შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2014 11:32
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014
შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
2014 წლის 16 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის №10/1150-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალებით (2014 წლის 24 ივნისის №29 შემოწმების აქტი; შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო მასალა; შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტის პირადობის მოწმობა, სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები; შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისათვის კომისიის მიერ გაგზავნილი 2014 წლის 20 მარტის N04/584 წერილის ასლი და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი), საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 24 ივნისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რასთან დაკავშირებითაც შედგა შემოწმების აქტის N29; შემოწმება ჩატარდა შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ის აბონენტის ფატი ბარამიძის საცხოვრებელ ბინაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, თაყაიშვილის ქ. N94. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: ,,National Geographic”, ,,Россия 1“, ,,Россия К“, ,,Animal planet“, „Discovery“, ,,Интер+“, „ტელეარხი 25“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,ობიექტივი“, ,,TV 3“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, ,,GMG-კინოგურმანი“, ,,TV 4“, ,,GMG-ფეხბურთი“, ,,GMG-სპორტი“, ,,Cartoon network“, ,,History“, ,,TV1000 action“, „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Перец“, ,,Eurosport 2“, ,,Моя планета“, ,,Сарафан“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, „Иллюзион“, ,,Eurosport“, ,,XXI“, ,,RTVi“, „Дом Кино“, „STV“, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, „Детский мир“, ,,Премьера”, „Кинохит“, „Футбол,” ,,Кино плюс“, „Футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино люкс“, ,,Кухня ТВ“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის N10/1150-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემოწმების აქტში დაფიქსირებული არცერთი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ აღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 21 ივლისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 24 ივლისს 16:00 სთ. აღნიშნულის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
2014 წლის 24 ივლისს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის დირექტორ გიორგი დობორჯგინიძის განცხადება, რომელშიც მან მოითხოვა კომისიის 2014 წლის 24 ივლისს დანიშნული სხდომის ერთი კვირით გადადება, კომპანიის იურისტის მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით პერიოდში მივლინებაში ყოფნის გამო.
2014 წლის 24 ივლისს დანიშნული სხდომა არ შედგა, კომისიის სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო. აღნიშნული საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 7 აგვისტოს, 16:00 საათზე, რის შესახებ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით (№03/1589-14; 31.07.2014). შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს შეტყობინება ჩაბარდა 2014 წლის პირველ აგვისტოს, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის 24, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციით (შეტყობინება ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, გ. სირაძეს, პირადი ნომერი 33001005395).
კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს შეტყობინება (№03/1589-14; 31.07.2014) ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2014 წლის პირველ აგვისტოს და ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, კომისიამ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო განეხილა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის დაუსწრებლად.
კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შესახებ მონაცემები;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის №10/1150-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;
3. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ივნისის №29 შემოწმების აქტი;
4. 2014 წლის 24 ივნისს ჩატარებული შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);
5. სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები;
6. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის აბონენტის ფ. ბარამიძის საკუთრებაში არსებული ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის შესახებ რეგისტრირებული მონაცემები საჯარო რეესტრიდან ( 2013 წლის 12 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
7. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-14 წერილი და ამ წერილის ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
9. კომისიის 2014 წლის 20 მარტის №04/584-14 წერილი და ამ წერილის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
10. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივლისის 10/1209-14 სამსახურებრივი ბარათი;
11. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის 2014 წლის 24 ივლისის №6/4839-14 განცხადება კომისიის სხდომის გადადების შესახებ:
12. კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №03/1589-14 შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040013797882).
