შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის 45%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის და 25%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2014 15:55
მიღების თარიღი ივლისი 31, 2014
შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის 45%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის და 25%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2014 წლის 20 ივნისის №0003 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/4140-14 20.06.2014) მიმართა შპს “სტარ ნეთვორქსმა“, შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის 45%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის და 25%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სტარ ნეთვორქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2. |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შპს “სტარ ნეთვორქსის“ მიერ 2014 წლის 29 ივნისის №0003 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4140-14 20.06.2014) და 2014 წლის 8 ივლისის №0005 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4140-14 20.06.2014) წერილებით წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:
|
- ინფორმაცია კომპანიის საფირმო სახელწოდების, საქმიანობის სახისა და სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ; - შპს “სტარ ნეთვორქსის“ დამფუძნებელთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ; - ინფორმაცია შპს “სტარ ნეთვორქსის“ შემოსავლების შესახებ; - ინფორმაცია შპს “სტარ ნეთვორქსის“ ურთიერთდამოკიდებული/აფილირებული პირების შესახებ; წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “სტარ ნეთვორქსის“ დამფუძნებლები არიან: ფიზიკური პირები: კახი კოკოზაშვილი (წილის 50%-ის მფლობელი), რომელიც თავის კუთვნილ წილს ასხვისებს სრულად და ლევან ომაძე (წილის 50%-ის მფლობელი), რომელიც ასხვისებს კუთვნილი წილის 20%-ს. კერძოდ, კახი კოკოზაშვილის კუთვნილი წილიდან 25%-ის შეძენის სურვილი აქვს იაგო ომაძეს, 25%-ის დავით კერესელიძეს, ასევე ლევან ომაძის კუთვნილი წილიდან 20%-ის შეძენის სურვილი აქვს დავით კერესელიძეს. შესაბამისად, შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის 45%-ს იძენს ფიზიკური პირი დავით კერესელიძე, 25%-ს ფიზიკური პირი იაგო ომაძე, ხოლო წილის 30% რჩება ფიზიკურ პირ ლევან ომაძის განკარგულებაში. შპს “სტარ ნეთვორქსის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, ასევე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2014 წლის 24 ივნისის №10/982-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს “სტარ ნეთვორქსის“, შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის შეძენის მსურველების - დავით კერესელიძის, იაგო ომაძის, ასევე შპს “სტარ ნეთვორქსის“ პარტნიორის ლევან ომაძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2014 წლის 24 ივნისის №10/983-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს “სტარ ნეთვორქსი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიის გამოყენებით ქარელის მუნიციპალიტეტში. შპს “სტარ ნეთვორქსმა“ ფუნქციონირება დაიწყო 2013 წლის სექტემბრის თვიდან. შესაბამისად შპს “სტარ ნეთვორქსის“ მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ავტორიზებული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2013 წლის სექტემბრის თვიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგინა - 21995 ლარი. აბონენტთა საერთო რაოდენობამ 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგინა 162 აბონენტი. წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე ქარელის მუნიციპალიტეტში კომპანიების მიერ ინტერნეტით მომსახურე აბონენტთა საერთო რაოდენობაში, შპს “სტარ ნეთვორქსის“ აბონენტთა ხვედრითი წილი 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგენდა - 12,89%-ს, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში კომპანიების მიერ ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ მთლიან შემოსავლებში, შპს “სტარ ნეთვორქსის“ შემოსავლების ხვედრითი წილი 2013 წლის სექტემბრის თვიდან 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით შეადგენდა - 5,61%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის 45%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის და 25%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის 45%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის და 25%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს “სტარ ნეთვორქსს“, შპს “სტარ ნეთვორქსის“ წილის 45%-ის ფიზიკურ პირ დავით კერესელიძის და 25%-ის ფიზიკურ პირ იაგო ომაძის მიერ შეძენაზე. 2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “სტარ ნეთვორქსისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “სტარ ნეთვორქსისათვის“ ჩაბარების დღიდან; 4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი კახი ბექაური |
