წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 24 ივლისისათვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 399 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2014 17:53

მიღების თარიღი ივლისი 28, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 24 ივლისისათვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2014 წლის 24 ივლისს დანიშნული კომისიის №22 ზეპირი მოსმენის და №52  სხდომები, ქვორუმის არარსებობის გამო, არ გამართულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს 2014 წლის 24 ივლისის კომისიის №22 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების (თან ერთვის. დანართი N1) განხილვა  მ/წლის 31 ივლისს, 16:00 საათზე;

2.   გადატანილ იქნეს 2014 წლის 24 ივლისის კომისიის №52  სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული NN 1–16 და N21–ე საკითხების (თან ერთვის. დანართი N2) განხილვა მ/წლის მ/წლის 31 ივლისს, 16:00 საათზე;

3. გადატანილ იქნეს 2014 წლის 24 ივლისის კომისიის №52  სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული NN 17-20 საკითხების (იხ. დანართი N2) განხილვა მ/წლის მ/წლის 07 აგვისტოს, 16:00 საათზე;

4. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე კომისიის ზემოაღნიშნული სხდომების დღის წესრიგების პროექტების გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. დაევალოს კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე კომისიის აპარატის   ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი

სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

ირაკლი მოსეშვილი

დანართი N1

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№22 ზეპირი მოსმენის სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014  წლის 24 ივლისი, 16:00 საათი

დ  ღ  ი  ს    წ  ე  ს  რ  ი  გ  ი:

1.       შპს ”რადიო კომპანია პირველი რადიოს“ მაუწყებლობის №B45 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

2.       შპს ”ძველი ქალაქის“ მაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი – ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

დანართი N2

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№52 სხდომის

ქ. თბილისი                                                           2014 წლის 24 ივლისი, 16:00 საათი

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ც. უჯმაჯურიძე - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

2.       საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

3.       შპს  ”ალიგატორისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

4.       შპს ”ქროსვეისისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

5.       შპს  ”გლობალ ტაქსისთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

6.       შპს “დავითისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

7.       შპს “ELIZ Company”-სთვის  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

8.       შპს ”უზავტოსთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

9.       შპს ”ენუდასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

10.    ინდ. მეწარმე ”თინათინ მოდებაძისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

11.    ინდ. მეწარმე ”მურთაზ კუდუხაშვილისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

12.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის №676/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე (მომხს. ნ.ასპანიძე – რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

13.    სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ც.უჯმაჯურიძე – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

14.    შპს “სტარ ნეთვორქსის“  წილის 45%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის  და 25%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე – კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი);

15.    შპს „დავითისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);

16.    შპს „GN TAXI“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.გოშუა – სამართლებრივი დეპარტამენტის არასაშტატო სპეციალისტი);

17.    შპს „სატელიტსერვისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

18.    შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

19.    შპს “Batumi Media Group“–ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

20.    შპს „ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი)

21.    მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ე. ჭახრაკია – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები