შპს “სტერეო +“-ის 50% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ (იტალიის მოქალაქე) ლუკა სევერინის და 50% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2014
მიღების თარიღი იანვარი 23, 2014
შპს “სტერეო +“-ის 50% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ (იტალიის მოქალაქე) ლუკა სევერინის და 50% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2013 წლის 23 დეკემბერს №2/12-13 განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/7358-13) მიმართა შპს “სტერეო+“-მა, შპს “სტერეო+“-ის 50% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ (იტალიის მოქალაქე) ლუკა სევერინის და 50% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს “სტერეო+“ის ამონაწერის თანახმად, შპს “სტერეო+“ის წილის 10%-ის მფლობელია არარეზიდენტი ფიზიკური პირი (იტალიის მოქალაქე) მარკო კუპოლეტი; წილის 11%-ის მფლობელი - ვახტანგ ჭკუასელი, წილის 68%-ის მფლობელი - დავით ზილფიმიანი, წილის 11%-ის მფლობელი - ზურაბ ჭელიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||||
|
A.F.5 |
მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა |
||||
|
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||||
|
A.F.7 |
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა |
||||
|
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. |
|||||
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
||||
|
WiMax. |
|||||
|
B.F.3 |
მონაცემთა გადაცემა |
||||
|
მონაცემთა გადაცემა. |
|||||
|
B.F.4 |
მაუწყებლობის ტრანზიტი |
||||
|
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; |
|||||
|
რადიომაუწყებლობის ტრანზიტი. |
|||||
|
B.S.4 |
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება |
||||
|
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება. |
|||||
|
B.S.5 |
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება |
||||
|
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება. |
|||||
ამავე დროს, კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“-ს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
B.1 ტელემაუწყებლობა
საერთო ტელემაუწყებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო +“ ფლობს:
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2382- 2400 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2. ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირისთვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F77 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 293,5 მჰც ± 6 მჰც;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 12 მჰც;
გ) სიმძლავრე - 10 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში-2;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.გორი, ქ.თელავი, ქ.დუშეთი, ქ.ჩოხატაური, ქ.ხარაგაული და ქ.ასპინძა;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2020 წლის 19 მარტამდე;
ზ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად.
3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F84 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 1.7 მჰც;
გ) გადამცემის სიმძლავრე - 10 ვატი;
დ) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური თითოეულ ქალაქში;
ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი, დუშეთის, სენაკის, ყვარელის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 27 მაისამდე;
ზ) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.
4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F86 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება და გეოგრაფიული კოორდინატები: ბათუმი (N 41041/, E41043/) – სენაკი (N42017/, E42003/), სენაკი (N42017/, E42003/) – ხარაგაული (N42002/, E43028/), ხარაგაული (N42002/, E43028/) – დუშეთი (N42000/, E44039/), დუშეთი (N42000/, E44039/) – თბილისი (N41041/, E44047/), თბილისი (N41041/, E44047/) – თელავი (მთა ცივი, N41052/, E45024/) მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 6;
გ) გადამცემების სიმძლავრე - 10 ვატამდე;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 24 თებერვლამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
5. კერძო მაუწყებლობის №B145 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 31 მაისამდე;
დ) გეოგრაფიული ზონა: ქ. წალკა;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
- გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი - ქ. წალკა;
- სიხშირე (მჰც) – 105,7;
- მოდულაცია - FM;
- პოლარიზაცია (V/H) – V;
- გასხივება - წრიული;
- გადამცემის სიმძლავრე (ვტ) – 500;
- გეოგრაფიული კოორდინატები - N44▪384▫ ; E 44▪1418▫ ;
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) – 30
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
6. კერძო მაუწყებლობის №B152 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 27 დეკემბრამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით - საქართველოს ტერიტორიაზე;
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს “სტერეო+“ ფლობს ლიცენზიით მინიჭებულ შემდეგ სიხშირეებს:
- 2,391 GHz - არეალი ქ. თბილისი;
- 71 MHz - არეალი საქართველო;
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 8 იანვრის №10/36-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “სტერეო+“ არის შპს “ომეგას“ (ავტორიზებული პირი) 100%-იანი წილის მფლობელი; შპს “სტერეო+“-ის დირექტორი დავით ზილფიმიანი არის შპს “მულტინეტის“ (ავტორიზებული პირი) 35%-იანი წილის მფლობელი, და შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“ 22%-იანი წილის მფლობელი. შპს “სტერეო+“-ის წილის 50%-ის შეძენის მსურველი არარეზიდენტი ფიზიკური პირი (იტალიის მოქალაქე) ლუკა სევერინი ფლობს შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“ 3%-იან წილს, ხოლო ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
კომისიის აპარატის ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 14 იანვრის №10/53-14 სამსხურებრივი ბარათის თანახმად შპს “სტერეო+“-ს საქმიანობის ძირითადი სახეა მაუწყებლობის ტრანზიტორი ავტორიზებული პირებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. შესაბამისი მომსახურებიდან შპს “სტერეო+“-ის შემოსავალმა 2013 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით შეადგინა 95,768 ლარი, ხოლო შპს “სტერეო+“-თან აფილირებულ კომპანია შპს “ომეგას“ სტატისტიკური ბაზის მონაცემებით შემოსავლები არ უფიქსირდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სტერეო +“-ის 50% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ ლუკა სევერინის და 50% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის მიერ შეძენის შემდეგ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, შპს “სტერეო +“-ის 50% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ ლუკა სევერინის და შპს “სტერეო +“-ის 50% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტერეო +“-ის 50% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ ლუკა სევერინის და 50% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილებულ იქნას შპს “სტერეო +“-ის განცხადება;
2. მიეცეს თანხმობა შპს “სტერეო +“-ს, შპს “სტერეო +“-ის 50% წილის არარეზიდენტ ფიზიკურ პირ ლუკა სევერინის და 50% წილის ფიზიკურ პირ გიორგი ხითარიშვილის მიერ შეძენაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), შპს “სტერეო +“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტერეო +“-ისათვის ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
