საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2014
მიღების თარიღი იანვარი 28, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2014 წლის 28 იანვრის №07 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2014 წლის 28 იანვრის №07 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
|
|
კომისიის წევრი |
კახი ბექაური |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
№07 სხდომის
ქ. თბილისი 2014 წლის 28 იანვარი, 16:00 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი);
2. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. რ. სხირტლაძე – ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი);
3. შპს „ტელეკომპანია გურჯაანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს „სამაუწყებლო კომპანია იმერვიზიისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (მომხს. თ. ხუხუნაიშვილი – სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
