წვდომის მენიუ

ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 398 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2014 15:49

მიღების თარიღი ივლისი 28, 2014

 

ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის  №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ”ასოციაცია ათინათმა” (კომისიაში რეგისტრაციის №7/224-14, 03.06.2014), კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანია ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილს ვერ აწვდის ხარისხიან სიგნალს, რაც უარყოფითად მოქმედებს რადიოს რეიტინგზე. შესაბამისად ააიპ ”ასოციაცია ათინათი” ითხოვს ლიცენზიით გათვალისწინებული ტექნიკური პარამეტრების მოდიფიცირებას და ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში (მის. რუსთაველის №94) დამატებით, დაბალი სიმძლავრის გადამცემის დაყენების უფლებას.

 კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ”ასოციაცია ათინათი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მგჰც სიხშირეზე,

ბ) ანტენის განთავსების ადგილი - ცაიში ურთას მთა;

გ) ანტენა ცალმხრივად მიმართული, რეფლექტორული;

დ) გამოსხივების სექტორის კუთხური ზომა - 60;

ე) ძირითადი გამოსხივების მიმართულება - ქ.ზუგდიდის გეომეტრიული ცენტრი;

ვ) ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არა უმეტეს 4 - 6 დბ;

ზ) ანტენაზე მიწოდებული სიმძლავრე - არა უმეტეს 2 კვტ;

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა - ქ. ზუგდიდი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის 2014 წლის 2 ივლისის №10/1039-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ააიპ ”ასოციაცია ათინათის” მიერ ანალოგური მაუწყებლობის ერთსიხშირიანი სინქრონული ქსელის აგების შემთხვევაში, შესაძლებელია კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამის სამაუწყებლო ქსელში დამატებითი მცირე სიმძლავრის გადამცემის ამოქმედება FM დიაპაზონის იმავე (105.9მჰც) რადიოსამაუწყებლო სიხშირეზე. იმისათვის, რომ დამატებული გადამცემით გასხივებული სამაუწყებლო სიგნალი არ გასცდეს  კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის სამოქმედო ზონას, საჭიროა მითითებულ იქნეს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის  განთავსების ადგილი -  ქ. ზუგდიდი, სიხშირე (მჰც) – 105,9; მოდულაცია –  FM; პოლარიზაცია – V; გასხივება – წრიული; გადამცემის სიმძლავრე – 100 ვტ; გეოგრაფიული კოორდინატები: N42°30 25.40"/E 41°52 10.50”; ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან – 15 მეტრი; ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - 8დბ.

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500 მეტრი რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ამავე დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№10/1185-14б 21.07.2014) თანახმად, ქ. ზუგდიდში დამატებით განთავსებული 100 ვტ  სიმძლავრის გადამცემის ფუნქციონირება განხორციელდება ძირითად სამაუწყებლო გადამცემთან სინქრონულ რეჟიმში, შესაბამისად ქ. ზუგდიდში დამატებითი გადამცემის გამოყენების პირობით აუცილებელია სალიცენზიო გადასახდელის ოდენობის დაანგარიშება. ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება, რომელმაც ააიპ ”ასოციაცია ათინათის” მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მცირე სიმძლავრის რადიოსადგურის დამატებისთვის შეადგინა – 4252.50 (ოთხი ათას ორასორმოცდათორმეტი და 50) ლარი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”ასოციაცია ათინათის” კერძო მაუწყებლობის №B48 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №831/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2014 წლის 25 აგვისტოს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ”ასოციაცია ათინათისთვის” გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                     აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                     კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები