შპს „ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2014 16:44
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2014
შპს „ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 16 ივლისს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით, წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის №10/1151-14 სამსახურებრივი ბარათი (თანდართული მასალა: კომისიაში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2014 წლის 24 ივნისს შპს „ტვ XXI+“-ს მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №28; შემოწმების ჩატარების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი - 1CD. 2 ეგზ; შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი; შპს „ტვ XXI+“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; აბონენტის გადახდის ქვითარი; კომისიის 2014 წლის 20 მარტის N04/585-14 წერილი და აღნიშნული წერილის ჩაბარების დამადასტურებელი შეტყობინების ბარათი) რომლის თანახმად, ირკვევა, რომ „ტვ XXI+“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენდა შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას:
|
1. |
„ტელეარხი 25“ |
35. |
„Сарафан“, |
|
2. |
„ობიექტივი“ |
36. |
„TV 3“ (რუსული), |
|
3. |
„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“ |
37. |
„Феникс Кино“, |
|
4. |
„რუსთავი 2“ |
38. |
„24 Техно”, |
|
5. |
„იმედი“ |
39. |
„Иллюзион“, |
|
6. |
„მაესტრო“ |
40. |
„Eurosport”, |
|
7. |
„TV 3“ |
41. |
„XXI”, |
|
8. |
„TV 11“ |
42. |
„Боец ТВ”, |
|
9. |
„აჭარა“ |
43. |
„RTVi”, |
|
10. |
„GDS“ |
44. |
„Много ТВ”, |
|
11. |
„კავკასია“ |
45. |
„Дом Кино“, |
|
12. |
„ერთსულოვნება“ |
46. |
„STV“,“ |
|
13. |
„კომედი არხი“ |
47. |
„Россия К”, |
|
14. |
„GMG -ჰოლივუდი“ |
48. |
„РЕН ТВ”, |
|
15. |
„TV 4“ |
49. |
„СТС”, |
|
16. |
„GMG-ფეხბურთი“ |
50. |
„Домашний”, |
|
17. |
„GMG -სპორტი“ |
51. |
„Индия ТВ“, |
|
18. |
„Cartoon network“ |
52. |
„Детский мир”, |
|
19. |
„History“ |
53. |
„ПРемиера”, |
|
20. |
„TV1000 action“ |
54. |
„Кинохит“, |
|
21. |
„SHOW“ (თურქეთის I არხი) |
55. |
„футбол,” |
|
22. |
„Explorer“ |
56. |
„Кино плюс”, |
|
23. |
„Новое кино“ |
57. |
„футбол 2”, |
|
24. |
„Fashion tv“ |
58. |
„Пятница“, |
|
25. |
„აფხაზეთის ხმა“ |
59. |
„Карусель”, |
|
26. |
„ენკი-ბენკი“ |
60. |
„МИР”, |
|
27. |
„РУ ТВ“ |
61. |
„Охота и рыбалка”, |
|
28. |
„National Geographic” |
62. |
„Кухня ТВ”, |
|
29. |
“ТНТ” |
63. |
„Animal planet”, |
|
30. |
“ORT” |
64. |
„Интер +”, |
|
31. |
“НТВ” |
65. |
„Шансон ТВ”, |
|
32. |
“Россия 1“ |
66. |
„C1”, |
|
33. |
“Перец” |
67. |
„Euronews“ |
|
34. |
“Eurosport 2“ |
68. |
“Моя планета” |
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის №10/1151-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ტვ XXI+“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
|
1. |
„რუსთავი 2“ |
20. |
„24 Техно” |
|
2. |
„იმედი“ |
21. |
„Иллюзион“ |
|
3. |
„Cartoon network“ |
22. |
„Eurosport” |
|
4. |
„History“ |
23. |
„RTVi” |
|
5. |
„TV1000 action“ |
24. |
„STV“ |
|
6. |
„Show“ (თუქრეთის I არხი) |
25. |
„СТС” |
|
7. |
„Explorer“ |
26. |
„Домашний” |
|
8. |
„Новое кино“ |
27. |
„Детский мир” |
|
9. |
„РУ ТВ“ |
28. |
„ПРемиера” |
|
10. |
„National Geographic” |
29. |
„Кинохит“ |
|
11. |
„ТНТ“ |
30. |
„футбол” |
|
12. |
„НТВ” |
31. |
„футбол 2” |
|
13. |
„Россия 1“ |
32. |
„Пятница“ |
|
14. |
„Перец” |
33. |
„Охота и рыбалка” |
|
15. |
„Eurosport 2“ |
34. |
„Animal planet” |
|
16. |
„Моя планета” |
35. |
„Интер+” |
|
17. |
„Сарафан“ |
36. |
„Шансон ТВ” |
|
18. |
„TV 3“ (რუსული) |
37. |
„Euronews“ |
|
19. |
„Феникс Кино“ |
38. |
„TV 4” |
შპს „ტვ XXI+”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ტვ XXI+”-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (16.07.2014 №10/1151-14) საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 25 ივლისს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ XXI+”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 31 ივლისს 16.00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტვ XXI+”-ს ეცნობა შეტყობინებით (25.07.2014; 03/1556-14), რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად (გზავნილის კოდი:040012241949). მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. შპს „ტვ XXI+”-ს შეტყობინება ჩაბარდა 2014 წლის 26 ივლისს, რაც დასტურდება შპს „საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციით (შეტყობინება ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოლარე ოპერატორს ნინა შაინიძეს, პირადი N61001073240)
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2014 წლის 31 ივლისს 16:00 საათზე. კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ტვ XXI+”-ს დორექტორი გარეგინ მიხიტარიანი და ერთ-ერთი დამფუძნებელი რამაზ მახაჭაძე. კომისიის სხდომაზე რამაზ მახაჭაძემ აღნიშნა, რომ ის სადაოდ ხდის შემოწმების ჩატარებას და შესაბამისად N28 შემოწმების აქტს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თ.თურმანიძე, რომელთანაც ჩატარდა შემოწმება არ წარმოადგენს შპს „ტვ XXI+”-ს აბონენტს და მას შეუძლია კომისიას წარმოუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა გადაიდო 2014 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათისთვის, რის თაობაზეც შპს „ტვ XXI+”-ს წარმომადგენლები გაფრთხილდნენ 2014 წლის 31 ივლისის სხდომაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2014 წლის 7 აგვისტოს 16:00 საათზე. კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ტვ XXI+”-ს დორექტორი გარეგინ მიხიტარიანი და ერთ-ერთი დამფუძნებელი რამაზ მახაჭაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 6 აგვისტოს, კომისიაში შემოვიდა ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.N137-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის დავით კობალაძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N9/90-14) და თ.თურმანიძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის N9/89-14).
დავით კობალაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.N137/139, ბინა N1-ში ცხოვრობს მოქალაქე აბაშიძე, რომელსაც თავის საცხოვრებელ სახლში ჩართული აქვს შპს „TV ERA”-ს საკაბელო ქსელი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წლის დაახლოებით მარტამდე კორპუსი სარგებლობდა მხოლოდ შპს “ტვ XXI”-ს საკაბელო მომსახურებით, ხოლო 2013 წლის მარტიდან ჩაირთო შპს „TV ERA”-ს საკაბელო ქსელიც, რომლითაც სარგებლობს 37 აბონენტი, ხოლო შპს “ტვ XXI”-ს საკაბელო ქსელის მომსახურებით სარგებლობს 11 აბონენტი.
თ.თურმანიძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 15 მარტს, მის კომერციულ ფართში შპს „TV ERA”-ს თანამშრომელმა მიიყვანა კომისიის წარმომადგენლები, რომლებმაც გადაიღეს საკაბელო გადაცემები, ხოლო გადახდის დამადასტურებელი ქვითარი რომელზედაც დაფიქსირებულია სახ.137 ბ1 თურმანიძე, არ არის მის მიერ გადახდილი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იგივე განმეორდა 2014 წლის 24 ივნისს, კერძოდ, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მიიტანა შპს „TV ERA”-ს თანამშრომელმა.
კომისიის სხდომაზე, შპს „ტვ XXI+“-ს ერთ-ერთმა დამფუძლებელმა რამაზ მახაჭაძემ აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება შემომწების აქტს, ვინაიდან აბონენეტი თ.თურმანიძე, ვისთანაც როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა ჩატარდა შემოწმება, არ წარმოადგენს შპს „ტვ XXI+”-ს აბონენტს, თუმცა მან ასევე აღიარა ის ფაქტი, რომ შემოწმების აქტზე თანდართული გადახდის ქვითარი ნამდვილად გაცემულია შპს „ტვ XXI+”-ს მიერ. მან ასევე აღიარა ის ფაქტიც, რომ შპს “ტვ XXI+”-ს საკაბელო ქსელში ნამდვილად არის განთავსებული რიგი იმ სამაუწყებლო არხებისა, რომელთა რეტრანსლირების უფლებამოსილებაც კომპანიას არ აქვს მოპოვებული კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა როგორც რამაზ მახაჭაძემ განმარტა, ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ქ.ბათუმში მოქმედი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული სხვა პირები, კერძოდ შპს „BATUMI MEDIA GROUP”-ი და შპს „TV ERA” საკაბელო ქსელში ანთავსებენ არალიცენზირებულ პროდუქციას და შესაბამისად, ამ პირობებში, შპს „ტვ XXI+“ ვერ უწევს კონკურენციას აღნიშნულ კომპანიებს, რაც თავის მხრივ იწვევს აბონენტების დაკარგვას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივლისის №10/1151-14 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ივნისის შემოწმების აქტი №28;
3. შემოწმებაზე დამსწრე მოწმის მანანა ბერიძის პირადობის მოწმობის ასლი;
4. შპს „ტვ XXI+“-ს აბონენტის თ. თურმანიძის გადახდის ქვითარი;
5. შპს „ტვ XXI+“-ს შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი (CD);
6. შპს „ტვ XXI+“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
7. კომისიის 2014 წლის 20 მარტის N04/585-14 წერილი და ამ წერილის შპს „ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:040009186021);
8. კომისიის მიერ შპს „ტვ XXI+“-სთვის გაგზავნილი შეტყობინება (25.07.2014; №03/1556-14) და ამ შეტყობინების შპს „ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი:040012241949);
9. ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
10. სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი, რომელიც განთავსებულია შპს „ტვ XXI+”-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (http://tv21plus.com/?page_id=16) ;
11. კომისიის 2014 წლის 8 მაისის N251/18 გადაწყვეტილება „შპს „ტვ XXI+”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ XXI+”-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი 040010846929);
12. ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.N137-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის დავით კობალაძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 06.08.2014; N9/90-14) და თ.თურმანიძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 06.08.2014; N9/89-14);
13. კომისიის სხდომაზე შპს „ტვ XXI+”-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის რამაზ მახაჭაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტვ XXI+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 25.11.2013; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით მიწოდებას;
2. შპს „ტვ XXI+“-ს საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
3. 2014 წლის 20 აპრილს შპს „ტვ XXI+”-ს კომისიისგან გაეგზავნა წერილი (20.03.2014 N04/585-14) და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე ეთხოვა სატრანზიტო მომსახურების პაკეტში არსებული სამაუწყებლო არხების ჩამონათვალისა და აღნიშნული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) წარმოდგენა;
4. 2014 წლის 24 ივნისს, 11.00 საათზე განხორციელდა შპს „ტვ XXI+“-ს შემოწმება ქ.ბათუმში, მისამართზე: პუშკინის ქ.N137, შპს „ტვ XXI+“-ს აბონენტ თ.თურმანიძესთან კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ. შემოწმებას ესწრებოდა მოწმე: მანანა ბერიძე (პირადი №61001060890). აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №28 შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზურაბ კვირკველია და იოსებ ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე – მანანა ბერიძე;
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შპს „ტვ XXI+”-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, რამაზ მახაჭაძის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით კომისია ვერ გაიზიარებს რამაზ მახაჭაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ.თურმანიძე, რომელთანაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარდა შემოწმება, არ წარმოადგენს შპს „ტვ XXI+”-ს აბონენტს შემდეგი გარემოებების გამო:
ა) ადმინისტრაციული წარმოების მასალებში წარმოდგენილია შპს „ტვ XXI+”-ს მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შპს „ტვ XXI+”-ს მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც მითითებულია აბონენტის გვარი: თურმანიძე, მისამართი: პუშკინის 137, 1; თარიღი: 24.06.2014; აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებულია შპს „ტვ XXI+”-ს ბეჭდით. თავად ის ფაქტი, რომ სააბონენტო ტარიფის გადახდა განხორციელდა შპს „ტვ XXI+”-ში და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია სწორედ შპს „ტვ XXI+”-ს მიერ კომისიის სხდომაზე აღიარა კომპანიის დამფუძლებელმა რამაზ მახაჭაძემ; შესაბამისად, თუ თ.თურმანიძე არ წარმოადგენდა შპს „ტვ XXI+”-ს აბონენტს, როგორც ამას აღნიშნავს რამაზ მახაჭაძე, გაუგებარია რატომ მიიღო კომპანიამ სააბონენტო გადასახადი იმ პირის მომსახურებისთვის, რომელიც მისი აბონენტი არ არის.
ბ) კომისიაში წარმოდგენილი ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.N137-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის დავით კობალაძის და თ.თურმანიძის განცხადებები შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; კერძოდ, დავით კობალაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.N137/139 ბინა N1-ში ცხოვრობს მოქალაქე აბაშიძე, ხოლო თ.თურმანიძის განცხადებიდან ირკვევა, რომ შემოწმება ჩატარდა მის კომერციულ ფართში; შპს „ტვ XXI+”-ს მიერ გაცემულ დოკუმენტში, აბონენტი თურმანიძის მისამართად ასევე მითითებულია პუშკინის ქ.137 ბ.1 (და არა N137/139ბინა N1); ამავე დროს, თ.თურმანიძე განცხადებაში სადაოდ ხდის მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გადახდა, რომლის საფუძველზედაც შპს „ტვ XXI+”-ს მიერ გაცემულია გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და რომელზედაც აბონენტის მისამართად დაფიქსირებულია პუშკინის ქ.137 ბ.1 არ არის მის მიერ განხორციელებული, თუმცა თ.თურმანიძე განცხადებაში არ აღნიშნავს, რომ იგი არ წარმოადგენს შპს „ტვ XXI+”-ს აბონენტს. გასათვალისწინებელია, რომ შემოწმება ჩატარდა არა საცხოვრებელ ბინაში, არამედ ქ.ბათუმში, პუშკინის N137-ში მდებარე კომერციულ ფართში (სურსათის მაღაზია), რაც დასტურდება თავად შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით, ხოლო თავად ის გარემოება, რომ კომერციული ფართი ეკუთვნის თ.თურმანიძეს, აღიარებულია თავად თ.თურმანიძის განცხადებაში (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 06.08.2014, N9/89-14).
საგულისხმოა ასევე ისიც, რომ კომისიაში დავით კობალაძისა და თ.თურმანიძის ხელმოწერით წარმოდგენილ განცხადებებზე განმცხადებლების ხელმოწერები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული პირები არ გამოცხადებულან კომისიის სხდომაზე შესაბამისი ახსნა-განმატებების მიცემის მიზნით, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს აღნიშნული განცხადებების ნამდვილობა
გ) „შპს „ტვ XXI+”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 8 მაისის N251/18 გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა 2014 წლის 15 მარტს, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. N137-ში შპს „ტვ XXI+“-ს აბონენტ თამაზ თურმანიძესთან ჩატარებული შემოწმება და შედგენილი შემოწმების აქტი N19, რომელსაც ხელს აწერს თავად თამაზ თურმანიძე. გასათვალისწინებელია, რომ კომისიის 2014 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრების შპს „ტვ XXI+”-ს სასამართლოში, ამავე დროს, კომპანიას არც ის ფაქტობრივი გარემოება გაუხდია სადაოდ, რომ თ.თურმანიძე, რომელთანაც 2014 წლის 15 მარტს ჩატარდა შემოწმება, არ წარმოადგენდა შპს „ტვ XXI+”-ს აბონენტს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ასევე გადამოწმდა ინტერნეტში, შპს „ტვ XXI+”-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული იმ სამაუწყებლო არხების ჩამონათვალი, რომლებსაც კომპანია სთავაზობს აბონენტებს. აღნიშნული გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ტვ XXI+” აბონენტებს სთავაზობს ისეთ სამაუწყებლო არხებსაც, რომელთა საკაბელო ქსელში მართლზომიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი; მაგალითად, „რუსთავი 2“, „იმედი“, „National Geographic”, „RTVi”, „Охота и рыбалка”, „Перец”, „ТНТ“, „СТС” და ა.შ. (აღნიშნული სამაუწყებლო არხები დაფიქსირებულია კომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შედგენილ შემოწმების აქტში N28).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ 2014 წლის 24 ივნისს ქ.ბათუმში, პუშკინის ქ.137-ში ჩატარებული შემოწმების სისწორე დადასტურებულია, როგორც 2014 წლის 24 ივნისის №28 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ვიდეო ჩანაწერით (CD) და ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალებით, მათ შორის თავად კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის რამაზ მახაჭაძის ახსნა-განმარტებით იმის თაობაზე, რომ შპს „ტვ XXI+” საკაბელო ქსელში განთავსებული აქვს რიგი სამაუწყებლო არხები არამართლზომიერად;
5. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2014 წლის 24 ივნისის მდგომარეობით შპს „ტვ XXI+“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას:
|
1. |
„ტელეარხი 25“ |
35. |
„Сарафан“, |
|
2. |
„ობიექტივი“ |
36. |
„TV 3“ (რუსული), |
|
3. |
„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“ |
37. |
„Феникс Кино“, |
|
4. |
„რუსთავი 2“ |
38. |
„24 Техно”, |
|
5. |
„იმედი“ |
39. |
„Иллюзион“, |
|
6. |
„მაესტრო“ |
40. |
„Eurosport”, |
|
7. |
„TV 3“ |
41. |
„XXI”, |
|
8. |
„TV 11“ |
42. |
„Боец ТВ”, |
|
9. |
„აჭარა“ |
43. |
„RTVi”, |
|
10. |
„GDS“ |
44. |
„Много ТВ”, |
|
11. |
„კავკასია“ |
45. |
„Дом Кино“, |
|
12. |
„ერთსულოვნება“ |
46. |
„STV“,“ |
|
13. |
„კომედი არხი“ |
47. |
„Россия К”, |
|
14. |
„GMG -ჰოლივუდი“ |
48. |
„РЕН ТВ”, |
|
15. |
„TV 4“ |
49. |
„СТС”, |
|
16. |
„GMG-ფეხბურთი“ |
50. |
„Домашний”, |
|
17. |
„GMG -სპორტი“ |
51. |
„Индия ТВ“, |
|
18. |
„Cartoon network“ |
52. |
„Детский мир”, |
|
19. |
„History“ |
53. |
„ПРемиера”, |
|
20. |
„TV1000 action“ |
54. |
„Кинохит“, |
|
21. |
„SHOW“ (თურქეთის I არხი) |
55. |
„футбол,” |
|
22. |
„Explorer“ |
56. |
„Кино плюс”, |
|
23. |
„Новое кино“ |
57. |
„футбол 2”, |
|
24. |
„Fashion tv“ |
58. |
„Пятница“, |
|
25. |
„აფხაზეთის ხმა“ |
59. |
„Карусель”, |
|
26. |
„ენკი-ბენკი“ |
60. |
„МИР”, |
|
27. |
„РУ ТВ“ |
61. |
„Охота и рыбалка”, |
|
28. |
„National Geographic” |
62. |
„Кухня ТВ”, |
|
29. |
“ТНТ” |
63. |
„Animal planet”, |
|
30. |
“ORT” |
64. |
„Интер +”, |
|
31. |
“НТВ” |
65. |
„Шансон ТВ”, |
|
32. |
“Россия 1“ |
66. |
„C1”, |
|
33. |
“Перец” |
67. |
„Euronews“ |
|
34. |
“Eurosport 2“ |
68. |
“Моя планета” |
6. 2014 წლის 24 ივნისის მდგომარეობით, ისევე, როგორც კომისიაში საკითხის განხილვის მომენტისთვის, შპს „ტვ XXI+“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები:
|
1. |
„რუსთავი 2“ |
20. |
„24 Техно” |
|
2. |
„იმედი“ |
21. |
„Иллюзион“ |
|
3. |
„Cartoon network“ |
22. |
„Eurosport” |
|
4. |
„History“ |
23. |
„RTVi” |
|
5. |
„TV1000 action“ |
24. |
„STV“ |
|
6. |
„Show“ (თუქრეთის I არხი) |
25. |
„СТС” |
|
7. |
„Explorer“ |
26. |
„Домашний” |
|
8. |
„Новое кино“ |
27. |
„Детский мир” |
|
9. |
„РУ ТВ“ |
28. |
„ПРемиера” |
|
10. |
„National Geographic” |
29. |
„Кинохит“ |
|
11. |
„ТНТ“ |
30. |
„футбол” |
|
12. |
„НТВ” |
31. |
„футбол 2” |
|
13. |
„Россия 1“ |
32. |
„Пятница“ |
|
14. |
„Перец” |
33. |
„Охота и рыбалка” |
|
15. |
„Eurosport 2“ |
34. |
„Animal planet” |
|
16. |
„Моя планета” |
35. |
„Интер+” |
|
17. |
„Сарафан“ |
36. |
„Шансон ТВ” |
|
18. |
„TV 3“ (რუსული) |
37. |
„Euronews“ |
|
19. |
„Феникс Кино“ |
38. |
„TV 4” |
7. შპს „ტვ XXI+“-ს მიმართ კომისიის 2014 წლის 8 მაისის N251/18 გადაწყვეტილებით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება მის მიერ „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო, კომპანიას ასევე დაეკისრა ვალდებულება დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მის სატრანზიტო ქსელში არამათლზომიერად განთავსებული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების შეწყვეტა;
8. 2014 წლის 8 მაისის N251/18 გადაწყვეტილება შპს „ტვ XXI+”-ს ჩაბარდა 2014 წლის 27 მაისს (გზავნილის კოდი 040010846929);
9. 2014 წლის 24 ივნისს ქ.ბათუმში ჩატარებული შემოწმებისა და შედგენილი შემოწმების N28 აქტის საფუძველზე, ასევე კომისიაში შპს „ტვ XXI+“-ს მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შპს „ტვ XXI+“-ს მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის სამართალდარღვევას, კერძოდ მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებისას საკაბელო ქსელში რიგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ ტრანზიტს;
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
6. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
9. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
13. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (29.07.2014 N10/1223-14) შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ტვ XXI+”-მა ავტორიზაცია გაიარა 2013 წლის 25 ნოემბერს, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების მიხედვით ჯამური შემოსავლის 0.5 პროცენტი არ აღემატება 3000.00 (სამი ათასი) ლარს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:
|
1. |
„რუსთავი 2“ |
20. |
„24 Техно” |
|
2. |
„იმედი“ |
21. |
„Иллюзион“ |
|
3. |
„Cartoon network“ |
22. |
„Eurosport” |
|
4. |
„History“ |
23. |
„RTVi” |
|
5. |
„TV1000 action“ |
24. |
„STV“ |
|
6. |
„Show“ (თუქრეთის I არხი) |
25. |
„СТС” |
|
7. |
„Explorer“ |
26. |
„Домашний” |
|
8. |
„Новое кино“ |
27. |
„Детский мир” |
|
9. |
„РУ ТВ“ |
28. |
„ПРемиера” |
|
10. |
„National Geographic” |
29. |
„Кинохит“ |
|
11. |
„ТНТ“ |
30. |
„футбол” |
|
12. |
„НТВ” |
31. |
„футбол 2” |
|
13. |
„Россия 1“ |
32. |
„Пятница“ |
|
14. |
„Перец” |
33. |
„Охота и рыбалка” |
|
15. |
„Eurosport 2“ |
34. |
„Animal planet” |
|
16. |
„Моя планета” |
35. |
„Интер+” |
|
17. |
„Сарафан“ |
36. |
„Шансон ТВ” |
|
18. |
„TV 3“ (რუსული) |
37. |
„Euronews“ |
|
19. |
„Феникс Кино“ |
38. |
„TV 4” |
შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ტვ XXI+”-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შპს „ტვ XXI+”-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ 2014 წლის 8 მაისის N251/18 გადაწყვეტილებით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება ანალოგიურ სახის დარღვევისთვის და შესაბამისად, შპს „ტვ XXI+”-ს მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევას, შპს „ტვ XXI+”-ს მიმართ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სანქციის სახით გამოყენებული უნდა იქნას ჯარიმა 3000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით შპს „ტვ XXI+”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, კომპანიის ჯამური შემოსავლის 0.5 პროცენტი არ აღემატება 3000.00 (სამი ათასი) ლარს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტვ XXI+”-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი:
|
1. |
„რუსთავი 2“ |
20. |
„24 Техно” |
|
2. |
„იმედი“ |
21. |
„Иллюзион“ |
|
3. |
„Cartoon network“ |
22. |
„Eurosport” |
|
4. |
„History“ |
23. |
„RTVi” |
|
5. |
„TV1000 action“ |
24. |
„STV“ |
|
6. |
„Show“ (თუქრეთის I არხი) |
25. |
„СТС” |
|
7. |
„Explorer“ |
26. |
„Домашний” |
|
8. |
„Новое кино“ |
27. |
„Детский мир” |
|
9. |
„РУ ТВ“ |
28. |
„ПРемиера” |
|
10. |
„National Geographic” |
29. |
„Кинохит“ |
|
11. |
„ТНТ“ |
30. |
„футбол” |
|
12. |
„НТВ” |
31. |
„футбол 2” |
|
13. |
„Россия 1“ |
32. |
„Пятница“ |
|
14. |
„Перец” |
33. |
„Охота и рыбалка” |
|
15. |
„Eurosport 2“ |
34. |
„Animal planet” |
|
16. |
„Моя планета” |
35. |
„Интер+” |
|
17. |
„Сарафан“ |
36. |
„Шансон ТВ” |
|
18. |
„TV 3“ (რუსული) |
37. |
„Euronews“ |
|
19. |
„Феникс Кино“ |
38. |
„TV 4” |
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იტოვებს უფლებამოსილებას მიმართოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრულ სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველმყოფ ერთ-ერთ ღონისძიებას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ტვ XXI+”-ს მხრიდან ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; კერძოდ, აღსრულების გადადებამ შეიძლება არაჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნას აჭარის ავტორნომიურ რესპუბლიკაში მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების სფერში და სამაუწყებლო არხების არალეგალური ტრანზიტით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ამავე ბიზნესის მწარმოებელ იმ კონკურენტ კომპანიებს, რომლებიც ავრცელებენ მართლზომიერად მოპოვებულ სამაუწყებლო არხებს (კერძოდ, აბონენტების გადინება და სხვა). ამასთან, დარღვევის დენადი ხასიათიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შემთხვევაში, შენარჩუნდება ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის ამ სეგმენტზე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი, საერთაშორისო ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 165-ე მუხლის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ტვ XXI+”-ს დაეკისროს ჯარიმა 3000.00 (სამი ათასი) ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ტვ XXI+”-მა ჯარიმის 3000.00 (სამი ათასი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
- სახაზინო კოდი - 300693251;
და გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „ტვ XXI+”-მა უზრუნველყოს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა:
|
1. |
„რუსთავი 2“ |
20. |
„24 Техно” |
|
2. |
„იმედი“ |
21. |
„Иллюзион“ |
|
3. |
„Cartoon network“ |
22. |
„Eurosport” |
|
4. |
„History“ |
23. |
„RTVi” |
|
5. |
„TV1000 action“ |
24. |
„STV“ |
|
6. |
„Show“ (თუქრეთის I არხი) |
25. |
„СТС” |
|
7. |
„Explorer“ |
26. |
„Домашний” |
|
8. |
„Новое кино“ |
27. |
„Детский мир” |
|
9. |
„РУ ТВ“ |
28. |
„ПРемиера” |
|
10. |
„National Geographic” |
29. |
„Кинохит“ |
|
11. |
„ТНТ“ |
30. |
„футбол” |
|
12. |
„НТВ” |
31. |
„футбол 2” |
|
13. |
„Россия 1“ |
32. |
„Пятница“ |
|
14. |
„Перец” |
33. |
„Охота и рыбалка” |
|
15. |
„Eurosport 2“ |
34. |
„Animal planet” |
|
16. |
„Моя планета” |
35. |
„Интер+” |
|
17. |
„Сарафан“ |
36. |
„Шансон ТВ” |
|
18. |
„TV 3“ (რუსული) |
37. |
„Euronews“ |
|
19. |
„Феникс Кино“ |
38. |
„TV 4” |
4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისიამ გამიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრული სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიება.
5. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებილივი აღსრულებისათვის;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ XXI+“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „ტვ XXI+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
9. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ XXI+“-სთვის ჩაბარების დღიდან;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაეკისროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-6, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი აკაკი სიხარულიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი