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 27.05.11, ავტორიზებული საქმიანობის სახე - მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების ქსელითა და/ან ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);
2. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ი საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: ,,National Geographic”, ,,Россия 1“, ,,Россия К“, ,,Animal planet“, „Discovery“, ,,Интер+“, „ტელეარხი 25“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,ობიექტივი“, ,,TV 3“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, ,,GMG-კინოგურმანი“, ,,TV 4“, ,,GMG-ფეხბურთი“, ,,GMG-სპორტი“, ,,Cartoon network“, ,,History“, ,,TV1000 action“, „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Перец“, ,,Eurosport 2“, ,,Моя планета“, ,,Сарафан“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, „Иллюзион“, ,,Eurosport“, ,,XXI“, ,,RTVi“, „Дом Кино“, „STV“, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, „Детский мир“, ,,Премиера”, „Кинохит“, „футбол,” ,,Кино плюс“, „футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино люкс“, ,,Кухня ТВ“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“;
4. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2014 წლის 24 ივნისის №29 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
5. 2014 წლის 16 ივნისის მდგომარეობით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია სატელევიზიო არხების: ,,National Geographic”, ,,Россия 1“, ,,Россия К“, ,,Animal planet“, „Discovery“, ,,Интер+“, „ტელეარხი 25“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,ობიექტივი“, ,,TV 3“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, ,,GMG-კინოგურმანი“, ,,TV 4“, ,,GMG-ფეხბურთი“, ,,GMG-სპორტი“, ,,Cartoon network“, ,,History“, ,,TV1000 action“, „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Перец“, ,,Eurosport 2“, ,,Моя планета“, ,,Сарафан“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, „Иллюзион“, ,,Eurosport“, ,,XXI“, ,,RTVi“, „Дом Кино“, „STV“, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, „Детский мир“, ,,Премиера”, „Кинохит“, „футбол,” ,,Кино плюс“, „футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино люкс“, ,,Кухня ТВ“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“ რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);
6. 2014 წლის 24 ივნისს, 11:35 საათზე, განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის შემოწმება ქ. ბათუმში, მისამართზე: თაყაიშვილის ქუჩა №92, აბონენტ ფ. ბარამიძესთან კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. საჯარო რეესტრის 2013 წლის 12 ივნისის ამონაწერით დასტურდება, რომ აბონენტ ფ. ბარამიძის საცხოვრებელი ადგილის მისამართია სწორედ ქ. ბათუმი, თაყაიშვილის ქ.№92 და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქ. ბათუმში რეგისტრირებულია მხოლოდ თაყაიშვილის 92-ში. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (წამყვანი სპეციალისტი ზ.კვირკველია, წამყვანი სპეციალისტი ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №29. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები: ზ.კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის აბონენტი ფ. ბარამიძე;
7. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს განმეორებით განემარტათ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით. ამავე წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
8. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს არ გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში;
9. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს 2013 წლის 20 მარტს N04/584-14 წერილით მიმართა კომისიამ და მოსთხოვა, მის სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) კომისიაში წარმოდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული წერილი შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს ჩაბარდა 2014 წლის 22 მარტს, თუმცა კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია;
10. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიმართ 2014 წლის 24 ივნისის №29 შემოწმების აქტის შედგენამდე, გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი სანქციები:
2012 წლის 2 ნოემბრის №697/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა 3267.12 (სამი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და თორმეტი თეთრი) ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, „ბ”, „მ“ ქვეპუნქტების და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;
კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
კომისიის 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;
კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2013 წლის 12 ივლისის №448/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
კომისიის 2014 წლის 8 მაისის №252-18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 27000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო;
კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
13. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;
14. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივლისის №10/1209-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ის ბოლო 12 კალენდარული თვის (2013 წლის ივლისი - 2014 წლის ივნისი) ჯამური შემოსავლის 3% არ აღემატება 27000 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP“-ს, ჯარიმის სახით, უნდა დაეკისროს ჯარიმა 27000 ლარის ოდენობით.
კომისიას მიაჩნია, რომ 2014 წლის 24 ივნისის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების: ,,National Geographic”, ,,Россия 1“, ,,Россия К“, ,,Animal planet“, „Discovery“, ,,Интер+“, „ტელეარხი 25“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,ობიექტივი“, ,,TV 3“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, ,,GMG-კინოგურმანი“, ,,TV 4“, ,,GMG-ფეხბურთი“, ,,GMG-სპორტი“, ,,Cartoon network“, ,,History“, ,,TV1000 action“, „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Перец“, ,,Eurosport 2“, ,,Моя планета“, ,,Сарафан“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, „Иллюзион“, ,,Eurosport“, ,,XXI“, ,,RTVi“, „Дом Кино“, „STV“, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, „Детский мир“, ,,Премиера”, „Кинохит“, „футбол,” ,,Кино плюс“, „футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино люкс“, ,,Кухня ТВ“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“ შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ ირღვევა ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ ირღვევა ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტი და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის №75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, ვინაიდან, 2014 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, მას არ შეუქმნია ვებ-გვერდი ინტერნეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, კომისიის 2013 წლის 3 იანვრის №03/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისრა ჯარიმა - 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისა და სატელევიზიო არხების საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო და მეორედ დაჯარიმების შემდეგ (2013 წლის 3 იანვარი) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მიერ გრძელდება დენადი ხასიათის დარღვევა, მას უნდა დაეკისროს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმის სახით. 27 000 ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიაშიწარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, კომპანიის ჯამური შემოსავლის 3 პროცენტი არ აღემატება 27 000 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: ,,National Geographic”, ,,Россия 1“, ,,Россия К“, ,,Animal planet“, „Discovery“, ,,Интер+“, „ტელეარხი 25“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,ობიექტივი“, ,,TV 3“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, ,,GMG-კინოგურმანი“, ,,TV 4“, ,,GMG-ფეხბურთი“, ,,GMG-სპორტი“, ,,Cartoon network“, ,,History“, ,,TV1000 action“, „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Перец“, ,,Eurosport 2“, ,,Моя планета“, ,,Сарафан“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, „Иллюзион“, ,,Eurosport“, ,,XXI“, ,,RTVi“, „Дом Кино“, „STV“, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, „Детский мир“, ,,Премиера”, „Кинохит“, „футбол,” ,,Кино плюс“, „футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино люкс“, ,,Кухня ТВ“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“ არამართლზომიერი გადაცემა და ასევე, უნდა დაევალოს 10 სამუშაო დღის ვადაში ინტერნეტში ვებ-გვერდის შექმნა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იტოვებს უფლებამოსილებას მიმართოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრულ სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველმყოფ ერთ-ერთ ღონისძიებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ის მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებამ შეიძლება არაჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნას აჭარის ავტორნომიურ რესპუბლიკაში მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების სფეროში და სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს (კერძოდ, აბონენტების გადინება და სხვა). ამასთან, დარღვევის დენადი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შემთხვევაში, შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის მესამე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს დაეკისროს ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-10 პუნქტისა და ,,შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 6 თებერვლის N75/18 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300693251;
3. უზრუნველყოს შპს „BATUMI MEDIA GROUP“-მა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
4. შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა უზრუნველყოს შემდეგი სატელევიზიო არხების: ,,National Geographic”, ,,Россия 1“, ,,Россия К“, ,,Animal planet“, „Discovery“, ,,Интер+“, „ტელეარხი 25“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „რუსთავი 2“, „მაესტრო“, „იმედი“, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, ,,ობიექტივი“, ,,TV 3“, ,,TV 11“, ,,აჭარა“, ,,GDS“, ,,კავკასია“, „ერთსულოვნება“, „კომედი არხი“, ,,GMG-კინოგურმანი“, ,,TV 4“, ,,GMG-ფეხბურთი“, ,,GMG-სპორტი“, ,,Cartoon network“, ,,History“, ,,TV1000 action“, „Show“, ,,Новое кино“, „Fashion tv“, ,,აფხაზეთის ხმა“, „ენკი-ბენკი“, „РУ ТВ“, „ТНТ“, ,,ORT“, ,,НТВ“, ,,Перец“, ,,Eurosport 2“, ,,Моя планета“, ,,Сарафан“, ,,TV 3“ (რუსული), „Феникс Кино“, ,,24 Техно“, „Иллюзион“, ,,Eurosport“, ,,XXI“, ,,RTVi“, „Дом Кино“, „STV“, ,,РЕН ТВ“, ,,СТС“, ,,Домашний“, „Индия ТВ“, „Детский мир“, ,,ПРемиера”, „Кинохит“, „футбол,” ,,Кино плюс“, „футбол 2“, „Пятница“, ,,Карусель“, ,,МИР“, ,,Охота и рыбалка“, ,,Кино люкс“, ,,Кухня ТВ“, „Шансон ТВ“, „C1“, „Euronews“ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
5. უზრუნველყოს შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-მა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, ვებ-გვერდის შექმნა ინტერნეტში და აღნიშნულ ვებ-გვერდზე აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების, ასევე, მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაციის განთავსება 10 სამუშაო დღის ვადაში;
6. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიამ გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრული სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიება;
7. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”- სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
9. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
10. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ჩაბარების დღიდან;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
15. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
კომისიის წევრი კახი ბექაური
