წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №276/6 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 445 / 19

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2014 14:00

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №276/6 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 22 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №276/6, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში  მე-3 გვერდზე, გადაწყვეტილების მე-10 აბზაცში მითითებული თარიღის ”19 აპრილის” ნაცვლად უნდა იყოს ”22 აპრილი“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების და 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გასწორდეს კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №276/6 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში  მე-3 გვერდზე, გადაწყვეტილების მე-10 აბზაცში მითითებული თარიღის ”19 აპრილს” ნაცვლად ჩაიწეროს ”22 აპრილს”;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                     აკაკი სიხარულიძე  

კომისიის წევრი                                                                                     სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                     კახი ბექაური

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები