  28 ივლისის №52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2014 წლის 28 ივლისის №52 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის  №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 24 ივლისისათვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

2. კომისიის 2014 წლის 28 ივლისის №52 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№52 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 28 ივლისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

2.       ფიზიკურ პირ ალლაზალი–აფანდი იბრაგიმოვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3.       ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის  №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 24 ივლისისათვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები