წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის № 69/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 444 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2014 13:50

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 6 თებერვლის  № 69/7 გადაწყვეტილებაში  ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილმა”  (რეგისტრირებული  საჯარო რეესტრის  მიერ, ს.კ. № 20001055542) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/269-14, 04.07.14) ქ. თელავში მინიჭებული 160.525 მჰც სიხშირის  მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014  წლის 6 თებერვლის  N 69/7  გადაწყვეტილებით ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილს” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 699 ნებართვა და მიენიჭა 160.525 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თელავში, ერთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილისთვის” ქ. თელავში  მინიჭებული 160.525 მჰც სიხშირით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014  წლის 6 თებერვლის  N 69/7  გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 699 ნებართვა და მიენიჭოს 160.525 მჰც სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში და ქ. თელავში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ინდ. მეწარმე ”ნიკო კევლიშვილისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                    ვ. აბაშიძე                            

კომისიის წევრი                                                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                     კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                                     ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები