წვდომის მენიუ

შპს ,,TV ERA“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 451 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 26, 2014 15:26

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014

შპს ,,TV ERA“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

            ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის ან/და ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის) ან სალიცენზიო/სანებართვო ან/და ავტორიზაციის პირობების დარღვევაზე, ან პირის მიერ ულიცენზიოდ/უნებართვოდ, ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ  2014 წლის 17 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ივლისის  №10/1161-14 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2014 წლის  11 ივლისს, შპს ,,TV ERA“ -ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №31  თანდართული მასალით (2014 წლის 11 ივლისის შპს ,,TV ERA“-ს შემოწმების ვიდეოჩანაწერი -1 CD, აბონენტის გადახდის ქვითარი; შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი). კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათს, ასევე დართული აქვს კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13  წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,TV ERA“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, შპს ,,TV ERA“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ივლისის  №10/1161-14 სამსახურებრივი ბარათისა და შპს ,,TV ERA“-ს მიმართ 2014 წლის 11 ივლისს შედგენილი №31 შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 11 ივლისს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა შპს ,,TV ERA“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით; შემოწმება ჩატარდა შპს „TV ERA“-ს  აბონენტის სვეტლანა გათენაძის საცხოვრებელ ბინაში, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. N57. აღნიშნული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ 2014 წლის 11 ივლისს, შპს ,,TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „მე–4 არხი“, ,,Cartoon Network”, ,,Россия К“, „Перец“, „Футбол“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი“, „НТВ“, „СТС“, „Fashion TV“, „Детский Мир“, „Карусель“, „Show“, „RU TV“, „Кухня ТВ“, „РЕН ТВ“, „Боец“, „TV 1000 Русское Кино“, „TV3 (რუსული)“, „Шансон ТВ“, „TV 1000“, „Animal Planet“, „Сарафан“, „National Geographic“, „Nature“, „Setanta“, „ენკი–ბენკი“, „Discovery“, „Охота и Рыбалка“, „ობიექტივი“, „Баскетбол“, „აჭარა“, „კომედი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „ОРТ“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „ERA“, „TV3’’ (ქართული), „Феникс Кино“, „Мир“, „Comedy TV“, „Россия 1“, „Дом Кино“, „TVXXI“, „Киноплюс“, „ტელეარხი 25“, „Теннис“, „History“, „TV 1000 Action“, „Футбол 2“, „Eurosport 2“, „Еврокино“, „მაესტრო“, „Индия ТВ“, „Наш Футбол“, „Euronews“, „STV“, „RTVi“, „Премьера“, „ТНТ“,„Silk სპორტი 2“, „Интер+“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“, „კავკასია“, „Кинохит“, „C1” (სომხური პირველი არხი), „Домашний“, „Моя Планета“.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს  ,,TV ERA“-ს 2014 წლის 17 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მე–4 არხი“, „Перец“, „Футбол“, „СТС“, „Show“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Setanta“, „ენკი–ბენკი“,„Баскетбол“, „იმედი“, „Россия 1“, „Теннис“, „Футбол 2“, „STV“, „ТНТ“, „Silk სპორტი 2“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“, „Домашний“. შესაბამისად, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „TV ERA“–ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ივლისის №10/1161-14 სამსახურებრივ ბარათში სამაუწყებლო არხ “Euronews”-თან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შპს „TV ERA“–ს კომისიაში წარმოდგენილი აქვს Euronews S.A-სთან 2011 წლის პირველ ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არასრულია. კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში არ ფიქსირდება ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხ “Euronews”-ის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენება არ დასტურდება.

             კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (17.07.2014; №10/1153-14) და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის პირველ აგვისტოს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,TV ERA“-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 7 აგვისტოს, 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს ,,TV ERA“-ს ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 5 აგვისტოს №10/1269-14 სამსახურებრივი ბარათი, საიდანაც ირკევა, რომ შპს ,,TV ERA”-მ 2014 წლის 31 ივლისს კომისიაში წარმოადგინა „მე–4 არხის“, „Setanta“-ს, „ენკი–ბენკის“, „იმედის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: შპს ,,მეოთხე არხის“ 2014 წლის 23 ივნისის სანებართვო წერილი; შპს ,,ტელეიმედსა“ და შპს ,,TV ERA”-ს შორის 2014 წლის 4 ივლისს გაფორმებული შეთანხმება; შპს ,,ივერია ინტერმედიასა“ და შპს ,,TV ERA”-ს შორის 2014 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ ,,ენკი-ბენკი“ რეტრანსლაციის უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე; კომპანია ,,EBEL“-სა და შპს ,,TV ERA”-ს შორის 2014 წლის პირველ იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხ ,,სეტანტას“ რეტრანსლირების უფლებამოსილების გადაცემის შესახებ.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 7 აგვისტოს  სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,TV ERA“-ს წარმომადგენელი დავით მიქაბერიძე (მოქმედი შპს ,,TV ERA“ დირექტორ მერაბ მეტრეველის მიერ 2014 წლის 4 აგვისტოს გაცემული რწმუნებულების საფუძველზე; რწმუნებულების მოქმედების ვადა: 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით). დავით მიქაბერიძის განმარტებით, შპს ,,TV ERA“-ს აქვს სამაუწყებლო არხების: „Silk სპორტი 2“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“ რეტრანსლირების უფლება, შპს ,,გლობალ მედია ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული არხების ახალ მფლობელ სს ,,სილქნეტთან“ სამაუწყებლო არხების  რეტრანსლირების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმების სტადიაშია. მან ასევე, დაადასტურა, რომ  დანარჩენი სამაუწყებლო არხების: „Перец“, „Футбол“, „СТС“, „Show“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, ,„Баскетбол“, „Россия 1“, „Теннис“, „Футбол 2“, „STV“, „ТНТ“, „Домашний“ რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შპს ,,TV ERA“-ს არ გააჩნია.       

            კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.                   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 17 ივლისის №10/1161-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით;

2.                  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014  წლის 11 ივლისის №31 შემოწმების აქტი;

3.                  2014 წლის 11 ივლისის შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო -ვიზუალური ჩანაწერი (CD);

4.                  სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

5.                  შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

6.                  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,TV ERA“-ს შესახებ მონაცემები;

7.                  კომისიის 2012 წლის 27 თებერლის №04/462–12 წერილი და ამ წერილის შპს ,,TV ERA“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8.                  კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,TV ERA“-თვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

9.                  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 5 აგვისტოს №10/1269-14 სამსახურებრივი ბარათი;

10.              შპს ,,TV ERA”-ს 2014 წლის 31 ივლისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/4915-14; 31.07.2014);

11.              კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 5 აგვისტოს №10/1273-14 სამსახურებრივი ბარათი;

12.              2014 წლის 7 აგვისტოს კომისიის სხდომაზე შპს ,,TV ERA“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.                  კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,TV ERA” არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მაუწყებლობის ტრანზიტი; ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა);

2.                  შპს  ,,TV ERA”-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;

3.                  2014 წლის 11 ივლისს, 13.05 საათზე,  შპს ,,TV ERA“-ს აბონენტთან სვეტლანა გათენაძესთან (მისამართი: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის 57) კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლის (წამყვანი სპეციალისტი ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს ,,TV ERA“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №31. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი იოსებ ბაღაშვილი და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს  ,,TV ERA”-ს აბონენტი სვეტლანა გათენაძე;

4.                  შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2014 წლის 11 ივლისს, შპს ,,TV ERA“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „მე–4 არხი“, ,,Cartoon Network”, ,,Россия К“, „Перец“, „Футбол“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი“, „НТВ“, „СТС“, „Fashion TV“, „Детский Мир“, „Карусель“, „Show“, „RU TV“, „Кухня ТВ“, „РЕН ТВ“, „Боец“, „TV 1000 Русское Кино“, „TV3“ (რუსული), „Шансон ТВ“, „TV 1000“, „Animal Planet“, „Сарафан“, „National Geographic“, „Nature“, „Setanta“, „ენკი–ბენკი“, „Discovery“, „Охота и Рыбалка“, „ობიექტივი“, „Баскетбол“, „აჭარა“, „კომედი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „ОРТ“, „ერთსულოვნება“, „GDS“, „ERA“, „TV3“ (ქართული), „Феникс Кино“, „Мир“, „Comedy TV“, „Россия 1“, „Дом Кино“, „TVXXI“, „Киноплюс“, „ტელეარხი 25“, „Теннис“, „History“, „TV 1000 Action“, „Футбол 2“, „Eurosport 2“, „Еврокино“, „მაესტრო“, „Индия ТВ“, „Наш Футбол“, „Euronews“, „STV“, „RTVi“, „Премьера“, „ТНТ“,„Silk სპორტი 2“, „Интер+“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“, „კავკასია“, „Кинохит“, „C1” (სომხური პირველი არხი), „Домашний“, „Моя Планета“;

5.                  2014 წლის 11 ივლისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2014 წლის 11 ივლისს №31 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD);

6.                  2014 წლის 17 ივლისის მდგომარეობით შპს ,,TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „მე–4 არხი“, „Перец“, „Футбол“, „СТС“, „Show“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Setanta“, „ენკი–ბენკი“, „Баскетбол“, „იმედი“, „Россия 1“, „Теннис“, „Футбол 2“, „STV“, „ТНТ“,„Silk სპორტი 2“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“, „Домашний“, ,,Euronews“;

7.                  2014 წლის 31 ივლისს შპს ,,TV ERA“-მ (წერილი №6/4915-14; 31.07.2014) კომისიაში წარმოადგინა „მე–4 არხის“, „Setanta“-ს, „ენკი–ბენკის“, „იმედის“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები/სანებართვო წერილები, რომლებიც გაფორმებულია 2014 წლის 11 ივლისამდე;

8.                  კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,TV ERA“-ს ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით შპს ,,TV ERA”-ს განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,TV ERA“-ს  განმეორებით განემარტათ კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით. ამავე წერილით შპს ,,TV ERA“-ს განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით შპს ,,TV ERA“-ს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

9.                  კომისიის 2014 წლის 8 მაისის №253/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,TV ERA“-ს მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.              ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.            ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3.            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

5.              „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

6.            „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

7.            ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

8.            „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

9.            ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;

თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

10.              „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

11.               „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

12.              ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

13.              კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2014 წლის 5 აგვისტოს №10/1273-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,TV ERA“ს ბოლო 12 კალენდარული თვის (2013 წლის ივლისი - 2014 წლის ივნისი) ჯამური შემოსავლის 0,5 % შეადგენს 9,098.54 ლარს.

              ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ 2014 წლის 11 ივლისის მდგომარეობით სამაუწყებლო არხების: „Перец“, „Футбол“, „СТС“, „Show“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“, „Россия 1“, „Теннис“, „Футбол 2“, „STV“, „ТНТ“, „Silk სპორტი 2“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“, „Домашний“ ‘’Euronews” შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცვლელი სახით გადაცემით, შპს ,,TV ERA“-ს მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების: „მე–4 არხის“, „Setanta“-ს, „ენკი–ბენკის“, „იმედის“ სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე, რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოუდგენლობით შპს ,,TV ERA“-ს მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

              კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,TV ERA”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, კერძოდ, კომისიის 2014 წლის 8 მაისის №253/18 გადაწყვეტილებით, შპს ,,TV ERA“-ს მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, შპს ,,TV ERA”-ს მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა  9,098.54 ლარის ოდენობით.

              კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,TV ERA“-ს, ამავდროულად, უნდა აეკრძალოს სამაუწყებლო არხების: „Перец“, „Футбол“, „СТС“, „Show“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“, „Россия 1“, „Теннис“, „Футбол 2“, „STV“, „ТНТ“, „Silk სპორტი 2“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“, „Домашний“, ,,Euronews”  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტი.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იტოვებს უფლებას მიმართოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრულ სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველმყოფ ერთ-ერთ ღონისძიებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „TV ERA”-ს მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენას, მიზანშეწონილია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებამ შეიძლება არაჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნას აჭარის ავტორნომიურ რესპუბლიკაში მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების სფეროში და  სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს (კერძოდ, აბონენტების გადინება და სხვა). ამასთან, დარღვევის დენადი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შემთხვევაში, შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა.

              ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე, 165-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                  შპს ,,TV-ERA”-ს დაეკისროს ჯარიმა 9,098.54 (ცხრა ათას ოთხმოცდათვრამეტი და ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

2.                  უზრუნველყოს შპს ,,TV ERA“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: 

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900; 

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300693251;

3.                  უზრუნველყოს შპს ,,TV ERA”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4.                  უზრუნველყოს შპს ,,TV ERA”-მ შემდეგი სამაუწყებლო არხების: „Перец“, „Футбол“, „СТС“, „Show“, „TV3 (რუსული)“, „National Geographic“, „Баскетбол“, „Россия 1“, „Теннис“, „Футбол 2“, „STV“, „ТНТ“, „Silk სპორტი 2“, „Silk სპორტი“, „Silk კინო ART”, “Silk კინო ჰოლივუდი“, „Домашний“, ,,Euronews” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის შეწყვეტა;

5.                  გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;

6.                  წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიამ გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრული სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიება;

7.                  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,TV ERA“-თვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

8.                  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,TV ERA“-თვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

9.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  №6) შპს ,,TV ERA“-თვის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

10.              გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,TV ERA“-თვის ჩაბარების დღიდან;

11.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. აბულაძე);

12.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

13.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

14.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                            აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                            ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები