საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის № 676/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2014 18:09
მიღების თარიღი ივლისი 31, 2014
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის № 676/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205256845) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/254-14, 01.07.14) თეთრიწყაროს, კასპის, მარტყოფისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მინიჭებული 168.225 მჰც, 168.475 მჰც, 168.525 მჰც და 168.800 მჰც სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის N 676/7 გადაწყვეტილებით შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიას” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F625 ნებართვა და მიენიჭა 168.225მჰც, 168.475მჰც, 168.525მჰც და 168.800მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) თეთრიწყაროს, კასპის, მარტყოფისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” თეთრიწყაროს, კასპის, მარტყოფისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მინიჭებული 168.225 მჰც, 168.475 მჰც, 168.525 მჰც და 168.800 მჰც სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის 21 ნოემბრის N 676/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F625 ნებართვა და მიენიჭოს 168.225მჰც, 168.475მჰც, 168.525 მჰც და 168.800მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25კჰც) წალკის, თეთრიწყაროს, კასპის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული შპს ”ნორიოს საოპერაციო კომპანიისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. ბექაური
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
